,,ფასებთან დაკავშირებით, სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, კარგი კორექცია მივიღოთ ბაზარზე''- შოთა ბერეკაშვილი
„ქეშბექი" არის მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს ბაზარს, ფასდაკლებები აკეთოს- განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
მან კომისიის სხდომის შეჯამებისას, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობდა, აღნიშნა, რომ ურთიერთობები უნდა გახდეს უფრო გამჭვირვალე, გასაგები და კონკურენცია უფრო გაჯანსაღდეს.
კომისიის თავმჯდომარე ემხრობა ლოგისტიკური ცენტრების შექმნის იდეას, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ წარმოებას.
„სამწუხაროდ, სხვადასხვა ტიპის ბაზარია და ჩვენი ბაზარი აწყობილია „ჰაილო" მოდელზე, რომელიც არის მაღალი, დაბალი, მოდელი, ნიშნავს, რომ საბაზისო ფასი არის მაღალი, თუმცა ხშირ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს ძალიან დიდი ფასდაკლებები და მომხმარებლის დიდი ნაწილი ამ ფასდაკლებების პროცესში არის ჩართული და 80% ფასდაკლების ფასში ყიდულობს აღნიშნულ პროდუქტებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სისტემურად არის შესაძლებლობა, რომ ინსტიტუციური ჩარჩო შევქმნათ ისეთი, რომ ამ ჯაჭვში, რომელიც იწყება იმპორტიორი მწარმოებლიდან, დისტრიბუტორიდან და საცალო ქსელიდან, ურთიერთობები გავხადოთ უფრო გამჭვირვალე, გასაგები, კონკურენცია კიდევ უფრო გავაჯანსაღოთ და მიგვაჩნია, რომ არის შესაძლებლობები, ძალიან კარგი იდეები იყო, განსაკუთრებით მომეწონა ლოგისტიკური ცენტრების შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს მცირე მაღაზიების მეპატრონეებს, რომ მათ უფრო ეფექტურად მიიღონ პროდუქტი, რაც ლოგისტიკის ჯაჭვში მნიშვნელოვან ხარჯებს ამოაგდებს და ძალიან დაეხმარება ადგილობრივ წარმოებას, რადგან ადგილობრივ მწარმოებელს ზუსტად ეცოდინება, სად შეიძლება ჩააბაროს თავისი პროდუქტი და ქსელებისთვისაც კარგი იქნება.
ასევე, მიმაჩნია, რომ გადახდის ფორმები უაღრესად მნიშვნელოვანია და აღნიშნულის სტანდარტიზაცია მოგვცემს საშუალებას, რომ ბიზნესპროცესები რგოლში ყველასთვის იყოს გასაგები როგორც მწარმოებლისთვის, ასევე დისტრიბუტორისთვის და საცალო ქსელის ოპერატორებისთვის. ეს კარგია იმიტომ, რომ საშუალებას მისცემს თითოეულ რგოლს, როდესაც გასაგებია, როდის ხდება გადახდები, რომ ბიზნესპროცესები სწორად დანერგოს. ნამდვილად მიმაჩნია, რომ არის იმის შესაძლებლობა, რომ გვქონდეს როგორც მოკლევადიანი გეგმა, რომ მოვახდინოთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, იქ კონკურენტული ფასები გვქონდეს და გრძელვადიან პროცესში მიმაჩნია, რომ სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, რომ კარგი კორექცია მივიღოთ გრძელვადიან პერიოდში ბაზარზე"-განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
,,ფასებთან დაკავშირებით, სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, კარგი კორექცია მივიღოთ ბაზარზე''- შოთა ბერეკაშვილი
გია ვოლსკი - საქართველომ ვალდებულება აიღო იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არც რუსეთის, არც ირანის და არც დასანქცირებული კომპანიის დასახმარებლად
ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს, საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა -ნიკოლ ფაშინიანი
საქართველოში რუსეთმა მარტა კოსის დახმარებით შეიძლება, გაიმარჯვოს, რადგან ის დაპირისპირება, რაც თბილისსა და ბრიუსელს შორის წარმოიქმნება, სწორედ მარტა კოსის და მისი გუნდის დამსახურებაა -გია ვოლსკი
"ნაცმოძრაობას" არაფერი ქართული არ უყვარს, საქართველოს სიკეთე აღიზიანებს, მათ სწყინთ, როცა უცხოელი პარტნიორი სანქციებს ხსნის, რადგან პრობლემები არ არსებობს-გურამ მაჭარაშვილი
ფხიზელ გონებაზე მყოფი ადამიანი ვერ იტყვის, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს -ნიკოლოზ სამხარაძე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ყირგიზეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
"სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების მეშვეობით და არა ძალადობით, რაც მათი დამხობისკენაა მიმართული"- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია
მაკა ბოჭორიშვილი - არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გაამართლებდა ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყულევის ყოფნას
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების ვიზიტი ჩვენი ვიზიტისგან უნდა გამიჯნოთ, ეს დამთხვევაა
ნიკოლოზ სამხარაძე - ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
,,პიტერ ფიშრს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს. როგორც ელჩი, ის უნდა გადადგეს''- ტომაშ ფროელიხი
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: ეს იყო გულახდილი და ნაყოფიერი ვიზიტი
შეერთებულმა შტატებმა საქართველოში არსებული ვითარება სწორად შეაფასა - ალექსანდრე დარახველიძე
პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველო რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა
საქართველომ არაერთხელ დაადასტურა ურყევი ერთგულება, თავიდან აიცილოს უკრაინისადმი რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა -მაკა ბოჭორიშვილი