ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას "ოჯახური ღირებულებების შესახებ" და "გამჭვირვალობის შესახებ" კანონების გაუქმებას სთხოვენ

გამოქვეყნდა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას, სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა.

კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონების გაუქმებას.

ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის" (FARA) , „გრანტების შესახებ" კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.

საქართველოს ხელისუფლებისთვის, მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გაცემული რეკომენდაციები შემდეგია:

"გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი" (FARA) და „გრანტების შესახებ" კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები. მომხსენებელს მიაჩნია, რომ შეუძლებელია, მიზნობრივი შესწორებებით ეს კანონები მოვიდეს შესაბამისობაში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან, ვინაიდან არსებობს ფართო შეუსაბამობა.იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გააუქმებს ამ კანონებს, ისინი მინიმუმ უნდა შეიცვალოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.ეს გულისხმობს: აღნიშნული კანონმდებლობის სუბიექტების ბენეფიციარებისა და თანამშრომლების შესახებ სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულების ამოღებას; სანქციების შემცირებას; „უცხოური ძალის აგენტად" რეგისტრაციის ვალდებულების მნიშვნელოვან შეზღუდვას იმის გათვალისწინებით, მოქმედებს თუ არა სუბიექტი რეალურად უცხოური მითითებებით. გარდა ამისა, ამ კანონებში გამოყენებული ენა ბევრად უფრო ზუსტი უნდა გახდეს.

ანალოგიურად, უნდა გაუქმდეს „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას (მუხლი 54).

გაუქმდეს კანონი „ოჯახური ღირებულებების შესახებ". ეს ეხება (თუმცა არ შემოიფარგლება) ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებისა და ტრანსგენდერის იდენტობის გათანაბრებას ინცესტთან, ამ ცნებების „პოპულარიზაციის" აკრძალვას (მათ შორის შეკრების მეშვეობით), გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების აკრძალვას და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ნიშნის შეცვლის აკრძალვას.

სახელმწიფო ღალატის დანაშაულის საფუძვლები უნდა შევიწროვდეს და გახდეს უფრო კონკრეტული, რათა გამოირიცხოს ისეთი ინტერპრეტაცია, რომელიც საშუალებას იძლევა, მოხდეს ხელისუფლების კრიტიკის გამო იმ სუბიექტების დევნა, რომლებიც ექცევიან „აგენტების კანონის" ან FARA-ს მოქმედების ქვეშ.

გაუქმდეს რეგულაციები, რომლებითაც დემონსტრაციების დროს სახის დაფარვა სრულად აიკრძალა. სხვა რეგულაციები, რომლებიც არაპროპორციულად ზღუდავენ შეკრების უფლებას (როგორიცაა ავტომატური დაკავება და არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები), უნდა გაუქმდეს ან გადაიხედოს, რათა უზრუნველყოფილ იქნას სათანადო ბალანსი ამ უფლებასა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებს შორის.
უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესში დაცული უნდა იყოს აკადემიური ინსტიტუტების ავტონომია."

 





მსგავსი სიახლეები
ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას "ოჯახური ღირებულებების შესახებ" და "გამჭვირვალობის შესახებ" კანონების გაუქმებას სთხოვენ
Daily Mail: FBI-ის ცნობით, ირანი კალიფორნიაზე დრონებით თავდასხმას გეგმავს
ოპოზიციად წოდებული შეთქმულთა გუნდი არსებობს, რომელიც ქვეყანას პირდაპირ უტევს, მათთვის დიალოგი სასურველი არ არის -გია ვოლსკი
პრემიერ-მინისტრი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
დღეს ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება ირანის ტერიტორიაზე, ოპერაციის მიზნები იგივე რჩება -პიტ ჰეგსეტი
10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა - მედია
,,სანამ ლომჯარია სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი''- სუბარი
უცნაურია, რომ კალასი და კოსი საქართველოსთვის იცლიან, როგორ ბედავენ ან რატომ ფიქრობენ, რომ მათ სიტყვას ფასი ექნება იმ ყველაფრის მერე, რა მდგომარეობაშიც უკრაინა ჩააგდეს? -ლევან მაჭავარიანი
7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა
"ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად-სახელმწიფო დეპარტამენტი
ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა -ირაკლი კობახიძე
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე საჰაერო შეტევის ახალ კადრებს ავრცელებს
,, ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ს სათავეში „სულელი და არაკომპეტენტური“ ლიდერი ედგა''- თეთრი სახლის სპიკერი
აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული -ისრაელ კაცი
4 მარტის ამინდის პროგნოზი
,,პრემიერის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართება - მაკა ბოჭორიშვილი
,,თეირანში, მეჰრაბადის აეროპორტზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა''- ირანული მედია
ირაკლი კირცხალია-“ნაცების ნარჩენების ერთობა" - ასე შეგვიძლია დავასათაუროთ დღევანდელი კლოუნადა
,,ალიანსი მჭიდროდ აკვირდება ირანსა და მის მიმდებარე რეგიონში განვითარებულ მოვლენებს''- ნატო-ს სამხედრო შტაბის წარმომადგენელი