რომეო მიქაუტაძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმართა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ასევე, სიტყვით ისარგებლა თავად რომეო მიქაუტაძემ. როგორც მიქაუტაძემ განაცხადა, უკვე ერთი კვირაა, დაცვის მხარე საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებისგან პასუხს ელოდება.
„ერთი კვირის წინ მივმართე პროკურატურას საპროცესო გარიგებისთვის. ეს არის ჩემი და ჩემი ოჯახის ერთობლივი გადაწყვეტილება. მზად ვარ, ვაღიარო არარსებული დანაშაული და ავანაზღაურო ზიანი სოლიდური თანხით. ამ დრომდე ვარ ცალმხრივი მოლოდინის რეჟიმში. ცხრა თვის განმავლობაში პროკურატურა აცხადებდა, მოგვმართოსო და აი, ბატონო, მოგმართეთ", - განაცხადა მიქაუტაძემ.
აღნიშნულ საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ. მისი თქმით, ამ დროისთვის საპროცესო შეთანხმებაზე არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, რადგან საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად მთავარი პირობა დანაშაულის აღიარება და ზიანის ანაზღაურებაა. პროკურორის თქმით, ეს პირობები ამ დრომდე არ არის შესრულებული.
„რომეო მიქაუტაძე მთელი პროცესის განმავლობაში, ოთხი საათი საუბრობდა, რომ დამნაშავე არ არის. ბოლოს დაამატა, მე დამნაშავე არ ვარ, მაგრამ განცხადება მაინც შემოვიტანეო. ეს არ არის აღიარება. ამ შემთხვევაში საპროცესო არ ფორმდება. ადამიანმა უნდა აღიაროს დანაშაული", - განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მომდევნო სასამართლო პროცესი 16 მარტს გაიმართება, რა დროსაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განაჩენს გამოაცხადებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე აქვს ბრალდება წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სხვადასხვა უწყებაში იკავებდა მაღალ თანამდებობებს და სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
„ილი ჯგუფთან'' ხელშეკრულება შეწყდა - სავარაუდოდ, ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა''- პაატა სალია
რომეო მიქაუტაძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა
შემზარავი დანაშაული კახეთში - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩნდა ხანძარი, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, რამდენიმე პირი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იქნა გადაყვანილი-შსს
ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას -გივი თარგამაძე
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს
რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთვას ქონებები, მათ შორის ესპანეთის სახლი, მანქანები, ოქროს მონეტა და ოქროს ზოდები
ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები, დაკავებულია 51 პირი -შსს
ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი -სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
,, როგორც მოწმე, ისე ვიყავი დაბარებული ''- სუს-ში ვახტანგ კაპანაძის გამოკითხვა დასრულდა
ვახტანგ კაპანაძე სუს-ში დაკითხვაზე მივიდა
შსს აღაიანში მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებს
თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდნენ
სუსი: გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს