მიხეილ სააკაშვილი - ქუჩაში პოლიციის ნაცვლად, ციხის ბადრაგები ივლიან, თუ გგონიათ, ციხეში გავგიჟდი, მაშინ შეხედეთ ოდესღაც აყვავებულ ლიბანს, რომელსაც ზუსტად ეს დაემართა
დიქტატურა თუ ჩაბეტონდა, გვექნება ასეთი სურათი, ქუჩაში პოლიციის ნაცვლად, ციხის ბადრაგები ივლიან. თუ გგონიათ, რომ ციხეში გავგიჟდი, მაშინ შეხედეთ ოდესღაც აყვავებულ ლიბანს, რომელსაც ზუსტად ეს დაემართა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი წერს, ახლა განსხვავებებზე ლაპარაკის დრო არ არის.
„ეს ძალიან სერიოზულია
სასამართლოში ჩემი მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი ქონების მთლიანად ჩამორთმევის საკითხს როცა წყვეტდნენ, მე ვსაუბრობდი არა ჩემს 1,5 ჰექტარ ვენახზე და 75 კვ.მ.-ის სახლზე, არა ტრამპის კლუბში წაყვანისთვის გაღებულ ხარჯებზე, არამედ იმ დიდ საფრთხეზე, რომელიც უდგას დღევანდელი და მომავალი თაობების ქართველებს. შევხედოთ ირანს - იქ რევოლუცია მოხდა 1978 წელს. მაშინ 11 წლის ვიყავი და ცხოველი ინტერესი მქონდა ირანში მიმდინარე მოვლენებისადმი. იმის შემდეგ ირანელების სამი თაობა დაიბადა და გაიზარდა დიქტატურაში. ახლა მათ დაუსვეს მოჯთაბა, განსვენებული აიათოლას მეორე შვილი და ჰპირდებიან მონობის მრავალ ათწლეულს.
მოდი, დავუბრუნდეთ საქართველოს, რომელსაც უკვე მე-14 წელია, მართავს ივანიშვილი. მან ყველას დაანახა, რომ არა მხოლოდ ხელისუფლებაზე უარის თქმას არ აპირებს, არამედ უახლოეს ხანში გადაწყვეტილი აქვს თავის შემცვლელად ვაჟიშვილი ცოტნეს დასმა. ხოდა თუ დიქტატურა ჩაბეტონდა, გვექნება ასეთი სურათი.
ცოტნე 20 წლისაა, ჩემი ალისა ხუთის. გუშინწინ სასამართლოზე მყოფი უმაგრესი ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამი გადასცილდა 20-ს, იქვე მყოფი ჩემი ძვირფასი მეგობრის, თეა ადეიშვილის ნიტა ცოტა კიდევ უფროსია. ხოდა იმის გათვალისწინებით, რომ დიქტატურის დროს მმართველი მხოლოდ ასაკის გამო იცვლება და თანამდებობა მემკვიდრეობით გადადის, ცოტნე I-ის მმართველობის დასასრულისთვის ალისა იქნება დაახლოებით 60-65 წლის, ხოლო ორივე ნიტაც და მარიამიც 80 წელს მიტანებული, მათი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები და ალისას შვილიშვილები იქნებიან დაბადებული და იცხოვრებენ დიქტატურაში. ეს არის ის, რაც რეალისტურად შეიძლება განვითარდეს, თუ დიქტატორმა ახლა ბოლომდე გაიდგა ფესვები. კუბას მაგალითად, რევოლუციიდან 70 წლის გასვლის შემდეგ, ფაქტობრივად, მართავს ყოფილი დიქტატორის, ფიდელის ძმის რაულ კასტროს შვილიშვილი. ჩრდილო კორეას კიმ ირ სენის შვილიშვილი. ივანიშვილი თუ ჩაბეტონდა, წინააღმდეგობის გამწევიც აღარავინ დარჩება. მოხდება ის, რაც კუბაში, ყველა ნიჭიერი ადამიანი წავა, ბევრი დაიხოცება და საქართველოში დარჩება მთლიანად დამონებული, პრაქტიკულად, დნმ შეცვლილი მასა. ვაკე-საბურთალო გაიყოფა ირანულ და რუსულ ნაწილებად, რომელთა მომსახურე პერსონალი ფილიპინელები იქნებიან და არა - ქართველები. თბილისის გარეუბნები იქნება არაბული, ხოლო ბათუმი რუსული და თურქული. ქართველები აქა-იქ შემორჩებიან ზემო აჭარაში, იმერეთში. სამეგრელო დარჩებათ რუსებს, რომელთაც უყვართ ზღვის მახლობლად დასახლება. ეს ყველა კატეგორია რენტას გადაუხდის ივანიშვილის ოჯახს, რათა მათ ახალჩამოსახლებულები ქართველების მხრიდან რევანშისგან დაიცვან. საერთოდ საქართველო გახდება ვირტუალური ღობით შემოღობილი ერთი დიდი ზონა, საიდანაც ქართველებს არცერთ ქვეყანაში აღარ შეუშვებენ და ქვეყანაშიც მხოლოდ გარკვეულ შიდა ზონებში იქნებიან ჩაკეტილები. ქუჩაში პოლიციის ნაცვლად, ციხის ბადრაგები ივლიან. თუ გგონიათ, რომ ციხეში გავგიჟდი, მაშინ შეხედეთ ოდესღაც აყვავებულ ლიბანს, რომელსაც ზუსტად ეს დაემართა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, მოხდა დიქტატურასთან უთანხმოებაში მყოფი უმრავლესობის დეჰუმანიზაცია და აქტიურად მიდის ქვეყნიდან განდევნა, უკვე განდევნილების გაქრობა, ხმის ჩამორთმევა, მალე საინფორმაციო არხებიც გადაიკეტება.
ხოდა, რა დროს ჩვენს განსხვავებებზე ლაპარაკია??? აზრზე მოვიდეთ ყველა", - წერს მიხეილ სააკაშვილი
მსგავსი სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი - ქუჩაში პოლიციის ნაცვლად, ციხის ბადრაგები ივლიან, თუ გგონიათ, ციხეში გავგიჟდი, მაშინ შეხედეთ ოდესღაც აყვავებულ ლიბანს, რომელსაც ზუსტად ეს დაემართა
თავისივე რეპუტაციას ინადგურებენ იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას საწვავი მიაწოდონ - ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
ტიერი მარიანი: გინდათ ერთი საიდუმლო გითხრათ? ეს არასდროს დასრულდება
ვინც იკითხავს, მიიღეს მორიგი დოკუმენტი და მერე რაო, ვუპასუხებ, რომ არც არაფერი, თუ თითოეული არ გაანძრევთ ხელს, ხელი გაანძრიე და გეშველებაო -მიხეილ სააკაშვილი
"მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებული ანგარიში არის სრული ბოდვა, დასრულდა ის დრო, როცა გარედან მოდიოდა მითითებები, ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე-კახა კალაძე
თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს -კახა კალაძე თინა ხიდაშელის ჩეხეთში რეგისტრირებული NGO-ზე
"მოსკოვის მექანიზმის" დასკვნით, ადამიანის უფლებებია ლგბტ პროპაგანდა, დემოკრატია კი, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მმართველობა, საქართველომ უნდა დატოვოს ფარსად გადაქცეული საერთაშორისო ორგანიზაციები -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
უსამშობლო აგენტებმა მკაფიო პასუხები უნდა გასცენ კითხვებს, უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული ფარა, უნდა გაუქმდეს თუ არა გამჭვირვალობის კანონი? საზოგადოებას პასუხი გაეცით - კი ან არა -არჩილ გორდულაძე
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს, სრულად შეასრულოს ეუთო-ს "მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები
"ეს რეგულაციები არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არც ერთი მედიის შეზღუდვისკენ, პირიქით, უნდა გაჯანსაღდეს მედია გარემო"-კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა
კახა კალაძე უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გამოვთქვი შეშფოთება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ვითარებით, საქართველოდან არანაირი მოთხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა -ნიკოლ ფაშინიანი
საგარეო უწყება "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით ეუთო-ში მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრე მაისურაძის განცხადებას ავრცელებს
გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო -ევროპარლამენტის რეზოლუცია
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
კახა კალაძე თურქეთისა და ბრაზილიის ელჩებს შეხვდა
საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე, 4 ჩარტერი დაორგანიზდა, რის შედეგადაც საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე -ირაკლი კობახიძე
6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა, ჩანაცვლდება შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის