ბორის ჩელე ყურუა: ასე უცებ, მოკლე ვადაში, ცვლილებების მოხდენის საშუალება ოპოზიციის მხარეს არ არის
წარსულში ერთმანეთისთვის ნასროლ ბრალდებებს ნათელი უნდა მოეფინოს, რა რატომ ხდებოდა და მომავალში ჩვენ სიტყვას უფრო მეტი ფასი უნდა მივცეთ იმ ნაწილში, რომ არ შეიძლება ვიღაცისთვის უაპელაციოდ, ჭორის დონეზე, ბიძინას ნაყიდის დაძახება, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ბორის ჩელე ყურუამ „დღის ამბებში" ოპოზიციის ერთობის შესახებ საუბრისას.
მან აღნიშნა, რომ ზოგადად ნდობის პრობლემა არსებობს. ოპოზიციონერი ნდობის აღდგენას გულწრფელობაში ხედავს, რომელსაც მისი თქმით ალტერნატივა არ აქვს და მიაჩნია, რომ მოკლე ვადაში ცვლილებების მოხდების საშუალება ოპოზიციის მხარეს არ არის.
„ჩვენ ერთადერთი, რითაც შეგვიძლია დავუპირისპირდეთ „ქართულ ოცნებას", ფული და რესურსი აქეთ მხარეს არ არის, არის სიტყვა. საკუთარ სიტყვას რომ ფასი აქვს და განსაკუთრებით, პოლიტიკოსის სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს, ეს უნდა გამოჩნდეს მხოლოდ იმით, როგორ ექცევი შენ საკუთარ პირს. შენი საკუთარი პირიდან ამოშვებულ ბგერებს პატივს სცემ თუ არა და ზოგადად, იღებ თუ არა პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე. დღეს თუ რაღაცას ვიტყვი, ზეგ არ მახსოვს და ზეგ მინდა რომ მთელი ჩემი ნათქვამი დავარესტარტო, ეგ ეგრე არ ხდება- პასუხისმგებლობის აღებით, გულწრფელობით, რასაც რა თქმა უნდა, სჭირდება დრო. გასაგებია, რომ ყველას შეიძლება გვინდოდეს, რომ ხვალ მოხდეს ცვლილებები, ჩემდა სამწუხაროდ, ასე უცებ, ასე მოკლე ვადაში, ცვლილებების მოხდების საშუალება აქეთ მხარეს არ არის. კი, შეიძლება სადღაც ურემი გადაბრუნდეს და მაგის იმედზე ვიყოთ, მაგრამ ჩემი აზრით, ქართველებს გვეყოფა შორს ურმის გადაბრუნების ლოდინი და ხელის გაწვდენა. ჩვენ მაგაზე გავლენას ვერ ვახდენთ, ჩვენ ვერ ვეტყვით ამომრჩევლებს, რომ ახლა რომელიღაც ქვეყანაში არჩევნებს უნდა ველოდოთ და იქ კარგი პრეზიდენტი მოვა და ის გვიშველის - არა", - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.
მსგავსი სიახლეები
ბორის ჩელე ყურუა: ასე უცებ, მოკლე ვადაში, ცვლილებების მოხდენის საშუალება ოპოზიციის მხარეს არ არის
ოპოზიციის ალიანსი დღეს არის ყველაზე ქმედითი ოპოზიციური ერთობა და პარტიების აკრძალვაზე განცხადება ნამდვილად ასახავს რეჟიმის შიშს -თინა ბოკუჩავა
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა, აქედან ჩანს, რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგედიაა -ირაკლი კობახიძე
ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა -ირაკლი კობახიძე
ვაშინგტონში გამართული შეხვედრებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, შეგვიძლია, გვქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი -ნიკოლოზ სამხარაძე
სამწუხაროა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის 30-წლიანი პარტნიორობა პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში დაანგრია, ისღა დაგვრჩენია, ივნისს დაველოდოთ, როცა საქართველოდან წავა -შალვა პაპუაშვილი
საქართველომ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, მოვიგეთ ოლიმპიური მედლები ზამთრის სპორტის სახეობებში, ეს აჩვენებს, რომ ჩვენი სპორტი მუდმივად ვითარდება -ირაკლი კობახიძე
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს
9 მარტიდან 9 აპრილამდე დიდი დრო გავიდა და ქართველმა ხალხმა საკუთარი ოცნების ახდენა მხოლოდ ეროვნული კონსოლიდაციის შედეგად შეძლო, არა ერთი ადამიანის სახელის დასაცავად, არამედ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად -თამარ ჩიბურდანიძე
ქართველი ნებისმიერ პირობებში, ნებისმიერი იმპერიისა თუ უცხო ძალის ზეგავლენის მდგომარეობაში, იდენტობას არ ივიწყებს, ჩვენი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ არასოდეს შეწყდება -შალვა პაპუაშვილი
“იმედის” და “პოსტივის” დასანქცირება ეს არის არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების უხეში ხელყოფა, არამედ, ძალიან არაგონივრული ნაბიჯიც ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ჰქონდა ვიწრო პოლიტიკური მიზანი, სიცრუი გავრცელებისთვის'' -პრემიერი
,,ლომჯარია არ არის ერთადერთი, ვინც ამ საქმიანობაშია ჩართული'',- ვოლსკი
ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ
ლევან მაჭავარიანი: დიდი იმედი მაქვს, რომ სუს-ი ბოლომდე მიიყვანს ყველაფერს და ამ უსამშობლოებს პასუხს აგებინებს"
,,თუკი ვინმეს აქვს მსგავსი ინფორმაცია, პირველ რიგში თავისი ფეხით უნდა მისულიყო უშიშროების სამსახურში და განეცხადებინა''- სოზარ სუბარი
,,აშკარაა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენა საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან შორს წავიდა - ეს საჭიროებს რეაგირებას''- გიორგი კანდელაკი
,,არსად მითქვამს, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ''- თინა ხიდაშელი
გიგა ბოკერია - ქართველები რეალურ უსაფრთხოებას მივაღწევთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეროვნული ინტერესების მოღალატე რეჟიმს ძალაუფლებას ჩამოვაშორებთ
ირაკლი კობახიძე - Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა
ირაკლი კობახიძე - „იგლ ჰილსთან“ დადებული კონტრაქტის ყველა დეტალი გამოვიტანეთ, არაფერი მოსახლეობისთვის დასამალი არ არის