უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის შეხვედრა, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა გამართულიყო, აშშ-ის ინიციატივით გადაიდო
უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივი შეხვედრა, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა გამართულიყო, აშშ-ის ინიციატივით გადაიდო. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარესთან კომუნიკაცია ფაქტობრივად 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე პარტნიორების ყურადღება ირანის გარშემო განვითარებულ მოვლენებზეა მიმართული, რის გამოც, ამერიკულმა მხარემ დაგეგმილი შეხვედრის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
„ამჟამად პარტნიორების პრიორიტეტი და მთელი ყურადღება ირანის გარშემო არსებულ ვითარებისკენაა მიმართული, ამიტომ შეხვედრა, რომელიც ამ კვირაში უნდა გამართულიყო, ამერიკული მხარის წინადადებით გადაიდო", - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის ნებისმიერ დროს, იმ ფორმატში, რომელიც ომის დასრულებას რეალურად შეუწყობს ხელს.
ზელენსკის თქმით, მომლაპარაკებელთა გუნდს დაავალა, კიდევ ერთხელ დაუკავშირდნენ ამერიკელ კოლეგებს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტურონ უკრაინის მზადყოფნა უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით დრონებისგან თავდაცვის მიმართულებით და ასევე კიდევ ერთხელ გამოხატონ მზადყოფნა, კონსტრუქციულად იმუშაონ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასასრულებლად.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ამჟამად ცდილობს ახლო აღმოსავლეთში და სპარსეთის ყურის რეგიონში არსებული სიტუაციით მანიპულირებას საკუთარი აგრესიის გასაძლიერებლად.
„ვხედავთ, რომ რუსები ცდილობენ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები გამოიყენონ, რათა ირანის რეჟიმის მიერ მეზობლებზე და ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული დარტყმები რუსეთის ომის მეორე ფრონტად აქციონ უკრაინისა და მთლიანად დასავლეთის წინააღმდეგ. ამის დაშვება არ შეიძლება", - წერს ზელენსკი.
მსგავსი სიახლეები
თურქეთში აშშ-ის „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განლაგდა
ჩვენ განვსაზღვრავთ ომის დასასრულს, რეგიონის მომავალი სტატუსი ჩვენი შეიარაღებული ძალების ხელშია, ომს ამერიკული ძალები არ დაასრულებენ -"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი"
ვფიქრობ, ომი თითქმის დასრულებულია, სამხედრო თვალსაზრისით, ირანს არაფერი დარჩა-დონალდ ტრამპი
,,დამოუკიდებელი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმა შესაძლოა აშშ-ის ძალების მიერ ყოფილიყო განხორციელებული ''- „დემოკრატი“ სენატორების განცხადება
უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის შეხვედრა, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა გამართულიყო, აშშ-ის ინიციატივით გადაიდო
,,ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის''- ტრამპი
,,ირანი „პროვოკაციული ნაბიჯების“ გადადგმას განაგრძობს''- რეჯეფ თაიფ ერდოღანი
,,რუსეთი თავისი საიმედო პარტნიორებისთვის ენერგორესურსების მიწოდებას ზრდის''- პუტინი
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა ვეღარ იქნება ძველი მსოფლიო წესრიგის მცველი
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის მხრიდან თურქეთის, აზერბაიჯანისა და კვიპროსის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის თავდასხმა უარყვეს
ილჰამ ალიევმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა
ვლადიმერ პუტინმა ირანის ახალ უზენაეს ლიდერს მიულოცა და დაადასტურა მოსკოვის მხრიდან თეირანისადმი უცვლელი მხარდაჭერა
ნიკოლ ფაშინიანმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა
აშშ-ს საუდის არაბეთიდან დიპლომატების დიდი ნაწილი გაჰყავს
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის დანიშვნით უკმაყოფილოა
დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრი გამართეს
,,ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერი ჩემი თანხმობის გარეშე "დიდხანს ვერ გაძლებს"-ტრამპი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ „არავინ იცის“, ვინ იქნება მომავალი უზენაესი ლიდერი
,, უკრაინელი ექსპერტები მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთში იქნებიან''- ვოლოდიმირ ზელენსკი