მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს.

კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე, მათ შორის - ინდოეთის, თურქეთის, უზბეკეთის, კენიის, პაკისტანის, ჩინეთის, ბელორუსის და ყაზახეთის მოქალაქეები.

შსს-ს ცნობით, ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

 





მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
„ილი ჯგუფთან'' ხელშეკრულება შეწყდა - სავარაუდოდ, ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა''- პაატა სალია
რომეო მიქაუტაძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა
შემზარავი დანაშაული კახეთში - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩნდა ხანძარი, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, რამდენიმე პირი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იქნა გადაყვანილი-შსს
ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას -გივი თარგამაძე
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს
რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთვას ქონებები, მათ შორის ესპანეთის სახლი, მანქანები, ოქროს მონეტა და ოქროს ზოდები
ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები, დაკავებულია 51 პირი -შსს
ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი -სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
,, როგორც მოწმე, ისე ვიყავი დაბარებული ''- სუს-ში ვახტანგ კაპანაძის გამოკითხვა დასრულდა
ვახტანგ კაპანაძე სუს-ში დაკითხვაზე მივიდა
შსს აღაიანში მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებს
თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდნენ
სუსი: გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს