საგარეო უწყება "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით ეუთო-ში მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრე მაისურაძის განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთო-სა და ქალაქ ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრე მაისურაძის ვენაში სიტყვით გამოსვლის ტექსტს ავრცელებს, რომელიც მან „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც ალექსანდრე მაისურაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ასახავს.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავ მტკიცედ განაგრძობს ეუთო-ს პრინციპებისა და ადამიანური განზომილების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების მხარდაჭერას, ანგარიში შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას და ობიექტურობას.
თავიდანვე საქართველომ სერიოზული ეჭვი გამოთქვა ეუთო-ს 23 მონაწილე სახელმწიფოს მიერ ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის" შერჩევითად და პოლიტიკური მოტივებით გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ეუთო-ს ნორმების სრული დაცვით და კონსტრუქციული ჩართულობის სულისკვეთებით, საქართველომ ფაქტების დამდგენ მისიასთან სრულად და გამჭვირვალედ ითანამშრომლა.
„მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში დანიშნული ექსპერტი საქართველოს 17-18 თებერვალს ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო ყველა მოთხოვნილი შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან უმაღლეს დონეზე - მათ შორის, შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, იუსტიციის მინისტრთან, განათლების მინისტრთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და წამყვანი უწყებების ხელმძღვანელებთან, მათ შორის პროკურატურის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარესთან და სახალხო დამცველთან. ექსპერტს წარედგინა ვრცელი წერილობითი მასალები და მიეცა წვდომა შესაბამის ინსტიტუტებსა და დოკუმენტაციაზე, რაც უზრუნველყოფდა დასაბუთებული შეფასების მოსამზადებლად აუცილებელი ინფორმაციის მოპოვებას.
ამ თანამშრომლობის მიუხედავად, ანგარიში ვერ ასახავს საქართველოს პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტის სირთულეს, არ ითვალისწინებს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მნიშვნელოვან განმარტებებს, შერჩევითად აკეთებს აქცენტს ცალკეულ საქმეებზე და წარმოაჩენს მათ როგორც „პოლიტიკურად მოტივირებულს", უგულებელყოფს სამართლებრივ გარანტიებს, მიმდინარე სასამართლო პროცესებს და სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
კანონმდებლობის, საარჩევნო პროცედურებისა და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების აღწერა შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებსა და შეცდომაში შემყვან ინტერპრეტაციებს.
გარდა ამისა, ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც სცდება „მოსკოვის მექანიზმის" მანდატს, მათ შორის მოწოდებებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიმართ, იმოქმედონ საქართველოს წინააღმდეგ, რაც ასევე სცდება მისიის უფლებამოსილების ფარგლებს.
ანგარიშში ინფორმაციის შერჩევითი წარმოჩენა და მისი გამოქვეყნების დრო მიუთითებს დასკვნების პოლიტიზირების ტენდენციაზე, ამავდროულად, ანგარიშში უგულვებელყოფილია საქართველოს დიდი ხნის მიღწევები დემოკრატიული რეფორმების, პოლიტიკური პლურალიზმის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მიმართულებით, ასევე ბოლო ათწლეულის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი განაცხადების რაოდენობის 85%-ზე მეტით შემცირება, რაც ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დაცვის საშუალებებისა და ინსტიტუციური რეფორმების ეფექტიანობაზე მეტყველებს.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სამუშაოს შესასრულებლად მისიას უკიდურესად შეზღუდული 14 დღიანი ვადა მიეცა, და რომ ანგარიში ვიზიტიდან მხოლოდ რამდენიმე დღეში მომზადდა, ზემოაღნიშნული ხარვეზები კიდევ უფრო გააღრმავა, რასაც შედეგად მოჰყვა ვრცელი დოკუმენტაციის არასრული ანალიზი.
გასაკვირია, რომ ფაქტების დამდგენმა მისიამ ქვეყნის ოფიციალური სახელწოდების სწორად იდენტიფიცირებაც კი ვერ შეძლო და „საქართველოს" ნაცვლად არაერთხელ გამოიყენა „საქართველოს რესპუბლიკა", - აღნიშნა ალექსანდრე მაისურაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს და თხოვნით მიმართავს ეუთო-სა და მის მონაწილე სახელმწიფოებს, სათანადოდ გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის ვრცელ პასუხში გაჟღერებული სამართლებრივი არგუმენტები, მიღწევები და დეტალური განმარტებები.
„ეს პასუხი აერთიანებს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ განმარტებებსა და პოზიციებს ფაქტების დამდგენი მისიის ვარაუდებზე. ის ასევე განმარტავს ფაქტობრივ უზუსტობებს, ხაზს უსვამს უგულვებელყოფილ კონტექსტს და ადასტურებს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ეუთო-ს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს.
ამ მასალების წარდგენით, ქართული მხარის მიზანი იყო, რათა ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებსა და დაინტერესებულ საერთაშორისო აქტორებს ჰქონოდათ წვდომა ყოვლისმომცველ ფაქტობრივ მასალაზე, რაც შესაძლებელს გახდიდა ქვეყნის მიერ ადამიანური განზომილების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ობიექტურ, დაბალანსებულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასებას. სამწუხაროა, რომ მონაწილე სახელმწიფოებს არ მიეცათ საკმარისი დრო საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ვრცელი მასალების გასაანალიზებლად, მუდმივი საბჭოს სხდომამდე. კიდევ ერთხელ მსურს დავადასტურო, რომ საქართველო ყოველთვის მოქმედებდა პასუხისმგებლობითა და თანამშრომლობის სულისკვეთებით და სრულ პატივისცემას იჩენდა ეუთო-სა და მისი დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და მექანიზმების მიმართ.
საქართველოს საქმიანობა მუდმივად ეფუძნებოდა დიალოგის, გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერი თანამშრომლობის ერთგულებას. დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მონიტორინგის ან ფაქტების დადგენის ნებისმიერი პროცესის სანდოობისთვის.
სამწუხაროა, რომ სულ უფრო ხშირად ვხედავთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მავნე მიზნებისთვის გამოყენების მცდელობებს, რაც ძირს უთხრის მათ საიმედოობას და ინსტიტუციური ნეიტრალიტეტის მიმართ საზოგადოების ნდობას.
ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეუთო-ს დაზიანება ამგვარი არასათანადო პრაქტიკის შედეგად ან მისი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხებს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს მუდმივი საბჭოს მიერ. ასეთ მცდარ და მიკერძოებულ ანგარიშზე უარის თქმა აუცილებელი ნაბიჯია საერთაშორისო პროცესების სანდოობის დასაცავად. ექსპერტული მექანიზმების დამოუკიდებლობის, დაბალანსებულობისა და მანდატის ფარგლებში მოქმედების უზრუნველყოფა ყველა მონაწილე სახელმწიფოსა და თავად ორგანიზაციის ინტერესებშია.
საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ეუთო-სა და მის მონაწილე სახელმწიფოებს, სათანადოდ გაითვალისწინონ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და უარყონ და არ გაიზიარონ ფაქტების დამდგენი მისიის მიერ მანდატის დარღვევით წარმოდგენილი სადაო დასკვნები და პოლიტიკურად მოტივირებული რეკომენდაციები", - განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.
მსგავსი სიახლეები
ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გამოვთქვი შეშფოთება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ვითარებით, საქართველოდან არანაირი მოთხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა -ნიკოლ ფაშინიანი
საგარეო უწყება "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით ეუთო-ში მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრე მაისურაძის განცხადებას ავრცელებს
გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო -ევროპარლამენტის რეზოლუცია
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
კახა კალაძე თურქეთისა და ბრაზილიის ელჩებს შეხვდა
საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე, 4 ჩარტერი დაორგანიზდა, რის შედეგადაც საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე -ირაკლი კობახიძე
6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა, ჩანაცვლდება შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის
ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი, ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის, ევროპარლამენტი დღეს სულ უფრო ახლოს არის საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობასთან -შალვა პაპუაშვილი
საქართველოში არ სჭირდებათ გაკვეთილების სწავლება, რეჟიმის ცვლილება, მათ სჭირდებათ ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა -ტომაშ ფროლიხი
გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
ევროკავშირს რომ დასცდენოდა სიტყვა, რაც ეუთოს მისიამ თქვა პრეზიდენტის სასახლის შტურმზე, რევოლუციაზე მიშვებული ახალგაზრდები არ იქნებოდნენ - ირაკლი ქადაგიშვილი
,,არ მგონია, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდებოდეს ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ადამიანებისგან რაიმეს შეხსენება''- შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, მისი ფასი დღითიდღე იზრდება
,,ფასებთან დაკავშირებით, სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, კარგი კორექცია მივიღოთ ბაზარზე''- შოთა ბერეკაშვილი
გია ვოლსკი - საქართველომ ვალდებულება აიღო იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არც რუსეთის, არც ირანის და არც დასანქცირებული კომპანიის დასახმარებლად
ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს, საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა -ნიკოლ ფაშინიანი
საქართველოში რუსეთმა მარტა კოსის დახმარებით შეიძლება, გაიმარჯვოს, რადგან ის დაპირისპირება, რაც თბილისსა და ბრიუსელს შორის წარმოიქმნება, სწორედ მარტა კოსის და მისი გუნდის დამსახურებაა -გია ვოლსკი
"ნაცმოძრაობას" არაფერი ქართული არ უყვარს, საქართველოს სიკეთე აღიზიანებს, მათ სწყინთ, როცა უცხოელი პარტნიორი სანქციებს ხსნის, რადგან პრობლემები არ არსებობს-გურამ მაჭარაშვილი
ფხიზელ გონებაზე მყოფი ადამიანი ვერ იტყვის, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს -ნიკოლოზ სამხარაძე