საქართველომ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, მოვიგეთ ოლიმპიური მედლები ზამთრის სპორტის სახეობებში, ეს აჩვენებს, რომ ჩვენი სპორტი მუდმივად ვითარდება -ირაკლი კობახიძე

ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და პირველად ისტორიაში ჩვენ მოვიგეთ ოლიმპიური მედლები ზამთრის სპორტის სახეობებში. განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, რომლებიც გახდნენ ვერცხლის მედლის მფლობელები, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონები და ეს არის ისტორიული მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მიღწეული შედეგები აჩვენებს იმას, რომ ქართული სპორტი მუდმივად ვითარდება და ახალ სიმაღლეებს აღწევს.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია დღეს თქვენთან შეხვედრა. ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და პირველად ისტორიაში ჩვენ მოვიგეთ ოლიმპიური მედლები ზამთრის სპორტის სახეობებში, რა თქმა უნდა, ამისათვის თითოეულ თქვენგანს გეკუთვნით ძალიან დიდი მადლობა. განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, რომლებიც გახდნენ ვერცხლის მედლის მფლობელები, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონები და ეს არის ისტორიული მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, მინდა, მათ მადლობა გადავუხადო ევროპის ჩემპიონატის მოგებისთვის, ეს არის გამორჩეული ისტორიული წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენა ამისთვის. ასევე, ჩვენ დავიკავეთ მე-4 ადგილი გუნდურ ტურნირზე და ესეც არის ისტორიული მიღწევა, ძალიან ცოტა დაგვაკლდა ოლიმპიურ გუნდურ მედლამდე, თუმცა მომავალი წინაა და დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრი წარმატება გველოდება წინ. მადლობა ეკუთვნის გუნდის თითოეულ წევრს, რომელმაც გამორჩეულად იასპარეზა. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ნიკა ეგაძეს, რომელიც წელს გახდა ევროპის ჩემპიონი და ამით კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ევროპის ჩემპიონატზე სულ მედლების ოთხი კომპლექტი თამაშდებოდა და აქედან ორი ოქრო მოიგეს სწორედ ქართველმა სპორტსმენებმა, ეს არის მართლაც გამორჩეული წარმატება, რაც ცალკე უნდა აღინიშნოს. ყველას მადლობა, მადლობა ანასტასია გუბანოვას, დიანა დევისს, გლებ სმოლკინს მათი წარმატებული გამოსვლისთვის ამ ოლიმპიურ თამაშებზე და ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის ამაღლებისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ოლიმპიურ თამაშებზე სალომე ჩიგოგიძის მსაჯობა. პირველად ისტორიაში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გვყავდა ქართველი მსაჯი და ესეც არის კიდევ ერთი წარმატება, რაც ქართულმა სპორტმა აჩვენა. ყველა ეს შედეგი აჩვენებს იმას, რომ ჩვენი სპორტი მუდმივად ვითარდება, ვაღწევთ ახალ სიმაღლეებს. იყო სპორტის სახეობები, სადაც ტრადიციულად გვქონდა მაღალი მიღწევები, თუმცა უკვე ჩნდება ახალი სპორტის სახეობები, სადაც ასევე ვიღებთ ახალ შედეგებს უმაღლეს დონეზე და ეს ყველაფერი არის უდიდესი სტიმული ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, რომ ისინი ჩაერთონ სპორტში და მიაღწიონ ასეთივე უმაღლეს წარმატებებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში", - აღნიშნა პრემიერმა.

 





მსგავსი სიახლეები
ოპოზიციის ალიანსი დღეს არის ყველაზე ქმედითი ოპოზიციური ერთობა და პარტიების აკრძალვაზე განცხადება ნამდვილად ასახავს რეჟიმის შიშს -თინა ბოკუჩავა
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა, აქედან ჩანს, რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგედიაა -ირაკლი კობახიძე
ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა -ირაკლი კობახიძე
ვაშინგტონში გამართული შეხვედრებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, შეგვიძლია, გვქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი -ნიკოლოზ სამხარაძე
სამწუხაროა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის 30-წლიანი პარტნიორობა პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში დაანგრია, ისღა დაგვრჩენია, ივნისს დაველოდოთ, როცა საქართველოდან წავა -შალვა პაპუაშვილი
საქართველომ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, მოვიგეთ ოლიმპიური მედლები ზამთრის სპორტის სახეობებში, ეს აჩვენებს, რომ ჩვენი სპორტი მუდმივად ვითარდება -ირაკლი კობახიძე
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს
9 მარტიდან 9 აპრილამდე დიდი დრო გავიდა და ქართველმა ხალხმა საკუთარი ოცნების ახდენა მხოლოდ ეროვნული კონსოლიდაციის შედეგად შეძლო, არა ერთი ადამიანის სახელის დასაცავად, არამედ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად -თამარ ჩიბურდანიძე
ქართველი ნებისმიერ პირობებში, ნებისმიერი იმპერიისა თუ უცხო ძალის ზეგავლენის მდგომარეობაში, იდენტობას არ ივიწყებს, ჩვენი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ არასოდეს შეწყდება -შალვა პაპუაშვილი
“იმედის” და “პოსტივის” დასანქცირება ეს არის არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების უხეში ხელყოფა, არამედ, ძალიან არაგონივრული ნაბიჯიც ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ჰქონდა ვიწრო პოლიტიკური მიზანი, სიცრუი გავრცელებისთვის'' -პრემიერი
,,ლომჯარია არ არის ერთადერთი, ვინც ამ საქმიანობაშია ჩართული'',- ვოლსკი
ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ
ლევან მაჭავარიანი: დიდი იმედი მაქვს, რომ სუს-ი ბოლომდე მიიყვანს ყველაფერს და ამ უსამშობლოებს პასუხს აგებინებს"
,,თუკი ვინმეს აქვს მსგავსი ინფორმაცია, პირველ რიგში თავისი ფეხით უნდა მისულიყო უშიშროების სამსახურში და განეცხადებინა''- სოზარ სუბარი
,,აშკარაა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენა საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან შორს წავიდა - ეს საჭიროებს რეაგირებას''- გიორგი კანდელაკი
,,არსად მითქვამს, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ''- თინა ხიდაშელი
გიგა ბოკერია - ქართველები რეალურ უსაფრთხოებას მივაღწევთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეროვნული ინტერესების მოღალატე რეჟიმს ძალაუფლებას ჩამოვაშორებთ
ირაკლი კობახიძე - Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა
ირაკლი კობახიძე - „იგლ ჰილსთან“ დადებული კონტრაქტის ყველა დეტალი გამოვიტანეთ, არაფერი მოსახლეობისთვის დასამალი არ არის
პრემიერი: 60 000 ბინა გაიყიდა მარტო ამ რამდენიმე წელიწადში უცხოელებზე და ამ საფუძვლით მხოლოდ 5 000-მა უცხოელმა მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ეს მიგრაციაში მაინცდამაინც დიდ წილს არ ქმნის