"მოსკოვის მექანიზმის" დასკვნით, ადამიანის უფლებებია ლგბტ პროპაგანდა, დემოკრატია კი, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მმართველობა, საქართველომ უნდა დატოვოს ფარსად გადაქცეული საერთაშორისო ორგანიზაციები -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის" ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სრულ ფარსად გადაიქცა საერთაშორისო შეთანხმებები და გაერთიანებები, ფაქტია, აღარ არსებობს ის ღირებულებები, რასაც ოდესღაც დეკლარირებდნენ აღნიშნული ორგანიზაციები, - ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საერთო ჯამში, „მოსკოვის მექანიზმის" დასკვნა გვეუბნება, რომ ადამიანის უფლებები ეს არის - ლგბტ პროპაგანდა, ხოლო დემოკრატია - „კოლექტიური ნაცმოძრაობის" მმართველობა.
„რთული იქნება რომელიმე კონკრეტული ჩანაწერის გამოყოფა, რადგან ანგარიში მთლიანად სიცრუეს ეფუძნება. საერთო ჯამში, მოსკოვის მექანიზმის დასკვნა გვეუბნება, რომ ადამიანის უფლებები ეს არის - ლგბტ პროპაგანდა, ხოლო დემოკრატია - კოლექტიური „ნაცმოძრაობის" მმართველობა.
საერთაშორისო შეთანხმებების და ვალდებულებების ფორმატები გლობალურად კარგავს ფუნქციას, რადგან ბოლომდე ირღვევა ის მსოფლიო წესრიგი, რომლის ნაყოფსაც ისინი წარმოადგენდნენ. როგორც ცნობილია, სულ რამდენიმე თვის წინ აშშ 70-მდე ასეთი ხელშეკრულებიდან გავიდა.
სრული უფუნქციობის პირობებში, ამგვარი ფორმატები, იქნება ეს ეუთო, ვენეციის კომისია თუ სხვა, სრულად ჩამოყალიბდა ოლიგარქიული ოჯახების ინსტრუმენტად, რასაც საკუთარი პოლიტიკური და იდეოლოგიური მიზნებისთვის იყენებენ.
უცვლელია საქართველოში ხელისუფლების დამხობის და მისი აგენტურით ჩანაცვლების სცენარი, და ეუთო-ს დასკვნა, ისევე, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია თუ სხვა მექანიზმები, გასული წლების მსგავსად, ასრულებს რევოლუციური პროცესებისთვის „საწვავის" როლს", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" მიიჩნევს, რომ საქართველომ შანტაჟის იარაღად გადაქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და ორგანიზაციები უნდა დატოვოს.
„ასეთ რეალობაში მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა დატოვოს აბსოლუტურ ფარსად და მხოლოდ შანტაჟის იარაღად გადაქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები თუ ორგანიზაციები. საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია ხელისუფლებას ამ ვალდებულებების შესრულება, როდესაც ჩვენგან ითხოვენ, რომ უარი ვთქვათ საკუთარ სარწმუნოებაზე, ტრადიციულ ღირებულებებზე, სუვერენიტეტზე და ხელისუფლებაში დავაბრუნოთ აგენტურული ქსელი. არ არსებობს სხვა რაიმე ობიექტური შეფასების კრიტერიუმი, და ეს ვითარება მომავალში არათუ გაუმჯობესდება, არამედ დეგრადაციის დონე ყველა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება. მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ აღარ არის საკმარისი ევრობიუროკრატიის მხილება და კრიტიკა, არამედ საჭიროა საბოლოოდ მოვიშოროთ თავსმოხვეული შეთანხმებები და ვალდებულებები, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი პოზიტიური ეფექტი ჩვენი ხალხისა თუ ქვეყნისთვის და გამოყენებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.
ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები. ამასთან, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ „უნდა გაუქმდეს ოჯახური ღირებულებების, გამჭვირვალობის, აგენტების რეგისტრაციის კანონები და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები".
მსგავსი სიახლეები
"მოსკოვის მექანიზმის" დასკვნით, ადამიანის უფლებებია ლგბტ პროპაგანდა, დემოკრატია კი, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მმართველობა, საქართველომ უნდა დატოვოს ფარსად გადაქცეული საერთაშორისო ორგანიზაციები -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
უსამშობლო აგენტებმა მკაფიო პასუხები უნდა გასცენ კითხვებს, უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული ფარა, უნდა გაუქმდეს თუ არა გამჭვირვალობის კანონი? საზოგადოებას პასუხი გაეცით - კი ან არა -არჩილ გორდულაძე
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს, სრულად შეასრულოს ეუთო-ს "მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები
"ეს რეგულაციები არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არც ერთი მედიის შეზღუდვისკენ, პირიქით, უნდა გაჯანსაღდეს მედია გარემო"-კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა
კახა კალაძე უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გამოვთქვი შეშფოთება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ვითარებით, საქართველოდან არანაირი მოთხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა -ნიკოლ ფაშინიანი
საგარეო უწყება "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით ეუთო-ში მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრე მაისურაძის განცხადებას ავრცელებს
გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო -ევროპარლამენტის რეზოლუცია
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
კახა კალაძე თურქეთისა და ბრაზილიის ელჩებს შეხვდა
საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე, 4 ჩარტერი დაორგანიზდა, რის შედეგადაც საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე -ირაკლი კობახიძე
6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა, ჩანაცვლდება შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის
ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი, ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის, ევროპარლამენტი დღეს სულ უფრო ახლოს არის საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობასთან -შალვა პაპუაშვილი
საქართველოში არ სჭირდებათ გაკვეთილების სწავლება, რეჟიმის ცვლილება, მათ სჭირდებათ ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა -ტომაშ ფროლიხი
გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
ევროკავშირს რომ დასცდენოდა სიტყვა, რაც ეუთოს მისიამ თქვა პრეზიდენტის სასახლის შტურმზე, რევოლუციაზე მიშვებული ახალგაზრდები არ იქნებოდნენ - ირაკლი ქადაგიშვილი
,,არ მგონია, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდებოდეს ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ადამიანებისგან რაიმეს შეხსენება''- შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, მისი ფასი დღითიდღე იზრდება