,,არ მგონია, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდებოდეს ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ადამიანებისგან რაიმეს შეხსენება''- შალვა პაპუაშვილი
"უცხოეთიდან დაფინანსებული უცხო ძალების გავლენის გამტარებლები საქართველოს ხელისუფლებას ჭკუას ნუ ასწავლიან, ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ხალხი როგორ ბედავს და ჭკუას ასწავლის ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა" განაცხადა.
პაპუაშვილმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას იმის შესახებ, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები, სამხედრო ექსპერტები და ოპოზიციური აქტორები ამბობენ, რომ ირანის გაზრდილ გავლენაზე, ტერორისტული აქტების დაგეგმვასა და გაზრდილ ტერორისტულ რისკებზე მათი განცხადებები იქიდან გამომდინარეობს, რომ ხელისუფლებას დროულად მიიღოს ქმედითი ნაბიჯები ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად. ხედავთ თუ არა გარკვეულ საფუძვლებს ამ განცხადებების უკან?"
„არ მგონია, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდებოდეს ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ადამიანებისგან რაიმეს შეხსენება. მით უმეტეს, იმ ადამიანებისგან, რომლებმაც 2022 წლის გაზაფხულზე მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, ჩართულიყო უკრაინაში ომში, გაეგზავნა მებრძოლები ხელისუფლების ორგანიზებით. ეს ხალხი ნანახი გვყავს, ზუსტად იგივე სცენარი, რაც 2022 წელს აამოქმედეს საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს დესტაბილიზაციისთვის. იგივე სცენარიც ვნახეთ ახლაც. იგივე სახელები, სახეები, რომლებმაც პირდაპირ სამიზნედ მონიშნეს საქართველო სხვადასხვა ძალებისთვის, რაც მთავარია, ეს თემაც გამოიყენეს იმისთვის, იქნებ რამენაირად შემოეტანათ ქვეყანაში არეულობა, წაეკიდა საქართველო სხვადასხვა ქვეყანასთან, ეიძულებინათ,საქართველო გამოსულიყო განსაკუთრებული პოზიციებით ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, გამოწვევები სულ უფრო და უფრო იმატებს.
„ჩვენი გამოწვევები არსად წასულა. პირიქით, სულ უფრო იმატებს. კონფლიქტები იზრდება, ფართოვდება, რაოდენობრივად მეტი ხდება და საქართველოში შენარჩუნებულია მშვიდობა და სტაბილურობა. იმ ხალხისგან, რომლებიც ყველანაირად ექაჩებოდნენ ამ ქვეყანას სხვადასხვა კონფლიქტში, ნამდვილად არ გვჭირდება არანაირი მითითებები. ასეთი ომები და კონფლიქტები როდესაც არის რეგიონში, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს. სწორედ ამიტომაც აირჩია ხალხმა ის ხელისუფლება, რომელიც დღეს არის ქვეყნის მართვაში, რომელსაც აქვს ამ საფრთხეების მართვის უნარი.
ესენი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, 2022 კი არა, ახლაც ჩაგვრთავდნენ სხვადასხვა სახის კონფლიქტში. უცხოეთიდან დაფინანსებული უცხო ძალების გავლენის გამტარებლები საქართველოს ხელისუფლებას ჭკუას ნუ ასწავლიან. ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ხალხი როგორ ბედავენ და ჭკუას ასწავლიან ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირს რომ დასცდენოდა სიტყვა, რაც ეუთოს მისიამ თქვა პრეზიდენტის სასახლის შტურმზე, რევოლუციაზე მიშვებული ახალგაზრდები არ იქნებოდნენ - ირაკლი ქადაგიშვილი
,,არ მგონია, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდებოდეს ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ადამიანებისგან რაიმეს შეხსენება''- შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, მისი ფასი დღითიდღე იზრდება
,,ფასებთან დაკავშირებით, სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, კარგი კორექცია მივიღოთ ბაზარზე''- შოთა ბერეკაშვილი
გია ვოლსკი - საქართველომ ვალდებულება აიღო იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არც რუსეთის, არც ირანის და არც დასანქცირებული კომპანიის დასახმარებლად
ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს, საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა -ნიკოლ ფაშინიანი
საქართველოში რუსეთმა მარტა კოსის დახმარებით შეიძლება, გაიმარჯვოს, რადგან ის დაპირისპირება, რაც თბილისსა და ბრიუსელს შორის წარმოიქმნება, სწორედ მარტა კოსის და მისი გუნდის დამსახურებაა -გია ვოლსკი
"ნაცმოძრაობას" არაფერი ქართული არ უყვარს, საქართველოს სიკეთე აღიზიანებს, მათ სწყინთ, როცა უცხოელი პარტნიორი სანქციებს ხსნის, რადგან პრობლემები არ არსებობს-გურამ მაჭარაშვილი
ფხიზელ გონებაზე მყოფი ადამიანი ვერ იტყვის, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს -ნიკოლოზ სამხარაძე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ყირგიზეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
"სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების მეშვეობით და არა ძალადობით, რაც მათი დამხობისკენაა მიმართული"- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია
მაკა ბოჭორიშვილი - არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გაამართლებდა ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყულევის ყოფნას
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების ვიზიტი ჩვენი ვიზიტისგან უნდა გამიჯნოთ, ეს დამთხვევაა
ნიკოლოზ სამხარაძე - ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
,,პიტერ ფიშრს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს. როგორც ელჩი, ის უნდა გადადგეს''- ტომაშ ფროელიხი
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: ეს იყო გულახდილი და ნაყოფიერი ვიზიტი
შეერთებულმა შტატებმა საქართველოში არსებული ვითარება სწორად შეაფასა - ალექსანდრე დარახველიძე