ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ამ ომში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გამარჯვებულია - რუსეთი", - განაცხადა კოშტამ ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების წინაშე გამოსვლისას.

„ენერგორესურსებზე ფასების ზრდასთან ერთად, ის [რუსეთი] უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად ახალ რესურსებს იძენს. ის სარგებლობს იმ სამხედრო შესაძლებლობების სხვა მიმართულებით გადამისამართებით, რომლებიც სხვა შემთხვევაში შესაძლოა უკრაინის დასახმარებლად ყოფილიყო გაგზავნილი. ასევე, ის სარგებელს იღებს უკრაინის ფრონტისადმი ყურადღების შემცირებით, რადგან ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ყურადღების ცენტრში ექცევა", - აღნიშნა ანტონიუ კოშტამ.

კოშტამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა დაიცვას საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რომელიც, მისი თქმით, ახლა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გამოწვევის წინაშე დგას. მან ასევე მოუწოდა ახლო აღმოსავლეთის ყველა მხარეს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.

„თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მიღწევა ბომბების საშუალებით შეუძლებელია. მათ მხოლოდ საერთაშორისო სამართალი იცავს. ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან შემდგომი ესკალაცია. ასეთი გზა საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთს, ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ რეგიონებს", - დასძინა მან.

 

 





მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია
მაკა ბოჭორიშვილი - არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გაამართლებდა ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყულევის ყოფნას
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების ვიზიტი ჩვენი ვიზიტისგან უნდა გამიჯნოთ, ეს დამთხვევაა
ნიკოლოზ სამხარაძე - ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
,,პიტერ ფიშრს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს. როგორც ელჩი, ის უნდა გადადგეს''- ტომაშ ფროელიხი
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: ეს იყო გულახდილი და ნაყოფიერი ვიზიტი
შეერთებულმა შტატებმა საქართველოში არსებული ვითარება სწორად შეაფასა - ალექსანდრე დარახველიძე
პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველო რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა
საქართველომ არაერთხელ დაადასტურა ურყევი ერთგულება, თავიდან აიცილოს უკრაინისადმი რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა -მაკა ბოჭორიშვილი
"ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან შეთანხმების წესები-"ნაციონალური მოძრაობა"
მივესალმები საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას -დევიდ ო’სალივანი
ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო
ოპოზიციური ალიანსის გაერთიანებას მივესალმები, აუცილებლად დაეცემა დიქტატურა, მაგრამ ამისთვის საჭიროა თავგანწირვა, თუნდაც მარტო საერთაშორისო რეაქციებით, საკითხი არ გადაწყდება -სააკაშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა
როგორც ჩანს, პეტერ ფიშერის შემთხვევაში დასაშვებია ჯერ სიცრუით მანიპულაცია, შემდეგ სიმართლის არშემჩნევა, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი კი დაირღვა, მაგრამ პატიოსნებამ რა დააშავა? -შალვა პაპუაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა
ირაკლი კობახიძემ მოჯტაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა