მეტროსადგური "ვარკეთილი" 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება
მეტროსადგურ „ვარკეთილში" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, რის შედეგადაც სადგური 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, 16 მარტიდან გაუქმდება მეტროსადგურის შეზღუდული გრაფიკის გამო დროებით დანიშნული ავტობუსი N174, რომელსაც მგზავრები „ვარკეთილიდან" მეტროსადგურ „სამგორამდე" გადაჰყავდა და პირიქით.
მეტროსადგურ „ვარკეთილის" ქვედა ბაქანზე განხორციელდა რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, გაიწმინდა და დამუშავდა ჭერის კოროზირებული და დაზიანებული ზედაპირები; განხორციელდა თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების სპეციალური ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა; დამატებით, მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციის მიზნით, შესრულდა რკინაბეტონის თაღის ტემპერატურული ღარებისა და ნაკერების, ასევე, დახრილი საესკალატორო გვირაბის თუჯის სამაგრების გაწმენდა და ჰერმეტიზაცია.
ამასთანავე, დასრულდა ქვედა ბაქნისა და დახრილი საესკალატორო გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ამჟამად მზადდება ზედა ვესტიბიულის დაზიანებული კონსტრუქციების (მზიდი რკინაბეტონის რიგელების) რეაბილიტაციის პროექტი, რის შემდეგაც უშუალოდ სარეაბილიტაციო/გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი.
მსგავსი სიახლეები
ზაჰესში, დაახლოებით 2 500 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
მეტროსადგური "ვარკეთილი" 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება
გამოცხადდა 2026 წლის საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2026 წლის საგრანტო კონკურსი
გამოცხადდა 2026 წლის საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
გამოცხადდა 2026 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი - „ლეონარდო და ვინჩი"
11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
11 მარტის ამინდის პროგნოზი
კობა კობალაძეს და ედუარდ ჯიშკარიანს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ უმასპინძლა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
გამოცხადდა 2026 წლის ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი
Გამოცხადდა 2026 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
10 მარტის ამინდის პროგნოზი
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
სარწყავი წყლის მომხმარებლები სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ
კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული მამუკა კეკელიას ხსოვნას პატივი მიაგო
კობა კობალაძემ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან დავით კუბლაშვილთან შეხვედრა გამართა
უენერგიობა, შფოთვა, ძილის პრობლემები, კუნთების სპაზმი და გაღიზიანებადობა - რა სიგნალებს გვიგზავნის ორგანიზმი?
ეკლესია 9 მარტს წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის პირველად და მეორედ პოვნას აღნიშნავს - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი