"ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს უწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, ასევე მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო"-ვახტანგ ცინცაძე
2026 წლის თებერვალში ექსპორტი, წინასწარი მონაცემებით, 26.5%-ით გაიზარდა და თებერვლის თვის რეკორდულ მოცულობას - 545.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ასევე საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება საგარეო სავაჭრო ბრუნვის კუთხით და რეკორდულია მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის ექსპორტის მოცულობაც, რომელმაც 1,026.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.9%-ით არის გაზრდილი.
„აღნიშნულ ტენდენციებს განაპირობებს ის მხარდაჭერის პროგრამები, რომლებიც საქართველოს მთავრობას გააჩნია მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, ასევე მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, რომლის შედეგადაც ქვეყანაში იზრდება ადგილობრივი წარმოება და იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებიც საქართველოს გააჩნია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან.
„ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში საინვესტიციო და ბიზნესგარემო გავხადოთ უფრო მიმზიდველი, რათა საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორებისთვის საქართველოს ბაზარზე ოპერირება იყოს კონკურენტუნარიანი და ეს, საბოლოო ჯამში, აისახოს როგორც დასაქმებულთა რაოდენობის, ასევე მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე" - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
მსგავსი სიახლეები
რა ეღირება დოლარი და ევრო 14 მარტს
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე -განავადე ონლაინ მარტივად და ჩაერთე სახალისო თამაშში
"ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს უწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, ასევე მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო"-ვახტანგ ცინცაძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 13 მარტს
თიბისის მხარდაჭერით "ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე" შესარჩევი ტურის რეგისტრაცია დაიწყო
ჯიუტი ქალები შეუძლებელს შეძლებენ - თიბისი მარტს ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უძღვნის
ბიზნესისადმი მეგობრული გარემო და საკანონმდებლო მხარდაჭერა, უზრუნველყოფს ქვეყანაში ინვესტორის დაცულობასა და ფინანსებზე ბიზნესის ხელმისაწვდომობის ზრდას -მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა -The Heritage Foundation
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 მარტს
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა
რა ეღირება დოლარი და ევრო 10 მარტს
თიბისი ტექსკოლა - გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
2025 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 70.0 მილიარდ ლარამდე გაიზარდა-საქსტატი
ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასატო კანდას შეხვდა
რა ეღირება დოლარი და ევრო 6 მარტს
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 მარტს
"ჩვენი მიზანია 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულიად თვითკმარი გახდეს"-მარიამ ქვრივიშვილი
"საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და შეუცვლელი მონაწილეა" -მარიამ ქვრივიშვილი
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში - რისი თქმა შეგვიძლია?
თიბისი - ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს