შალვა პაპუაშვილი - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, მისი ფასი დღითიდღე იზრდება

 

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, მისი ფასი დღითიდღე იზრდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა" განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს საქართველოს მოსახლეობამ ვიზუალურადაც დაინახა - კონფლიქტისა და ომის დაწყების შემდეგ, როგორ გადმოერთო საჰაერო ნავიგაცია და ფრენები იმ შუა დერეფანზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველო.

 

 

„ეს პროცესი არ არის ახალი. განსაკუთრებით, ეს პროცესი 2022 წლის შემდეგ უფრო ნათელი გახდა და აქედანაც იყო გამოწვეული ჩვენი ფრთხილი პოზიცია. ჩვენი მთავარი ღირებულება არის ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება და ის მთავარი ამოცანები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს - კეთილდღეობის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის ერთადერთი საზომი, რითაც ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვზომავთ. სხვა დანარჩენი საზომები - ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, რომელიმე ბალტიის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ეს არის მეჩვიდმეტეხარისხოვანი იმ მთავარ ამოცანებთან, რაც ჩვენ გვაქვს. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის შენარჩუნება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება, როდესაც უშუალოდ ასეთი კონფლიქტებია.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. მისი ფასი დღითიდღე იზრდება. ეს ჩვენ ვიზუალურადაც დავინახეთ - კონფლიქტისა და ომის დაწყების შემდეგ, როგორ გადმოერთო საჰაერო ნავიგაცია და ფრენები იმ შუა დერეფანზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველო. ასე რომ, ეს არის გააზრებული პოლიტიკა, რომელიც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ევროკავშირს რომ დასცდენოდა სიტყვა, რაც ეუთოს მისიამ თქვა პრეზიდენტის სასახლის შტურმზე, რევოლუციაზე მიშვებული ახალგაზრდები არ იქნებოდნენ - ირაკლი ქადაგიშვილი
,,არ მგონია, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდებოდეს ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ადამიანებისგან რაიმეს შეხსენება''- შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, მისი ფასი დღითიდღე იზრდება
,,ფასებთან დაკავშირებით, სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, კარგი კორექცია მივიღოთ ბაზარზე''- შოთა ბერეკაშვილი
გია ვოლსკი - საქართველომ ვალდებულება აიღო იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არც რუსეთის, არც ირანის და არც დასანქცირებული კომპანიის დასახმარებლად
ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს, საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა -ნიკოლ ფაშინიანი
საქართველოში რუსეთმა მარტა კოსის დახმარებით შეიძლება, გაიმარჯვოს, რადგან ის დაპირისპირება, რაც თბილისსა და ბრიუსელს შორის წარმოიქმნება, სწორედ მარტა კოსის და მისი გუნდის დამსახურებაა -გია ვოლსკი
"ნაცმოძრაობას" არაფერი ქართული არ უყვარს, საქართველოს სიკეთე აღიზიანებს, მათ სწყინთ, როცა უცხოელი პარტნიორი სანქციებს ხსნის, რადგან პრობლემები არ არსებობს-გურამ მაჭარაშვილი
ფხიზელ გონებაზე მყოფი ადამიანი ვერ იტყვის, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს -ნიკოლოზ სამხარაძე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ყირგიზეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
"სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების მეშვეობით და არა ძალადობით, რაც მათი დამხობისკენაა მიმართული"- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია
მაკა ბოჭორიშვილი - არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გაამართლებდა ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყულევის ყოფნას
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების ვიზიტი ჩვენი ვიზიტისგან უნდა გამიჯნოთ, ეს დამთხვევაა
ნიკოლოზ სამხარაძე - ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
,,პიტერ ფიშრს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს. როგორც ელჩი, ის უნდა გადადგეს''- ტომაშ ფროელიხი
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: ეს იყო გულახდილი და ნაყოფიერი ვიზიტი
შეერთებულმა შტატებმა საქართველოში არსებული ვითარება სწორად შეაფასა - ალექსანდრე დარახველიძე