დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის ინსტიტუტი უფროს კლასელებსა და სტუდენტებს დიზაინის საფუძვლების ინტენსიურ, გრძელვადიან პროგრამას სთავაზობს.

პროგრამა განკუთვნილია იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც დიზაინი აინტერესებთ, თუმცა ჯერ არ აქვთ პროფესიული გამოცდილება და საკუთარი მიმართულების ძიებაში არიან.

30-ზე მეტი ლექტორისა და დიზაინის, შემოქმედებითი და ბიზნეს სფეროს პროფესიონალის ჩართულობით, 200-საათიანი კურსის განმავლობაში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ:

 

  • სრულყოფილად გაეცნონ ინდუსტრიაში არსებულ პროფესიებს
  • შეისწავლონ დიზაინის აკადემიური საფუძველი
  • განივითარონ ტექნიკური უნარები
  • დარგის საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად იმუშაონ რეალურ პროექტებზე
  • გაიზიარონ ცოდნა და მიიღონ რჩევები ბიზნესისა და სოციალური სექტორის წარმომადგენლებისგან
  • განივითარონიდეების ვიზუალიზაციისა და პრობლემის დიზაინის გზით გადაწყვეტის უნარები

 

კურსზე მიღებული გამოცდილებების საფუძველზე, სტუდენტები უკეთ გააზრებული პროფესიული არჩევანის გაკეთებასა და პორტფოლიოს შექმნას შეძლებენ. არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა. პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელი 24 მარტამდე, ბმულზე:  https://shorturl.at/qtB9Z

თიბისი ქმნის და მხარს უჭერს განათლების პროგრამებს, რომლებიც ახალი თაობისთვის ცოდნას შესაძლებლობად, ხოლო შესაძლებლობას კი რეალურ წინსვლად აქცევს. დიზაინის ინსტიტუტის და თიბისის ერთობლივი ინიციატივები ახალ თაობას აძლევს სივრცეს საკუთარი ინტერესების აღმოსაჩენად, უნარების გასავითარებლად და იმ გზის გამოსავლენად, რომელიც მათ მომავალ პროფესიულ არჩევანს განსაზღვრავს.

 

(R)





მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
გამოცხადდა 2026 წლის ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი
Გამოცხადდა 2026 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
10 მარტის ამინდის პროგნოზი
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
სარწყავი წყლის მომხმარებლები სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ
კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული მამუკა კეკელიას ხსოვნას პატივი მიაგო
კობა კობალაძემ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან დავით კუბლაშვილთან შეხვედრა გამართა
უენერგიობა, შფოთვა, ძილის პრობლემები, კუნთების სპაზმი და გაღიზიანებადობა - რა სიგნალებს გვიგზავნის ორგანიზმი?
ეკლესია 9 მარტს წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის პირველად და მეორედ პოვნას აღნიშნავს - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
9 მარტის ამინდის პროგნოზი
2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 მკვლელობის მცდელობის ფაქტი - სახალხო დამცველი
,,კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ვეტერანთა ღირსეულ, უკვე თქვენ საკუთარ ოჯახში,''- კობა კობალაძემ ჟურნალისტ ქალბატონებს, 8 მარტი ომის მონაწილის სტატუსის მინიჭებით მიულოცა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიას დაბადების დღეა
მასკატიდან დამატებითი რეისი შესრულდა
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საავიაციო სექტორში ჩართული ქალი ავიასპეციალისტების რაოდენობა საქართველოში 49%-ით გაიზარდა
დააკავეს არასრულწლოვნები, რომლებმაც თბილისში სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები გაქურდეს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება