პრემიერი - ჩვენი მთავარი პრინციპია, სახელმწიფო სერვისები რაც შეიძლება ახლოს იყოს მოქალაქესთან
დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე, აქ მოსულ ადამიანებს - ადგილობრივებს, თუ მუნიციპალიტეტის სტუმრებს - ექნებათ საშუალება, თანამედროვე ინფრასტრუქტურაში და უმაღლესი სტანდარტების სერვისების პირობებში მიიღონ ყველა მომსახურება, რომელსაც იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან დიდია აჭარაში იუსტიციის სახლის სერვისებზე მოთხოვნა და ყოველწლიურად ამ სერვისებით 700 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. „რეგიონში მუშაობს ასევე მობილური იუსტიციის სახლიც, რომელსაც ათეულობით სოფელში მომსახურება უშუალოდ ადგილზე მიაქვს. ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი, რომ სახელმწიფო სერვისები რაც შეიძლება ახლოს იყოს მოქალაქესთან. ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებს იუსტიციის სახლი. 2012 წელს ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა. დღეს უკვე იუსტიციის სახლი არის ხელმისაწვდომი 127 მისამართზე და ყოველდღიურად 20 000-ზე მეტ ადამიანს ემსახურება. გრძელდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ზრდა. სულ მალე რამდენიმე ქალაქსა და დასახლებაში გავხსნით ახალ სივრცეებს, რითაც ფილიალების საერთო რაოდენობა 132-მდე გაიზრდება.ჩვენი მიზანია, მუდმივად, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მომსახურების სტანდარტები. დღეისათვის იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომია 500-მდე მომსახურება და უახლოეს მომავალში დაგეგმილია ამ რაოდენობის გაორმაგება, რაც გაზრდის ჩვენი მოქალაქეების წვდომას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მომსახურებაზე. ამასთან ერთად, ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები და უკვე აქტიურად იგეგმება ასევე იუსტიციის სახლის პრაქტიკაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა.მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს, თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. მინდა, ხელვაჩაურის მოსახლეობას მივულოცო იუსტიციის სახლის გახსნა და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, თითეულ თქვენგანს გისურვოთ წარმატებები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე „სტუდფესტი 2026“-ის გახსნას დაესწრო
"ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა''- საპატრიარქო
2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
2 მაისს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა - ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი - ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის''- კახა კალაძე
,, მეუფე შიო ფსიქიკურად გაწონასწორებული არ არის და მის მონობას ბევრი ღვთისმსახური ვერ შეძლებს''- არქიმანდრიტი დოროთესი (ყურაშვილი)
დავით სონღულაშვილი - მინდა, მოგილოცოთ უდიდესი აღიარება, რომ საქართველო ხორბლისა და პურის უძველესი კერაა, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო უძველესი აგრარული ქვეყანაა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
თინათინ რუხაძე - ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ეროვნული მუზეუმი ნამდვილად წარმოადგენს იმ გუნდს, რომელიც კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოუტანს დიდ წარმატებებს ქვეყანას
დავით ლორთქიფანიძე - დღეს შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ 8 000 წლის წინ ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ ღვინოს და მოშინაურებული ჰქონდათ ხორბალი
მეუფე შიო საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა
როგორი ამინდი იქნება 1 მაისს საქართველოში
1 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვაქვეყნებთ მიტროპოლიტ შიოს მოსაყდრედ გამორჩევასთან დაკავშირებულ ჩანაწერს, რომელიც ილია მეორის კარნახით ანდრია ჯაღმაიძის მიერაა ჩაწერილი -საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
"პატრიარქმა დავითმა მითხრა, შენზეა დაწერილი ანდერძიო, რაც შემდეგ დაიკარგა. ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია..."- ანდრია ჯაღმაიძემ პირდაპირ ეთერში პატრიარქის კარნახით დაწერილი წერილი წაიკითხა
30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე - დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება, რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, არავინ დააყოვნებს
ცესკო ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს - მორიგი შეხვედრა დუშეთში გაიმართა
დედაქალაქის მერია პირველი მაისიდან ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამას იწყებს