კობა კობალაძეს და ედუარდ ჯიშკარიანს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ უმასპინძლა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს,გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს და ა(ა) იპ "ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის"დირექტორს,ედუარდ ჯიშკარიანს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ უმასპინძლა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ - ა(ა)იპ-ის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის"დირექტორის პირველი მოადგილე, კობა ლაჭყებიანი, მოადგილე, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა, „საქართველოს გენერალთა კლუბის" აღმასრულებელი დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე და გენერალ-მაიორი თენგიზ შუბლაძე.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ინიციატივა სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულების მიზნით, ყველა რეგიონში 150 კაციანი სამოქალაქო რაზმების ჩამოყალიბებისა და მომზადების შესახებ. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, კომპეტენციის ფარგლებში ინიციატივის მხარდასაჭერად გამოთქვა მზაობა და მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრის დასასრულს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
მსგავსი სიახლეები
კობა კობალაძეს და ედუარდ ჯიშკარიანს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ უმასპინძლა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
გამოცხადდა 2026 წლის ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი
Გამოცხადდა 2026 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
10 მარტის ამინდის პროგნოზი
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
სარწყავი წყლის მომხმარებლები სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ
კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული მამუკა კეკელიას ხსოვნას პატივი მიაგო
კობა კობალაძემ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან დავით კუბლაშვილთან შეხვედრა გამართა
უენერგიობა, შფოთვა, ძილის პრობლემები, კუნთების სპაზმი და გაღიზიანებადობა - რა სიგნალებს გვიგზავნის ორგანიზმი?
ეკლესია 9 მარტს წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის პირველად და მეორედ პოვნას აღნიშნავს - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
9 მარტის ამინდის პროგნოზი
2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 მკვლელობის მცდელობის ფაქტი - სახალხო დამცველი
,,კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ვეტერანთა ღირსეულ, უკვე თქვენ საკუთარ ოჯახში,''- კობა კობალაძემ ჟურნალისტ ქალბატონებს, 8 მარტი ომის მონაწილის სტატუსის მინიჭებით მიულოცა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიას დაბადების დღეა
მასკატიდან დამატებითი რეისი შესრულდა
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საავიაციო სექტორში ჩართული ქალი ავიასპეციალისტების რაოდენობა საქართველოში 49%-ით გაიზარდა
დააკავეს არასრულწლოვნები, რომლებმაც თბილისში სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები გაქურდეს