მთავრობამ „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ მორიგი დადგენილება მიიღო

2026 წლის პირველი ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება, 2027 წლის პირველი თებერვლიდან კი პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება, - ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გათვალისწინებულია გამონაკლისებიც, კერძოდ, აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე (არაალკოჰოლური და ალკოჰოლური, გამაგრილებელი და სხვა).

„დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ" მორიგი დადგენილება მიიღეს.

2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

დადგენილებით გათვალისწინებულია გამონაკლისებიც, კერძოდ, აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე (არაალკოჰოლური და ალკოჰოლური, გამაგრილებელი და სხვა).

გამონაკლისი ასევე ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებისათვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებაზე.

მიღებული დადგენილების მომზადება განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა. პლასტმასის ნაკეთობები, მათ შორის სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის პროდუქცია, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს გარემოსა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე. მათი დაშლის პროცესი ასეულობით წლის განმავლობაში გრძელდება, რის შედეგადაც პლასტმასი გროვდება ნიადაგში, წყალსატევებსა და ზღვებში, აზიანებს სანიტარულ სისტემებს და ამცირებს ნიადაგის ნაყოფიერებას, რაც საბოლოოდ იწვევს ბიომრავალფეროვნების შემცირებასა და ეკოლოგიური ბალანსის დარღვევას.

ქვეყნის მასშტაბით პლასტმასით დაბინძურების დიაგნოსტირების რამდენიმე კვლევა განხორციელდა, რომლის შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ მდინარეებში აღმოჩენილი ნარჩენების დაახლოებით 88 % პლასტმასს წარმოადგენს, მათი უდიდესი ნაწილი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტებზე მოდის. მათ შორის, პლასტმასის ბოთლების წილი დაახლოებით 41 %-ს შეადგენს", - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
დედაქალაქის მერია პირველი მაისიდან ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამას იწყებს
თიბისის მხარდაჭერით "ქოლგა თბილისი ფოტო" 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
,,არცერთი მხრიდან ყოფილა ჩარევა, მსგავსი ფაქტი მე არ შემინიშნავს''- მეუფე სტეფანე
გაზმომარაგება 20 000 აბონენტს შეუწყდება - „თბილისი ენერჯი''
29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ტემპერატურა 21 გრადუსამდე მოიმატებს - უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი
საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფართოვდა
მეუფე ნიკოლოზი - უკვე გასაგები და ცხადია, ღვთის ნება როგორია, გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ
პატრიარქობის სამი კანდიდატი ცნობილია
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ - ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
კონკრეტული მაგალითები, როგორც ვნახეთ არ მოგვისმენია და ძალიან კარგია ეს, რომ არ ჩანს არანაირი ჩარევა - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ვიხსენებ პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას, რათა მისი რწმენისა და სიმამაცის ნათელი მაგალითი მარადიულად დარჩეს-ევროპარლამენტარი კრისტიან ტერჰესი
საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ
მეუფე ზენონი - ჩემი პოზიცია იყო, რომ ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას, ამის ხელის შემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს
გამოცხადდა სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის 2026 წლის კონკურსი
მეუფე საბა - სინოდის გაფართოებული კრებისა და ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის თარიღი, სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
თუ ორი კანდიდატი თანაბარ ხმას მიიღებს, მაშინ მეორე ტური გაიმართება - სინოდის შეკრების დეტალები
მამა შალვა კეკელია: ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ - მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს