კობა კობალაძემ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან დავით კუბლაშვილთან შეხვედრა გამართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ტყიბულში, მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კუბლაშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე, რომელთაც სამსახური, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხარდაჭერით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად ახორციელებს.

საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალი, საგანმანათლებლო პროგრამის, „სამხედრო საათის" დანერგვის შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც, ომის ვეტერანები, ა(ა)იპ "ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის" (რომლის დამფუძნებელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და საქართველოს გენერალთა კლუბი გახლავთ) კვალიფიციური ინსტრუქტორები, თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გადასცემენ მომავალ თაობას. როგორც კობა კობალაძემ აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით, უკვე არაერთ საჯარო სკოლაში ტარდება სამხედრო გაკვეთილები, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და მომავალ თაობებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ასევე, ექსტრემალურ სიტუაციებში, თვითგადარჩენის უნარების გაღრმავებას უწყობს ხელს.

დავით კუბლაშვილმა კობა კობალაძეს მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ ხელს შეუწყობს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთობის გაღრმავებას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ა(ა)იპ "ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის" დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გელა ცინაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, იზოლდა ნემსაძე და ტყიბულის მერის პირველი მოადგილე, ლევან ჩხიკვაძე.

 





მსგავსი სიახლეები
კობა კობალაძემ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან დავით კუბლაშვილთან შეხვედრა გამართა
უენერგიობა, შფოთვა, ძილის პრობლემები, კუნთების სპაზმი და გაღიზიანებადობა - რა სიგნალებს გვიგზავნის ორგანიზმი?
ეკლესია 9 მარტს წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის პირველად და მეორედ პოვნას აღნიშნავს - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
9 მარტის ამინდის პროგნოზი
2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 მკვლელობის მცდელობის ფაქტი - სახალხო დამცველი
,,კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ვეტერანთა ღირსეულ, უკვე თქვენ საკუთარ ოჯახში,''- კობა კობალაძემ ჟურნალისტ ქალბატონებს, 8 მარტი ომის მონაწილის სტატუსის მინიჭებით მიულოცა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიას დაბადების დღეა
მასკატიდან დამატებითი რეისი შესრულდა
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საავიაციო სექტორში ჩართული ქალი ავიასპეციალისტების რაოდენობა საქართველოში 49%-ით გაიზარდა
დააკავეს არასრულწლოვნები, რომლებმაც თბილისში სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები გაქურდეს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
8 მარტს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა - ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ -
8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
8 მარტის ამინდის პროგნოზი
დღეს, საქართველოს ეროვნულ გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა
7 მარტს მიცვალებულთა მოხსენიების დღეა - ლოცვა რომლიც ამ დღეს უნდა წავიკითხოთ
7 მარტის ამინდის პროგნოზი
7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
რამდენს იხდის ერთი გადამფრენი თვითმფრინავი საქართველოს ცის გამოყენებისთვის?