ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს, სრულად შეასრულოს ეუთო-ს "მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები

ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს, სრულად შეასრულოს ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები.

ერთობლივი განცხადების ტექსტს ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

„მადლობას ვუხდით პროფესორ პატრიცია გრიჟებიკს, მოსკოვის მექანიზმის ერთადერთ მომხსენებელს, მისი ზუსტი, დამოუკიდებელი და პროფესიონალური მუშაობისთვის და დღეს მონაწილე სახელმწიფოებისთვის წარდგენილი ყოვლისმომცველი ანგარიშისთვის. ანგარიში იძლევა საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენების დეტალურ და სანდო შეფასებას და გვთავაზობს მკაფიო რეკომენდაციებს საქართველოს ხელისუფლების, მონაწილე სახელმწიფოებისა და ფართო საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

ამავდროულად, ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ხელი შეუწყოს მომხსენებლის ქვეყანაში ვიზიტს და ორგანიზება გაუწიოს მაღალი დონის შეხვედრებს სამთავრობო ინსტიტუტებთან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს ეს ჩართულობა და მომხსენებლის დასკვნები კონსტრუქციული დიალოგისა და რეფორმის საფუძვლად მიიჩნიოს.

ასევე, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრების, ჟურნალისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების და სხვა თანამოსაუბრეების მიმართ, რომლებიც მომხსენებელთან თანამშრომლობდნენ. მათი მზადყოფნა, მიეწოდებინათ ჩვენებები და დოკუმენტაცია, გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო ამ ანგარიშის მთლიანობისა და სიღრმისთვის. მათი წვლილი ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლო როლს ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში და ისეთი გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რომელშიც მათ შეუძლიათ, თავისუფლად და უსაფრთხოდ ფუნქციონირება.

მომხსენებლის მთავარი დასკვნა ცალსახაა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი: „მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით აშკარა უკუსვლა მოხდა". ანგარიში ასახავს ძალადობისა და სხვა სახის დარღვევებს მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების მიმართ, რასაც მომხსენებელი აღწერს, როგორც „დამნაშავეთა თითქმის სრულ დაუსჯელობას". ასევე, იგი ადგენს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დაკავებულების მიმართ მოპყრობამ „სავარაუდოდ, წამების ზღვარს მიაღწია" და რომ არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე გამოძიება არაეფექტური იყო.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს დასკვნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა სისტემატურად შეზღუდა ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. ანგარიშის თანახმად, ე.წ. „უცხოური გავლენის" წინააღმდეგ მიმართული კანონები, მედიაზე, შეკრებებსა და პოლიტიკურ მონაწილეობაზე მოქმედ ცვლილებებთან ერთად, ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას და დამანგრეველ გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე.

მომხსენებელი ასევე აფრთხილებს, რომ: „ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა საფრთხეს უქმნის პოლიტიკური პლურალიზმის არსებობას". ეს მოვლენები ძირს უთხრის ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ასევე კანონის უზენაესობას, რომლის ვალდებულებაც საქართველომ აიღო, როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ.

მომხსენებელი აღნიშნავს, რომ მან ეს მოვლენები შეაფასა საქართველოს უფრო ფართო უსაფრთხოების კონტექსტის გათვალისწინებით, რაც მოიცავს რუსეთის სამხედრო ყოფნას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გაუმკლავდეს დემოკრატიულ უკუსვლას და სრულად განახორციელოს „მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები.

დღეს, განსაკუთრებით გვსურს გამოვყოთ შემდეგი ნაბიჯები: პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ჩაატარონ სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდების შესახებ, დამნაშავეები კი პასუხისგებაში მიეცნენ.

მეორე, საქართველომ უნდა გააუქმოს ან ფუნდამენტურად გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებს, მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონებსა და მასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რომლებიც ეხება გრანტებს, მაუწყებლობასა და პოლიტიკურ მონაწილეობას. როგორც მომხსენებელი აღნიშნავს, ამ კანონების შესაბამისობაში მოყვანა მხოლოდ მცირე ცვლილებებით შეუძლებელია. ამით ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს თანამშრომლობა ოდირ-თან და ვენეციის კომისიასთან და სრულად შეასრულოს მათი რეკომენდაციები.

მესამე, ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტების და საჯარო დებატების სხვა მონაწილეების თვითნებური დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისგან, გაიწვიოს თვითნებურად წაყენებული ბრალდებები და გაათავისუფლოს პოლიტიკური მიზეზების გამო დაკავებული ყველა პირი.

მეოთხე, საქართველომ უნდა შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები, გაიწვიოს ამ საკითხთან დაკავშირებით განხილული განაცხადები და უზრუნველყოს პოლიტიკური პლურალიზმის სრული პატივისცემა.

და ბოლოს, ანგარიში ხაზს უსვამს სასამართლო სისტემისადმი ნდობის აღდგენის აუცილებლობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებით, სამართლიანი სასამართლო პროცესის გარანტიების უზრუნველყოფით და ისეთი ინსტიტუტების რეფორმირებით, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ეუთო-სა და ვენეციის კომისიის დიდი ხნის რეკომენდაციების შესაბამისად", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ერთობლივი განცხადების ხელმომწერები არიან: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი.

 





მსგავსი სიახლეები
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს, სრულად შეასრულოს ეუთო-ს "მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები
"ეს რეგულაციები არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არც ერთი მედიის შეზღუდვისკენ, პირიქით, უნდა გაჯანსაღდეს მედია გარემო"-კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა
კახა კალაძე უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გამოვთქვი შეშფოთება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ვითარებით, საქართველოდან არანაირი მოთხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა -ნიკოლ ფაშინიანი
საგარეო უწყება "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით ეუთო-ში მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრე მაისურაძის განცხადებას ავრცელებს
გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო -ევროპარლამენტის რეზოლუცია
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
კახა კალაძე თურქეთისა და ბრაზილიის ელჩებს შეხვდა
საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე, 4 ჩარტერი დაორგანიზდა, რის შედეგადაც საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე -ირაკლი კობახიძე
6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა, ჩანაცვლდება შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის
ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი, ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის, ევროპარლამენტი დღეს სულ უფრო ახლოს არის საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობასთან -შალვა პაპუაშვილი
საქართველოში არ სჭირდებათ გაკვეთილების სწავლება, რეჟიმის ცვლილება, მათ სჭირდებათ ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა -ტომაშ ფროლიხი
გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
ევროკავშირს რომ დასცდენოდა სიტყვა, რაც ეუთოს მისიამ თქვა პრეზიდენტის სასახლის შტურმზე, რევოლუციაზე მიშვებული ახალგაზრდები არ იქნებოდნენ - ირაკლი ქადაგიშვილი
,,არ მგონია, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდებოდეს ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ადამიანებისგან რაიმეს შეხსენება''- შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, მისი ფასი დღითიდღე იზრდება
,,ფასებთან დაკავშირებით, სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, კარგი კორექცია მივიღოთ ბაზარზე''- შოთა ბერეკაშვილი
გია ვოლსკი - საქართველომ ვალდებულება აიღო იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არც რუსეთის, არც ირანის და არც დასანქცირებული კომპანიის დასახმარებლად