კახა კალაძე უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, დმიტრო ბერეჟნის შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს სტუმრობისთვის და მას წარმატებები უსურვა.

„მე განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს უკრაინასთან, უკრაინელ ხალხთან. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან, ჩემს პოზიციებთან დაკავშირებით ძალიან ბევრ ტყუილს ავრცელებენ, მე ყოველთვის ღიად ვსაუბრობთ ჩემს დამოკიდებულებაზე - ყოველთვის ვდგავარ უკრაინელი ხალხის გვერდით და სხვანაირად უბრალოდ ვერც იქნება. ძალიან განვიცდით, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას", - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, დმიტრო ბერეჟნიმ მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მერს ყველა იმ ნაბიჯისთვის, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტმა უკრაინული ოჯახების დასახმარებლად გადადგა.

„მე ძალიან ბევრი რამ მაერთიანებს საქართველოსთან. მე მაქვს შესაძლებლობა, რომ დავაკვირდე, როგორ შეიცვალა თბილისი თქვენი ხელმძღვანელობის დროს. თბილისი ულამაზესი ევროპული დონის ქალაქია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმუშაო თბილისში. უკრაინული მხარე და უკრაინის მთავრობა მადლიერია იმ დახმარებისთვის, რომელიც ქართულმა მხარემ გაუწია უკრაინის მოქალაქეებს ომის პირველივე დღიდან. თქვენი ინიციატივითა და პირადი მხარდაჭერით, რამდენიმე ათასმა უკრაინელმა მიიღო დახმარება საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც უკავშირდებოდა დაბინავებას, სამედიცინო მომსახურებას და სხვა საკითხებს. უკრაინელი ოჯახებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა, რომელიც უკავშირდებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასო მგზავრობას, ბიბლიოთეკებით, აუზებითა და სხვა მუნიციპალური სერვისებით უფასო სარგებლობას, ასევე, პატარების გამარტივებული წესით მიღებას საჯარო საბავშვო ბაღებში. ჩვენ გვახსოვს თქვენი სიტყვები, როდესაც აღნიშნეთ, რომ იქნებით ამ ოჯახების გვერდით, ვიდრე ამის საჭიროება იქნება და ვიდრე უკრაინაში მშვიდობა არ დამყარდება", - აღნიშნა დმიტრო ბერეჟნიმ.

 





მსგავსი სიახლეები
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს, სრულად შეასრულოს ეუთო-ს "მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები
"ეს რეგულაციები არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არც ერთი მედიის შეზღუდვისკენ, პირიქით, უნდა გაჯანსაღდეს მედია გარემო"-კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა
კახა კალაძე უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გამოვთქვი შეშფოთება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ვითარებით, საქართველოდან არანაირი მოთხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა -ნიკოლ ფაშინიანი
საგარეო უწყება "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით ეუთო-ში მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრე მაისურაძის განცხადებას ავრცელებს
გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო -ევროპარლამენტის რეზოლუცია
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
კახა კალაძე თურქეთისა და ბრაზილიის ელჩებს შეხვდა
საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე, 4 ჩარტერი დაორგანიზდა, რის შედეგადაც საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე -ირაკლი კობახიძე
6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა, ჩანაცვლდება შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის
ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი, ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის, ევროპარლამენტი დღეს სულ უფრო ახლოს არის საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობასთან -შალვა პაპუაშვილი
საქართველოში არ სჭირდებათ გაკვეთილების სწავლება, რეჟიმის ცვლილება, მათ სჭირდებათ ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა -ტომაშ ფროლიხი
გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
ევროკავშირს რომ დასცდენოდა სიტყვა, რაც ეუთოს მისიამ თქვა პრეზიდენტის სასახლის შტურმზე, რევოლუციაზე მიშვებული ახალგაზრდები არ იქნებოდნენ - ირაკლი ქადაგიშვილი
,,არ მგონია, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდებოდეს ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ადამიანებისგან რაიმეს შეხსენება''- შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, მისი ფასი დღითიდღე იზრდება
,,ფასებთან დაკავშირებით, სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, კარგი კორექცია მივიღოთ ბაზარზე''- შოთა ბერეკაშვილი
გია ვოლსკი - საქართველომ ვალდებულება აიღო იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არც რუსეთის, არც ირანის და არც დასანქცირებული კომპანიის დასახმარებლად