,,დამოუკიდებელი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმა შესაძლოა აშშ-ის ძალების მიერ ყოფილიყო განხორციელებული ''- „დემოკრატი“ სენატორების განცხადება

 

აშშ-ის წამყვანმა სენატორებმა „დემოკრატიული" პარტიიდან მოითხოვეს გამოძიება სამხრეთ ირანში მდებარე გოგონათა სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ. მათი განცხადებით, პენტაგონმა „ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს" მომხდართან დაკავშირებით, რომელმაც, სულ მცირე, 170 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

„ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ უახლესი ცნობებით, რომლებიც ეხება 28 თებერვალს, ქალაქ მინაბთან ახლოს, დაწყებით სკოლაზე განხორციელებულ დარტყმას, რამაც, სულ მცირე, 175 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომელთა უმეტესობაც სკოლის მოსწავლე იყო", - ნათქვამია განცხადებაში.

სენატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „დამოუკიდებელი ანალიზი სარწმუნოდ მიუთითებს იმაზე, რომ დარტყმა შესაძლოა აშშ-ის ძალების მიერ ყოფილიყო განხორციელებული".

„თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება, ეს იქნება სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამხედრო მოქმედებების ბოლო ათწლეულების განმავლობაში. სკოლის მოსწავლეების მკვლელობა შემზარავია და ნებისმიერ ვითარებაში მიუღებელია. ეს ინციდენტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია მდივან ჰეგსეტის ძალის გამოყენებისადმი ღიად ზერელე და უდიერი მიდგომის ფონზე, მათ შორის მისი განცხადების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, აშშ-ის დარტყმები ირანში არ იქნება შეზღუდული, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „სამხედრო მოქმედებების სულელური წესებით". ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ექვემდებარებიან მკაცრ რეგულაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს უმაღლესი პროფესიონალიზმის ხელშეწყობას, ამიტომ ეს ინციდენტი და ნებისმიერი სხვა მსგავსი შემთხვევა სრულყოფილად და მიუკერძოებლად უნდა იყოს შესწავლილი. მდივანმა ჰეგსეტმა უნდა უზრუნველყოს, რომ თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ამ დარტყმის შესახებ დაწყებული გამოძიება იყოს საფუძვლიანი; მათ შორის უნდა დადგინდეს, ხომ არ შეუწყო ხელი კატასტროფას რომელიმე პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ. მან ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს ამერიკულ საზოგადოებასა და კონგრესს იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელი მოაწერეს შემდეგმა „დემოკრატმა" სენატორებმა: ჯინ შაჰინი, ბრაიან შაცი, პეტი მარი, ჯეკ რიდი, მარკ უორნერი და კრის კუნსი.

 

 





მსგავსი სიახლეები
თურქეთში აშშ-ის „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განლაგდა
ჩვენ განვსაზღვრავთ ომის დასასრულს, რეგიონის მომავალი სტატუსი ჩვენი შეიარაღებული ძალების ხელშია, ომს ამერიკული ძალები არ დაასრულებენ -"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი"
ვფიქრობ, ომი თითქმის დასრულებულია, სამხედრო თვალსაზრისით, ირანს არაფერი დარჩა-დონალდ ტრამპი
,,დამოუკიდებელი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმა შესაძლოა აშშ-ის ძალების მიერ ყოფილიყო განხორციელებული ''- „დემოკრატი“ სენატორების განცხადება
უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის შეხვედრა, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა გამართულიყო, აშშ-ის ინიციატივით გადაიდო
,,ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის''- ტრამპი
,,ირანი „პროვოკაციული ნაბიჯების“ გადადგმას განაგრძობს''- რეჯეფ თაიფ ერდოღანი
,,რუსეთი თავისი საიმედო პარტნიორებისთვის ენერგორესურსების მიწოდებას ზრდის''- პუტინი
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა ვეღარ იქნება ძველი მსოფლიო წესრიგის მცველი
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის მხრიდან თურქეთის, აზერბაიჯანისა და კვიპროსის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის თავდასხმა უარყვეს
ილჰამ ალიევმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა
ვლადიმერ პუტინმა ირანის ახალ უზენაეს ლიდერს მიულოცა და დაადასტურა მოსკოვის მხრიდან თეირანისადმი უცვლელი მხარდაჭერა
ნიკოლ ფაშინიანმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა
აშშ-ს საუდის არაბეთიდან დიპლომატების დიდი ნაწილი გაჰყავს
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის დანიშვნით უკმაყოფილოა
დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრი გამართეს
,,ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერი ჩემი თანხმობის გარეშე "დიდხანს ვერ გაძლებს"-ტრამპი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ „არავინ იცის“, ვინ იქნება მომავალი უზენაესი ლიდერი
,, უკრაინელი ექსპერტები მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთში იქნებიან''- ვოლოდიმირ ზელენსკი