ცივილიზაცია არის მხოლოდ დასავლეთში და ყველა დანარჩენი საზოგადოებები არის ანტიცივილიზაციური - ალექსანდრე რაქვიაშვილი

 

ცივილიზაცია არის მხოლოდ დასავლეთში და ყველა დანარჩენი საზოგადოებები არის ანტიცივილიზაციური - ამის შესახებ გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა გადაცემა "დებატებში" განაცხადა.

რაქვიაშვილის განმარტებით, ყველა დიდი იდეაც დასავლეთიდან წამოვიდა, როგორც ცუდი, ასევე კარგიც - ფაშიზმიც, ნაციზმიც და კომუნიზმიც, რადგან იქ ხალხს აქვს თავისუფლება იაზროვნონ, იფიქრონ, პოზიცია გამოხატონ:

"ცივილიზაცია არის მხოლოდ დასავლეთში და ყველა დანარჩენი საზოგადოებები არის ანტიცივილიზაციური. ცივილიზაცია ვერ იქნება ჩინეთში, რუსეთში. ზოგადად, თუ ჩვენ წესიერი ცხოვრება გინდათ, ჩვენ უნდა ვიყოთ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაც იქ ხდება ყოველთვის სწორია. ყველა დიდი იდეაც დასავლეთიდან წამოვიდა, როგორც ცუდი, ასევე კარგიც - ფაშიზმიც, ნაციზმიც, კომუნიზმიც. ყველა ბოროტება იქიდან წამოვიდა, რადგან იქ ხალხს აქვს თავისუფლება იაზროვნონ, იფიქრონ, პოზიცია გამოხატონ და ზოგჯერ ბოროტ იდეებს გამოხატავენ. მერე ეს იდეები ვრცელდება დანარჩენ სამყაროში და ის ნაკლებად განვითარებული საზოგადოებები, იგივე ჩინეთი, რუსეთ ამ ბოროტ იდეებს აიღებენ და იქ ააშენებენ ჯოჯოხეთს. მერე დასავლეთი ამ ბოტო იდეას დაამარცხებს საკუთარ თავში და მიდის წინ. ამიტომ, ჩვენ თუ მართლა გვინდა წესიერი საზოგადოება, სადაც ადამიანს პატივს სცემენ, ადამიანის სიცოცხლეს პატივს სცემენ დასავლეთს ალტერნატივა არ გააჩნია.

მაგრამ, დასავლეთის ნაწილი რომ გავხდეთ, არ არის საკმარისი, რომ ჩვენ აქ სადღეგრძელოები ვილაპარაკოთ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და გვინდა ევროპა. ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპელები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით.

ამიტომ, ჩვენ თუ მართლა გვინდა იმ ოჯახის წევრი გავხდეთ, არ შეიძლება ჩვენ გვყავდეს ერთპიროვნული მმართველობა. ერთპიროვნული მმართველობა არ არის დასავლური ცხოვრების წესი, არც არაფორმალური მმართველობაა დასავლური ცხოვრების წესი, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა არ არის დასავლეთის ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ბოლო დროს ხშირად ზღუდავენ. სწორედ ამიტომ აკრიტიკებს ახალი ადმინისტრაცია ევროპას, რომ ეს ძირითადი დასავლური ღირებულება იზღუდება ევროპაში", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ცივილიზაცია არის მხოლოდ დასავლეთში და ყველა დანარჩენი საზოგადოებები არის ანტიცივილიზაციური - ალექსანდრე რაქვიაშვილი
საქართველოს არა რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანება, არამედ გეოეკონომიკა, უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა გადაარჩენს გლობალური გამოწვევებისაგან - დავით ქართველიშვილი
როდესაც საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება - მაკა ბოჭორიშვილი
თუკი მოხერხდა აღმოსავლური ძალების თავმოყრა სატრანზიტო წერტილში - საქართველოში, მაშინ ევროპის და ამერიკის ინტერესი ჩვენდამი გაიზრდება - რამაზ საყვარელიძე
ბორის ჩელე ყურუა: ასე უცებ, მოკლე ვადაში, ცვლილებების მოხდენის საშუალება ოპოზიციის მხარეს არ არის
ოპოზიციის ალიანსი დღეს არის ყველაზე ქმედითი ოპოზიციური ერთობა და პარტიების აკრძალვაზე განცხადება ნამდვილად ასახავს რეჟიმის შიშს -თინა ბოკუჩავა
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა, აქედან ჩანს, რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგედიაა -ირაკლი კობახიძე
ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა -ირაკლი კობახიძე
ვაშინგტონში გამართული შეხვედრებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, შეგვიძლია, გვქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი -ნიკოლოზ სამხარაძე
სამწუხაროა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის 30-წლიანი პარტნიორობა პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში დაანგრია, ისღა დაგვრჩენია, ივნისს დაველოდოთ, როცა საქართველოდან წავა -შალვა პაპუაშვილი
საქართველომ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, მოვიგეთ ოლიმპიური მედლები ზამთრის სპორტის სახეობებში, ეს აჩვენებს, რომ ჩვენი სპორტი მუდმივად ვითარდება -ირაკლი კობახიძე
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს
9 მარტიდან 9 აპრილამდე დიდი დრო გავიდა და ქართველმა ხალხმა საკუთარი ოცნების ახდენა მხოლოდ ეროვნული კონსოლიდაციის შედეგად შეძლო, არა ერთი ადამიანის სახელის დასაცავად, არამედ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად -თამარ ჩიბურდანიძე
ქართველი ნებისმიერ პირობებში, ნებისმიერი იმპერიისა თუ უცხო ძალის ზეგავლენის მდგომარეობაში, იდენტობას არ ივიწყებს, ჩვენი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ არასოდეს შეწყდება -შალვა პაპუაშვილი
“იმედის” და “პოსტივის” დასანქცირება ეს არის არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების უხეში ხელყოფა, არამედ, ძალიან არაგონივრული ნაბიჯიც ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ჰქონდა ვიწრო პოლიტიკური მიზანი, სიცრუი გავრცელებისთვის'' -პრემიერი
,,ლომჯარია არ არის ერთადერთი, ვინც ამ საქმიანობაშია ჩართული'',- ვოლსკი
ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ
ლევან მაჭავარიანი: დიდი იმედი მაქვს, რომ სუს-ი ბოლომდე მიიყვანს ყველაფერს და ამ უსამშობლოებს პასუხს აგებინებს"
,,თუკი ვინმეს აქვს მსგავსი ინფორმაცია, პირველ რიგში თავისი ფეხით უნდა მისულიყო უშიშროების სამსახურში და განეცხადებინა''- სოზარ სუბარი
,,აშკარაა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენა საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან შორს წავიდა - ეს საჭიროებს რეაგირებას''- გიორგი კანდელაკი