ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის მხრიდან თურქეთის, აზერბაიჯანისა და კვიპროსის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის თავდასხმა უარყვეს

 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ ირანის მხრიდან თურქეთის, აზერბაიჯანისა და კვიპროსის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის თავდასხმა უარყო და მას „ცრუ დროშის ოპერაცია" უწოდა.

„ჩვენი თავდაცვა არანაირად არ უნდა იქნეს განმარტებული, როგორც რეგიონის რომელიმე ქვეყნის მიმართ მტრული დამოკიდებულება. რაც შეეხება აზერბაიჯანის ისლამურ რესპუბლიკას, თურქეთსა და კვიპროსს, შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნათლად და ოფიციალურად განაცხადა, რომ ირანის ტერიტორიაზე ან ჩვენი შეიარაღებული ძალების მონაწილეობით მსგავსი ინციდენტები არ მომხდარა. კვიპროსთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ოფიციალურმა ხელისუფლებამაც კი დაადასტურა, რომ მსგავსი ინციდენტი არ მომხდარა", - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ამასთან, ისმაილ ბაღაის თქმით, აშშ-ის სამხედრო ყოფნა რეგიონში უსაფრთხოების წყაროს არ წარმოადგენს, არამედ პირიქით, რეგიონის ქვეყნებს შორის განხეთქილების მიზეზია.

„აშშ-ის სამხედრო ყოფნა რეგიონში არანაირად არ წარმოადგენს უსაფრთხოების ან სტაბილურობის წყაროს. პირიქით, აშშ-ის სამხედრო ყოფნა რეგიონის ქვეყნებში მხოლოდ დაუცველობისა და ქვეყნებს შორის განხეთქილების მიზეზია. ის ისლამურ ქვეყნებს შორის უთანხმოებას იწვევს", - განაცხადა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, „აგრესორებისთვის" არ აქვს მნიშვნელობა, ირანელების რომელ ნაწილს დაესხმებიან თავს და ირანის რომელი ეთნიკური ჯგუფი ან რომელი ნაწილი დაზარალდება.

 

 





მსგავსი სიახლეები
თურქეთში აშშ-ის „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განლაგდა
ჩვენ განვსაზღვრავთ ომის დასასრულს, რეგიონის მომავალი სტატუსი ჩვენი შეიარაღებული ძალების ხელშია, ომს ამერიკული ძალები არ დაასრულებენ -"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი"
ვფიქრობ, ომი თითქმის დასრულებულია, სამხედრო თვალსაზრისით, ირანს არაფერი დარჩა-დონალდ ტრამპი
,,დამოუკიდებელი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმა შესაძლოა აშშ-ის ძალების მიერ ყოფილიყო განხორციელებული ''- „დემოკრატი“ სენატორების განცხადება
უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის შეხვედრა, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა გამართულიყო, აშშ-ის ინიციატივით გადაიდო
,,ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის''- ტრამპი
,,ირანი „პროვოკაციული ნაბიჯების“ გადადგმას განაგრძობს''- რეჯეფ თაიფ ერდოღანი
,,რუსეთი თავისი საიმედო პარტნიორებისთვის ენერგორესურსების მიწოდებას ზრდის''- პუტინი
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა ვეღარ იქნება ძველი მსოფლიო წესრიგის მცველი
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის მხრიდან თურქეთის, აზერბაიჯანისა და კვიპროსის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის თავდასხმა უარყვეს
ილჰამ ალიევმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა
ვლადიმერ პუტინმა ირანის ახალ უზენაეს ლიდერს მიულოცა და დაადასტურა მოსკოვის მხრიდან თეირანისადმი უცვლელი მხარდაჭერა
ნიკოლ ფაშინიანმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა
აშშ-ს საუდის არაბეთიდან დიპლომატების დიდი ნაწილი გაჰყავს
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის დანიშვნით უკმაყოფილოა
დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრი გამართეს
,,ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერი ჩემი თანხმობის გარეშე "დიდხანს ვერ გაძლებს"-ტრამპი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ „არავინ იცის“, ვინ იქნება მომავალი უზენაესი ლიდერი
,, უკრაინელი ექსპერტები მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთში იქნებიან''- ვოლოდიმირ ზელენსკი