ოპოზიციად წოდებული შეთქმულთა გუნდი არსებობს, რომელიც ქვეყანას პირდაპირ უტევს, მათთვის დიალოგი სასურველი არ არის -გია ვოლსკი

ოპოზიციასაც გააჩნია, ოპოზიციად წოდებული შეთქმულთა გუნდი არსებობს, რომელიც ქვეყანას პირდაპირ უტევს. ნებისმიერ შემთხვევაში, მათთვის დიალოგი სასურველი არ არის, -ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში სიტუაცია ძალიან რთულია.

„ჰიპოტეტურად რომ გითხრათ, იმ ადამიანს ვერ დაელაპარაკები, რომელსაც   ცეცხლსასროლი იარაღი აქვს  დამიზნებული და როგორც კი, მიუახლოვდები, ეს იარაღი გაისვრის. ამ შემთხვევაში, სიტუაცია ძალიან რთულია. დიალოგის საშუალება იქნებოდა, რომ არა ის საბოტაჟი, რომელიც მათ საკუთარ ქვეყანას გამოუცხადეს და პარლამენტში არ შემოვიდნენ. ამას უფრო ის გარემოება ამძიმებს, რომ საბოტაჟი განახორციელეს არა იმიტომ, რომ რაღაც საკითხების მიმართ აქვთ პრინციპული პოზიცია, არამედ იმ მიზნით, რომ რევოლუცია მოეხდინათ. საკითხებზე მსჯელობა შეიძლება პარლამენტშიც, პარლამენტის გარეთაც. მწვავე დაპირისპირებებიც შეიძლება, მაგრამ ბოლო წლებმა გვანახეს, რომ ერთადერთი მიზანი და ამოცანა საქართველოში ცეცხლის დანთებაა, რომელიც ქვეყანას ნგრევის გზას გაუყენებს.

 

რა დიალოგზე შეიძლება იყოს ლაპარაკი მაშინ, როცა ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ესენი დამნაშავეები არიან. კონკრეტული ადამიანები არიან დამნაშავეები. ისინიც, რომელთაც ადამიანები ფიზიკურად აწამეს და ფიზიკურად მოკლეს, რუსეთს ხელში საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი განზრახ ჩაუგდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არგუმენტები გვაქვს. რასაკვირველია, დიალოგი ვერ შედგება. ეს ადამიანები გამოდიან და ფიზიკურ განადგურებას გიქადიან. გეუბნებიან, რომ ტყვია უნდა გესროლონ თავში, 84 დეპუტატს ტყვია უნდა მოხვდეს. ეს ერთი ადამიანის განცხადება არ არის. რაღა დიალოგზეა საუბარი? – თქვეს, რომ ჩვენ და ჩვენს ლიდერს ბენზინი რომ გადაგვასხან და დაგვწვან, ეს მათთვის  სასიხარულო ფაქტი და მოვლენა იქნება. ვის უნდა ელაპარაკო? – ასეთ ადამიანებთან დიალოგი შეუძლებელია, რაც არ უნდა დიდი სურვილი გქონდეს. პროცესებზე ზებუნებრივი ძალა თუ სხვა რაღაცა  იქონიებს გავლენას. იმედია,  საზოგადოებაში ისეთი ძალები და გაერთიანებები წარმოიშობიან, რომლებსაც თუნდაც მწვავე, მაგრამ კონსტრუქციული ოპონირების კულტურა ექნებათ“, – განაცხდა ვოლსკიმ.





მსგავსი სიახლეები
Daily Mail: FBI-ის ცნობით, ირანი კალიფორნიაზე დრონებით თავდასხმას გეგმავს
ოპოზიციად წოდებული შეთქმულთა გუნდი არსებობს, რომელიც ქვეყანას პირდაპირ უტევს, მათთვის დიალოგი სასურველი არ არის -გია ვოლსკი
პრემიერ-მინისტრი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
დღეს ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება ირანის ტერიტორიაზე, ოპერაციის მიზნები იგივე რჩება -პიტ ჰეგსეტი
10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა - მედია
,,სანამ ლომჯარია სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი''- სუბარი
უცნაურია, რომ კალასი და კოსი საქართველოსთვის იცლიან, როგორ ბედავენ ან რატომ ფიქრობენ, რომ მათ სიტყვას ფასი ექნება იმ ყველაფრის მერე, რა მდგომარეობაშიც უკრაინა ჩააგდეს? -ლევან მაჭავარიანი
7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა
"ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად-სახელმწიფო დეპარტამენტი
ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა -ირაკლი კობახიძე
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე საჰაერო შეტევის ახალ კადრებს ავრცელებს
,, ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ს სათავეში „სულელი და არაკომპეტენტური“ ლიდერი ედგა''- თეთრი სახლის სპიკერი
აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული -ისრაელ კაცი
4 მარტის ამინდის პროგნოზი
,,პრემიერის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართება - მაკა ბოჭორიშვილი
,,თეირანში, მეჰრაბადის აეროპორტზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა''- ირანული მედია
ირაკლი კირცხალია-“ნაცების ნარჩენების ერთობა" - ასე შეგვიძლია დავასათაუროთ დღევანდელი კლოუნადა
,,ალიანსი მჭიდროდ აკვირდება ირანსა და მის მიმდებარე რეგიონში განვითარებულ მოვლენებს''- ნატო-ს სამხედრო შტაბის წარმომადგენელი
დღეიდან "შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში" ცვლილებები ამოქმედდა