ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას -გივი თარგამაძე

ვიპოვე ჩემი თავი, როგორც იქნა და წარმოვადგინე სუს-ში, - ამის შესახებ გივი თარგამაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

როგორც თარგამაძემ აღნიშნა, სათქმელი ბევრი აქვს, მაგრამ არ იცის, მოუსმენენ თუ არა.

ამასთან, თარგამაძე აცხადებს, რომ ყველა მისი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას და დასასაბუთებელი არაფერი აქვს.

„არ მჭირდება არანაირი სასამართლო, მით უმეტეს, კიდევ დამატებით სუს-ის კონტროლირებადი კიდევ ერთი ფიგურა მოსამართლე ნამდვილად არ მჭირდება იმისთვის, რომ ამათ დაველაპარაკო. რაც შეეხება სათქმელს, სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს, არ ვიცი, მომისმენენ თუ არა. ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი, მაგალითად ის, რომ მიხედონ საქმეს.

ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას. დასასაბუთებელი მე არაფერი მაქვს. მათ აქვთ დასაბუთებელი, რატომ დამიძახეს ამ განცხადებებთან დაკავშირებით, იმის მაგივრად, რომ მიხედონ საქმეს. როდესაც აქ კითხავენ ჩემნაირად ადამიანებს და 300 კაცი უდგათ, რომელიც მზად არის აიათოლას ბრძანების შესასრულებლად, ახლა წავიდნენ, ის სამასივე ადამიანი გააკონტროლონ, რადგან ისინი თუ გაიფანტნენ მსოფლიოში იმ დავალებებით, რაც აქვთ მიღებული და არ იციან ამათ, რა აქვთ მიღებული, აი, მერე იქნება შარში ჩვენი ქვეყანა. ეს არის საფრთხე ზუსტად, როდესაც ტერორიზმის გამო სანქცირებული უნივერსიტეტი მუშაობს, ჯგრიალებს ამ ქვეყანაში, ზუსტად ამ პირობებში, ეს არის საფრთხე. ტროტუარზე დგომაზე აქვთ კანონი, მაგრამ ლოგიკურ მსჯელობაზე და უკვე მომხდარი ფაქტების გაანალიზების შედეგად გონივრულ ეჭვზე კანონი ჯერ არ აქვთ და შეიძლება, მერე ჰქონდეთ. წახალისება არის, როდესაც უსაფრთხოების სამსახური არ უშლის ამას ხელს",- განაცხადა გივი თარგამაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
„ილი ჯგუფთან'' ხელშეკრულება შეწყდა - სავარაუდოდ, ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა''- პაატა სალია
რომეო მიქაუტაძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა
შემზარავი დანაშაული კახეთში - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩნდა ხანძარი, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, რამდენიმე პირი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იქნა გადაყვანილი-შსს
ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას -გივი თარგამაძე
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს
რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთვას ქონებები, მათ შორის ესპანეთის სახლი, მანქანები, ოქროს მონეტა და ოქროს ზოდები
ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები, დაკავებულია 51 პირი -შსს
ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი -სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
,, როგორც მოწმე, ისე ვიყავი დაბარებული ''- სუს-ში ვახტანგ კაპანაძის გამოკითხვა დასრულდა
ვახტანგ კაპანაძე სუს-ში დაკითხვაზე მივიდა
შსს აღაიანში მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებს
თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდნენ
სუსი: გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს