გია ვოლსკი - საქართველომ ვალდებულება აიღო იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არც რუსეთის, არც ირანის და არც დასანქცირებული კომპანიის დასახმარებლად
საქართველომ ვალდებულება აიღო და ასრულებს კიდეც იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არც რუსეთის, არც ირანის და არც დასანქცირებული კომპანიის დასახმარებლად, რათა თავი სანქციებს აარიდოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, დიდი ხანია, ქვეყანამ ეს ვალდებულებები აიღო.
„დღის წესრიგში ყულევის დასანქცირების თემა პოლიტიკური გარემოებებიდან გამომდინარე იდგა, რადგან კარგად იციან, რომ აქ არანაირ რეალობას არ წარმოადგენს ის, რომ ქვეყანაში დასანქცირებული გემი შემოდის და რაღაც მანიპულაციები ტარდება. გონებაჩლუნგი ან გულუბრყვილო უნდა იყო, რომ გეგონოს, რაღაც ფარულად და ჩუმად ხდებოდეს ისე, რომ ამას საერთაშორისო მონიტორინგი ვერ ამჩნევდეს. ეს გამორიცხულია, ამას ვინც არ უნდა ეცადოს.
პრობლემა ისაა, რომ საქართველოს მიმართ სანქციების დაწესებისთვის ის ადამიანები იბრძვიან, ვისაც ჩვენ უსამშობლოებს ვუწოდებთ. მათი მიზანია, როგორმე, დასავლეთმა სანქციები დაგვიწესოს. სხვების მიზანია, იქნებ, ირანმა საქართველოში ბომბები ჩამოაგდოს. კიდევ სხვები იბრძვიან, იქნებ, საქართველო იმ საომარ მოქმედებებში ჩაერთოს, რომელიც უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარეობს. ეს ჯგუფები გაერთიანებული არიან, რომ იქნებ, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს. ამას ბრიუსელიდანაც მხარს უჭერენ. ყულევის საკითხი შესანიშნავი მაგალითია, გავითვალისწინოთ, როგორი მტრები ჰყავს საქართველოს და ვინ არიან ეს მტრები ქვეყნის შიგნით და მის გარეთ", - განაცხადა ვოლსკიმ.
მსგავსი სიახლეები
,,ფასებთან დაკავშირებით, სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, კარგი კორექცია მივიღოთ ბაზარზე''- შოთა ბერეკაშვილი
გია ვოლსკი - საქართველომ ვალდებულება აიღო იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არც რუსეთის, არც ირანის და არც დასანქცირებული კომპანიის დასახმარებლად
ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს, საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა -ნიკოლ ფაშინიანი
საქართველოში რუსეთმა მარტა კოსის დახმარებით შეიძლება, გაიმარჯვოს, რადგან ის დაპირისპირება, რაც თბილისსა და ბრიუსელს შორის წარმოიქმნება, სწორედ მარტა კოსის და მისი გუნდის დამსახურებაა -გია ვოლსკი
"ნაცმოძრაობას" არაფერი ქართული არ უყვარს, საქართველოს სიკეთე აღიზიანებს, მათ სწყინთ, როცა უცხოელი პარტნიორი სანქციებს ხსნის, რადგან პრობლემები არ არსებობს-გურამ მაჭარაშვილი
ფხიზელ გონებაზე მყოფი ადამიანი ვერ იტყვის, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს -ნიკოლოზ სამხარაძე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ყირგიზეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
"სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების მეშვეობით და არა ძალადობით, რაც მათი დამხობისკენაა მიმართული"- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია
მაკა ბოჭორიშვილი - არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გაამართლებდა ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყულევის ყოფნას
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების ვიზიტი ჩვენი ვიზიტისგან უნდა გამიჯნოთ, ეს დამთხვევაა
ნიკოლოზ სამხარაძე - ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
,,პიტერ ფიშრს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს. როგორც ელჩი, ის უნდა გადადგეს''- ტომაშ ფროელიხი
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: ეს იყო გულახდილი და ნაყოფიერი ვიზიტი
შეერთებულმა შტატებმა საქართველოში არსებული ვითარება სწორად შეაფასა - ალექსანდრე დარახველიძე
პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველო რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა
საქართველომ არაერთხელ დაადასტურა ურყევი ერთგულება, თავიდან აიცილოს უკრაინისადმი რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა -მაკა ბოჭორიშვილი