თიბისის მხარდაჭერით "ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე" შესარჩევი ტურის რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, ევროპის გოგოების ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EGOI), საკვალიფიკაციო ტურზე მოსწავლე გოგოების რეგისტრაცია დაიწყო. ინიციატივა ხორციელდება თიბისის გენერალური მხარდაჭერით, რომელიც ტექნოლოგიური განათლების განვითარებასა და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერებას აქტიურად განაგრძობს.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ეროვნული ნაკრების შერჩევას. შესარჩევი ეტაპის შედეგად დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრები, რომლის წევრებიც სპეციალურ გადამზადებას გაივლიან და შემდეგ საერთაშორისო EGOI ოლიმპიადაში, იტალიაში მიიღებენ მონაწილეობას.

EGOI საერთაშორისო ოლიმპიადაა, რომელიც ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების სფეროში გოგოების ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად. ოლიმპიადა აერთიანებს 50-ზე მეტ ქვეყანას და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას STEM მიმართულებებში. მონაწილეები რთულ ალგორითმულ ამოცანებს ამოხსნიან, რაც მათ პროგრამირების, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში ეხმარება.

საქართველოს ნაკრები აღნიშნულ ოლიმპიადაში 2026 წელს უკვე მეექვსედ იასპარეზებს. გასულ წლებში ქართველმა მონაწილეებმა მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს და ჯამში 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) თიბისის გენერალური მხარდაჭერით დაფუძნდა. ჰაბის მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, მათი განვითარება და საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება.

ევროპის გოგოების ოლიმპიადის შესარჩევ რეგისტრაცია ღიაა 21 მარტამდე.

მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების - სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული ცოდნით, იქნება ეს - თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი თუ განათლების სხვა შესაძლებლობები - შექმნი პირველ ციფრული პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორია თავად დაწერა.

(R)





მსგავსი სიახლეები
რა ეღირება დოლარი და ევრო 14 მარტს
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე -განავადე ონლაინ მარტივად და ჩაერთე სახალისო თამაშში
"ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს უწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, ასევე მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო"-ვახტანგ ცინცაძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 13 მარტს
თიბისის მხარდაჭერით "ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე" შესარჩევი ტურის რეგისტრაცია დაიწყო
ჯიუტი ქალები შეუძლებელს შეძლებენ - თიბისი მარტს ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უძღვნის
ბიზნესისადმი მეგობრული გარემო და საკანონმდებლო მხარდაჭერა, უზრუნველყოფს ქვეყანაში ინვესტორის დაცულობასა და ფინანსებზე ბიზნესის ხელმისაწვდომობის ზრდას -მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა -The Heritage Foundation
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 მარტს
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა
რა ეღირება დოლარი და ევრო 10 მარტს
თიბისი ტექსკოლა - გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
2025 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 70.0 მილიარდ ლარამდე გაიზარდა-საქსტატი
ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასატო კანდას შეხვდა
რა ეღირება დოლარი და ევრო 6 მარტს
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 მარტს
"ჩვენი მიზანია 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულიად თვითკმარი გახდეს"-მარიამ ქვრივიშვილი
"საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და შეუცვლელი მონაწილეა" -მარიამ ქვრივიშვილი
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში - რისი თქმა შეგვიძლია?
თიბისი - ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს