ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი, ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის, ევროპარლამენტი დღეს სულ უფრო ახლოს არის საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობასთან -შალვა პაპუაშვილი
გუშინ რაც მოვისმინე, შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო გამეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ. ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ ევროპარლამენტი დღეს თავისი ღირებულებებით სულ უფრო ახლოს არის საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობასთან.
„ვისაც ახსოვს, ინტონაციითაც, ტონალობითაც ალბათ გაახსენდებოდა 1989 წლის მოსკოვში გამართული სახალხო დეპუტატთა ყრილობა 9 აპრილის შემდეგ, სადაც ქართველებს გვლანძღავდნენ, გვთათხავდნენ, თავს გვესხმოდნენ სხვადასხვა მოკავშირე რესპუბლიკებიდან წარმოდგენილი დეპუტატები. ეს ვნახეთ ჩვენ გუშინ. მათ შორის, გვარებსაც რომ ვუყურებთ, საბჭოთა ბანაკის წარმომადგენლები, საბჭოთა ნომენკლატურის წევრები, ქალბატონი იუკნევიჩიენე, რომელიც ამავე დროს ქართველების მიმართ ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა, შეგახსენებთ, იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიც არის „ინფექცია", „ხალხის ბრალია". ეს არის ჩვეულებრივი ფაშისტური ტერმინოლოგია, რომელსაც ის იყენებს ქართველების მიმართ. შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს ძალადობრივ დამხობას აგულიანებდა და მხარს უჭერდა ქალბატონი იუკნევიჩიენე, ასევე, სხვა მსგავსი მოძმე ბალტიელი ქვეყნებიდან წარმოდგენილი დეპუტატები.
ეს არის, რაც მივიღეთ. ჩვენ გვინდოდა ბრიუსელი, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს, მივიღეთ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, რომელიც სულ უფრო მეტად და მეტად მიდის საბჭოთა კავშირის ისტორიაში უკანაც. ჯერჯერობით ეს არის სადღაც 1989 წლის პერიოდი, როდესაც გორბაჩოვის „პერესტროიკაა", ჯერ „პერესტროიკის" დონეზე არიან, მაგრამ ტენდენცია იქით არის, რომ სულ უკან უკან წავლენ, ბრეჟნევისკენ, სავარაუდოდ. ასე რომ, ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპარლამენტი დღეს თავისი ესთეტიკით, შინაარსით, ღირებულებებით სულ უფრო ახლოს არის საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობასთან", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, სამარცხვინოა, როდესაც მოძალადეს ეძღვნება დებატები და მოძალადის გაგმირებას ცდილობენ.
„რაც შეეხება მეორე საკითხს, ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებულს, ამას ეყრდნობა, მათ შორის, ის დასკვნები, რაც მოგახსენეთ სახალხო დეპუტატთა ყრილობასთან დაკავშირებით. სამარცხვინოა, როდესაც მოძალადეს ეძღვნება დებატები და მოძალადის გაგმირებას ცდილობენ. შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია არის ის ადამიანი, რომელიც თავად აღიარებდა და არა მხოლოდ აღიარებდა, არამედ მის ოფისში აღმოჩნდა „მოლოტოვის კოქტეილები", მაშხალები და ძალადობის სხვა საშუალებები. მან აღიარა, რომ კი, ის ყიდულობს ამ მაშხალებს, ის არიგებს მაშხალებს, რომლითაც წვავდნენ საქართველოს პარლამენტის შენობას, პოლიციელებს და დამიზნებით ესროდნენ პოლიციელებს, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს". ამ ყველაფრის უკან რომ იდგა, ის ყიდულობდა, აღიარებული აქვს. ამ მოძალადეს უძღვნიან დღეს რეზოლუციას. ეს აჩვენებს, რომ ამ თავყრილობას დაკარგული აქვს საერთოდ ღირებულებითი ხაზი, რომელიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ დემოკრატიულ ინსტიტუტს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა, ჩანაცვლდება შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის
ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი, ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის, ევროპარლამენტი დღეს სულ უფრო ახლოს არის საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობასთან -შალვა პაპუაშვილი
საქართველოში არ სჭირდებათ გაკვეთილების სწავლება, რეჟიმის ცვლილება, მათ სჭირდებათ ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა -ტომაშ ფროლიხი
გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
ევროკავშირს რომ დასცდენოდა სიტყვა, რაც ეუთოს მისიამ თქვა პრეზიდენტის სასახლის შტურმზე, რევოლუციაზე მიშვებული ახალგაზრდები არ იქნებოდნენ - ირაკლი ქადაგიშვილი
,,არ მგონია, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდებოდეს ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ადამიანებისგან რაიმეს შეხსენება''- შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, მისი ფასი დღითიდღე იზრდება
,,ფასებთან დაკავშირებით, სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, კარგი კორექცია მივიღოთ ბაზარზე''- შოთა ბერეკაშვილი
გია ვოლსკი - საქართველომ ვალდებულება აიღო იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არც რუსეთის, არც ირანის და არც დასანქცირებული კომპანიის დასახმარებლად
ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს, საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა -ნიკოლ ფაშინიანი
საქართველოში რუსეთმა მარტა კოსის დახმარებით შეიძლება, გაიმარჯვოს, რადგან ის დაპირისპირება, რაც თბილისსა და ბრიუსელს შორის წარმოიქმნება, სწორედ მარტა კოსის და მისი გუნდის დამსახურებაა -გია ვოლსკი
"ნაცმოძრაობას" არაფერი ქართული არ უყვარს, საქართველოს სიკეთე აღიზიანებს, მათ სწყინთ, როცა უცხოელი პარტნიორი სანქციებს ხსნის, რადგან პრობლემები არ არსებობს-გურამ მაჭარაშვილი
ფხიზელ გონებაზე მყოფი ადამიანი ვერ იტყვის, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს -ნიკოლოზ სამხარაძე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ყირგიზეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
"სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების მეშვეობით და არა ძალადობით, რაც მათი დამხობისკენაა მიმართული"- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია
მაკა ბოჭორიშვილი - არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გაამართლებდა ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყულევის ყოფნას
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების ვიზიტი ჩვენი ვიზიტისგან უნდა გამიჯნოთ, ეს დამთხვევაა