სამწუხაროა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის 30-წლიანი პარტნიორობა პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში დაანგრია, ისღა დაგვრჩენია, ივნისს დაველოდოთ, როცა საქართველოდან წავა -შალვა პაპუაშვილი
თავად სცენას ჰქონდა გარკვეული გერმანული ესთეტიკა, იმ მხრივ, რომ აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთში რომ გარბოდნენ, გადაჰყავდათ ხოლმე ფარულად - ასეთი სცენები გვაქვს ნანახი, ამაში გარკვეული გერმანული ესთეტიკა იგრძნობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა ყოფილი სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიასა და გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შეხვედრაზე დასმული კითხვის პასუხად, „მოითხოვა თუ არა ლომჯარიამ უვიზო მიმოსვლის შეჩერება?"
პაპუაშვილის თქმით, ელჩის განცხადებებში ნათლად ჩანს ქართველი ხალხის, „ქართული ოცნების" ამომრჩევლისადმი ზიზღი.
„ვხედავთ რა პეტერ ფიშერის პოზიციებს საქართველოსთან დაკავშირებით და ვიცნობთ ნინო ლომჯარიას პოზიციებს საკუთარ სამშობლოსთან მიმართებით, ამის გათვალისწინებით და იმ ინფორმაციის შეჯერებით, ნაკლებად მეპარება ეჭვი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო. სამწუხაროდ, პეტერ ფიშერისგან ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულებას ვხედავთ და არ ვიცი, მას რატომ აქვს გარკვეული ზიზღი „ქართული ოცნების" და მისი ამომრჩევლის მიმართ. მინდა, პეტერ ფიშერს ვუთხრა, რომ ქართველ ხალხს და, განსაკუთრებით, „ქართულ ოცნებას" ზიზღის ობიექტად ნუ ხდის. არ ვფიქრობთ, რომ სწორია, ზიზღის ობიექტად წარმოსახო საქართველო, მისი მოსახლეობა და ხელისუფლება. სამწუხაროდ, მის პოზიციებში ზიზღი ძალიან ნათლად ჩანს, რაც საკმაოდ მძიმეა. იმის ფონზე, რა პარტნიორობაც საქართველოსა და გერმანიას შორის არსებობდა, დღეს გვყავს ადამიანი, რომელიც თავის პიროვნულ დონეზე ზიზღის პოზიციას პირდაპირ გვაჩვენებს. ეს ადამიანი თეორიულ თუ წარმოსახვით საქართველოზე აპელირებს, რომელიც მას ყოველდღე ხვდება და ემადლიერება. უნდა, რომ თავი ამით დაიმშვიდოს, მაგრამ სწორი არ არის, რომ საქართველო, ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება ზიზღის ობიექტი გახადო. ეს არ არის ევროპული საქციელი და ევროპული მიდგომა, არც გერმანული მიდგომაა, რომ ზიზღი დათესო სხვა საზოგადოებაში. საქმე სამწუხარო მოვლენასთან გვაქვს, მაგრამ პეტერ ფიშერის შემთხვევაში ეს უიმედო შემთხვევაა. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ივნისს დაველოდოთ, როცა ის წავა საქართველოდან. იმედია, შემდეგი ელჩი ამ ყველაფერს გაითვალისწინებს. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანმა გერმანიასა და საქართველოს შორის 30-წლიანი პარტნიორობა სამ წელიწადში დაანგრია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ოპოზიციის ალიანსი დღეს არის ყველაზე ქმედითი ოპოზიციური ერთობა და პარტიების აკრძალვაზე განცხადება ნამდვილად ასახავს რეჟიმის შიშს -თინა ბოკუჩავა
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა, აქედან ჩანს, რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგედიაა -ირაკლი კობახიძე
ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა -ირაკლი კობახიძე
ვაშინგტონში გამართული შეხვედრებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, შეგვიძლია, გვქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი -ნიკოლოზ სამხარაძე
სამწუხაროა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის 30-წლიანი პარტნიორობა პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში დაანგრია, ისღა დაგვრჩენია, ივნისს დაველოდოთ, როცა საქართველოდან წავა -შალვა პაპუაშვილი
საქართველომ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, მოვიგეთ ოლიმპიური მედლები ზამთრის სპორტის სახეობებში, ეს აჩვენებს, რომ ჩვენი სპორტი მუდმივად ვითარდება -ირაკლი კობახიძე
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს
9 მარტიდან 9 აპრილამდე დიდი დრო გავიდა და ქართველმა ხალხმა საკუთარი ოცნების ახდენა მხოლოდ ეროვნული კონსოლიდაციის შედეგად შეძლო, არა ერთი ადამიანის სახელის დასაცავად, არამედ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად -თამარ ჩიბურდანიძე
ქართველი ნებისმიერ პირობებში, ნებისმიერი იმპერიისა თუ უცხო ძალის ზეგავლენის მდგომარეობაში, იდენტობას არ ივიწყებს, ჩვენი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ არასოდეს შეწყდება -შალვა პაპუაშვილი
“იმედის” და “პოსტივის” დასანქცირება ეს არის არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების უხეში ხელყოფა, არამედ, ძალიან არაგონივრული ნაბიჯიც ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ჰქონდა ვიწრო პოლიტიკური მიზანი, სიცრუი გავრცელებისთვის'' -პრემიერი
,,ლომჯარია არ არის ერთადერთი, ვინც ამ საქმიანობაშია ჩართული'',- ვოლსკი
ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ
ლევან მაჭავარიანი: დიდი იმედი მაქვს, რომ სუს-ი ბოლომდე მიიყვანს ყველაფერს და ამ უსამშობლოებს პასუხს აგებინებს"
,,თუკი ვინმეს აქვს მსგავსი ინფორმაცია, პირველ რიგში თავისი ფეხით უნდა მისულიყო უშიშროების სამსახურში და განეცხადებინა''- სოზარ სუბარი
,,აშკარაა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენა საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან შორს წავიდა - ეს საჭიროებს რეაგირებას''- გიორგი კანდელაკი
,,არსად მითქვამს, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ''- თინა ხიდაშელი
გიგა ბოკერია - ქართველები რეალურ უსაფრთხოებას მივაღწევთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეროვნული ინტერესების მოღალატე რეჟიმს ძალაუფლებას ჩამოვაშორებთ
ირაკლი კობახიძე - Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა
ირაკლი კობახიძე - „იგლ ჰილსთან“ დადებული კონტრაქტის ყველა დეტალი გამოვიტანეთ, არაფერი მოსახლეობისთვის დასამალი არ არის
პრემიერი: 60 000 ბინა გაიყიდა მარტო ამ რამდენიმე წელიწადში უცხოელებზე და ამ საფუძვლით მხოლოდ 5 000-მა უცხოელმა მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ეს მიგრაციაში მაინცდამაინც დიდ წილს არ ქმნის