რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთვას ქონებები, მათ შორის ესპანეთის სახლი, მანქანები, ოქროს მონეტა და ოქროს ზოდები

რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთვას ქონებები, მათ შორის ესპანეთის სახლი, მანქანები, ოქროს მონეტა და ოქროს ზოდები. ჩამოერთვას ცოლის Cartier-ის ფირმის ოქროს საათი ღირებულება 81 880 ლარი, - ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი მარშანიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, როდესაც ის ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ბრალდებულ რომეო მიქაუტაძის საქმეზე დასკვნითი სიტყვით წარსდგა.

პროკურორის თქმით, რომეო მიქაუტაძე ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, ხოლო მის დანაშაულებრივ ქმედებას მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს.

"უნდა ჩამოერთვას ესპანეთის სახლი, ღირებულება 1 მილიონზე მეტია. ჩამოერთვას მანქანა Land Rover -ი, ღირებულება 355 000 ლარი, ჩამოერთვას მცხეთის უძრავი ქონება. ჩამოერთვას რომეო მიქაუტაძის ძმის ცოლის სახელზე არსებული ჰესის 15 პროცენტიანი წილი, რომლის ღირებულება 1 მილიონს აღემატება.

ჩამოერთვას მეუღლის სეიფიდან ამოღებული საათი, ღირებულება 162 000 ლარზე მეტი. ჩამოერთვას ცოლის Cartier -ის ფირმის ოქროს საათი ღირებულება 81 880 ლარი. ჩამოერთვას ოქროს მონეტა და ოქროს ზოდები. ჩამოერთვას Lexus-ის ავტომობილი", - განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ, რომლის პასუხადაც რომეო მიქაუტაძემ განაცხადა:

"ტაშს ვერ დაგიკრავთ, ბატონო პროკურორო".

სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ჟურნალისტებთანაც გააკეთა კომენტარი. ირაკლი მარშანიას თქმით, ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო რომეო მიქაუტაძეს ყველა წარდგენილ ბრალდებაში გაამტყუნებს და ქონებებიც ჩამოერთმევა.

"ბრალდების მხარე დაჰპირდა სასამართლოს, რომ წარადგენდა ყველა მტკიცებულებას, დაკითხავდა მოწმეებს და დაადასტურებდა სასამართლოს წინაშე, რომ რომეო მიქაუტაძეს ჩადენილი აქვს დანაშაული, რის გამოც ბრალი აქვს წარდგენილი. სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც პირდაპირ ამხილეს დანაშაულში რომეო მიქაუტაძე, პირდაპირ თქვეს, რომ ლობირებდა კონკრეტულ კომპანიებს, რომ მონაწილეობდა კომპანიათა საქმიანობაში. მოწმეთა კატეგორიაზე რომ გქონდეთ შთაბეჭდილება, მინდა გითხრათ, საიდან მომდინარეობს ეს ჩვენებები - თვითონ ამ კომპანიის მეწილეებმა, დირექტორებმა თქვეს, რომ რომეო მიქაუტაძე მონაწილეობდა კომპანიის საქმიანობაში, ასევე, მათ განაცხადეს, რომ რომეო მიქაუტაძე ეხმარებოდა სხვადასხვა ნებართვების აღებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ მოიპოვა მტკიცებულებები ეკონომიკის სამინისტროდან, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებისგან.

რომეო მიქაუტაძე დღეს შეეცადა თავი ემართლებინა. განაცხადა, რომ დეკლარაციებში არ შეიტანა, დაავიწყდა ნახევარი მილიონის ღირებულების საათების შეტანა და ა.შ. ბრალდების მხარე ითხოვს სასჯელს. ბრალდების მხარემ მოითხოვა, რომ რომეო მიქაუტაძე ცნობილი იქნას დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, უკანონოდ სამეწარმეო საქმიანობის 4 ეპიზოდში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენების 3 ეპიზოდში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. ბრალდება ასევე ითხოვს ჩამოერთვას ოქროს ზოდები, ოქროს საათები, მონეტები, ესპანეთში არსებული უძრავი ქონება და საქართველოში არსებული უძრავი ქონებები. მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს, - განაცხადა ირაკლი მარშანიამ.

ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.

სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი. მათ შორის, 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რის გამოც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. ამას გარდა, შესაძლებელია თანამდებობის დაკავების აკრძალვა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით.

ასევე, წარდგენილი აქვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.

მიქაუტაძეს ბრალი ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით წარედგინა, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობას, და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს მფარველობის გზით. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის, გ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ისჯება ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობით.

 

 





მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
„ილი ჯგუფთან'' ხელშეკრულება შეწყდა - სავარაუდოდ, ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა''- პაატა სალია
რომეო მიქაუტაძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა
შემზარავი დანაშაული კახეთში - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩნდა ხანძარი, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, რამდენიმე პირი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იქნა გადაყვანილი-შსს
ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას -გივი თარგამაძე
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს
რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთვას ქონებები, მათ შორის ესპანეთის სახლი, მანქანები, ოქროს მონეტა და ოქროს ზოდები
ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები, დაკავებულია 51 პირი -შსს
ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი -სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
,, როგორც მოწმე, ისე ვიყავი დაბარებული ''- სუს-ში ვახტანგ კაპანაძის გამოკითხვა დასრულდა
ვახტანგ კაპანაძე სუს-ში დაკითხვაზე მივიდა
შსს აღაიანში მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებს
თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდნენ
სუსი: გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს