მივესალმები საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას -დევიდ ო’სალივანი

ყულევის პორტის ჩართვა თავდაპირველად განიხილებოდა სანქციების მე-20 პაკეტში, ეს საწყისი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები აიღეს, – ამის შესახებ ნათქვამია სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის წერილში, რომლითაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს აცნობა, რომ ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო.

სალივანის თქმით, მიესალმება საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას.

„ჩვენ ვაწესებთ ტრანზაქციების აკრძალვას იმ აქტორებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ ამ საქმიანობას, მათ შორის რუსეთსა და მესამე ქვეყნებში მდებარე ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ამ აქტივობებს ემსახურება და შესაძლოა, სანქციების ეფექტიანობას საფრთხე შეუქმნას მათი გვერდის ავლით. ამ კონტექსტში, საქართველოში მდებარე ყულევის პორტის ჩართვა თავდაპირველად განიხილებოდა სანქციების მე-20 პაკეტში, რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი როლისა და პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების შესვლის გამო. ეს საწყისი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები აიღეს. მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებულ გემებს პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას.

ვალდებულება აგრეთვე აიღო SOCAR-მა, რომ იმოქმედებს ევროკავშირის შესაბამისი სანქციების მკაცრი დაცვით, მათ შორის ფასის ზედა ზღვრის გათვალისწინებით და რუსულ ნედლ ნავთობზე და მისგან წარმოებულ ნავთობპროდუქტებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული იმპორტის აკრძალვის დაცვით. ამ ვალდებულებებმა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია ჩვენი შეფასების პროცესში და საბოლოოდ გამოიწვია ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტში არშეტანა.

აღვნიშნე, რომ თქვენი ხელისუფლება უკვე დაუკავშირდა კომისიას ტანკერ M/T TRUVOR-ის (IMO 9676230) საქმესთან დაკავშირებით კონსულტაციის მოთხოვნით და ვაფასებ, რომ თქვენ ამ გემს საქართველოს პორტში შესვლის უფლება არ მიეცით. იმედი მაქვს, რომ ოპერატიულ დონეზე კომუნიკაცია გაგრძელდება და ნაყოფიერ თანამშრომლობამდე მიგვიყვანს. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ჩრდილოვანი ფლოტის გადაადგილებას და ამას მომავალშიც გააგრძელებს. რაც შეეხება სავაჭრო შეზღუდვებს, ევროკავშირში მაღალი პრიორიტეტის მქონე საქონლის (Common High Priority – CHP) და ეკონომიკურად კრიტიკული საქონლის (Economically Critical Goods – ECG) რეექსპორტის მონიტორინგი და შეზღუდვა კავშირის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ეს საქონელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის სამხედრო ან სამრეწველო კომპლექსისთვის და მათი გადამისამართების თავიდან აცილება ჩვენი ზომების ეფექტიანობისთვის აუცილებელია. ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას ამ მიმართულებით და გთხოვთ, გააგრძელოთ იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს ტერიტორია არ იყოს გამოყენებული ასეთი მგრძნობიარე საქონლის რუსეთში ტრანზიტისთვის ან რეექსპორტისთვის“, – აცხადებს სალივანი.

ამასთან, როგორც სალივანი აღნიშნავს, საქართველოს ვალდებულება, რომ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლა საქართველოს ტერიტორიის გავლით არ მოხდება, მომავალშიც ყურადღებით იქნება მონიტორინგის ქვეშ.

 

„ევროკავშირს აქვს ინსტრუმენტები, რათა სანქციების სიაში შეიყვანოს მესამე ქვეყნების ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტები, რომლებიც იყენებენ რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის მიზნით შექმნილ სპეციალიზებულ ფინანსურ სისტემებს, როგორებიცაა ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა (SPFS), სწრაფი გადახდების სისტემა (SBP) და რუსეთის ეროვნული საგადახდო ბარათების სისტემა (MiR) ან უფრო ზოგადად ახორციელებენ ტრანზაქციებს, რომლებიც აფერხებს ჩვენი სანქციების მოქმედებას ან მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო ძალისხმევას. ამ წერილით ასევე მსურს, გაგაფრთხილოთ, რომ ასეთი ფინანსური ინსტიტუტების იდენტიფიცირების შემთხვევაში მათ, შეიძლება, ევროკავშირში ტრანზაქციების აკრძალვა დაეკისროთ. თქვენი ვალდებულება, რომ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლა საქართველოს ტერიტორიის გავლით არ მოხდება, მომავალშიც ყურადღებით იქნება მონიტორინგის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, შესაბამისი ზომები მივიღოთ, რათა ჩვენი სანქციები არ დასუსტდეს“, – აღნიშნულია წერილში.





მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველო რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა
საქართველომ არაერთხელ დაადასტურა ურყევი ერთგულება, თავიდან აიცილოს უკრაინისადმი რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა -მაკა ბოჭორიშვილი
"ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან შეთანხმების წესები-"ნაციონალური მოძრაობა"
მივესალმები საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას -დევიდ ო’სალივანი
ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო
ოპოზიციური ალიანსის გაერთიანებას მივესალმები, აუცილებლად დაეცემა დიქტატურა, მაგრამ ამისთვის საჭიროა თავგანწირვა, თუნდაც მარტო საერთაშორისო რეაქციებით, საკითხი არ გადაწყდება -სააკაშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა
როგორც ჩანს, პეტერ ფიშერის შემთხვევაში დასაშვებია ჯერ სიცრუით მანიპულაცია, შემდეგ სიმართლის არშემჩნევა, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი კი დაირღვა, მაგრამ პატიოსნებამ რა დააშავა? -შალვა პაპუაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა
ირაკლი კობახიძემ მოჯტაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა
ცივილიზაცია არის მხოლოდ დასავლეთში და ყველა დანარჩენი საზოგადოებები არის ანტიცივილიზაციური - ალექსანდრე რაქვიაშვილი
საქართველოს არა რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანება, არამედ გეოეკონომიკა, უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა გადაარჩენს გლობალური გამოწვევებისაგან - დავით ქართველიშვილი
როდესაც საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება - მაკა ბოჭორიშვილი
თუკი მოხერხდა აღმოსავლური ძალების თავმოყრა სატრანზიტო წერტილში - საქართველოში, მაშინ ევროპის და ამერიკის ინტერესი ჩვენდამი გაიზრდება - რამაზ საყვარელიძე
ბორის ჩელე ყურუა: ასე უცებ, მოკლე ვადაში, ცვლილებების მოხდენის საშუალება ოპოზიციის მხარეს არ არის
ოპოზიციის ალიანსი დღეს არის ყველაზე ქმედითი ოპოზიციური ერთობა და პარტიების აკრძალვაზე განცხადება ნამდვილად ასახავს რეჟიმის შიშს -თინა ბოკუჩავა
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა, აქედან ჩანს, რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგედიაა -ირაკლი კობახიძე
ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა -ირაკლი კობახიძე
ვაშინგტონში გამართული შეხვედრებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, შეგვიძლია, გვქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი -ნიკოლოზ სამხარაძე