,,ეს გახარიას უსახური მიმდევარი რა დღეშია ხედავთ? სინამდვილეში რატომ უბრძანეს ამ ქალბატონს ამ სისულელეების თქმა?'- შარმანაშვილი
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის, ქეთევან ბაკარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც შარმანაშვილის მისამართით სხვა უსაფუძვლო ბრალდებებთან ერთად, პირველი პრეზიდენტის დამხობის შესახებ ბრალდებასაც მოიცავს.
თენგიზ შარმანაშვილი ქეთევან ბაკარაძეს „გახარიას უსახურ მდევარს" უწოდებს და აცხადებს, რომ
ის ტყუილი ნარატივი, რომ მან და მისმა თანამებრძოლებმა ზვიად გამსახურდია დაამხეს, სწორედ მათი მოგონილია, ვინც ზვიად გამსახურდიას უღალატა.
შარმანაშვილი აცხადებს, რომ ქეთევან ბაკარაძეს მასზე თავდასხმა უბრძანეს, რაც გამოიწვია იმან, რომ თენგიზ შარმანაშვილმა ბაკარაძე და სრულიად ოპოზიცია ამხილა ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერაში.
„ეს გახარიას უსახური მიმდევარი რა დღეშია ხედავთ ? რა პრეზიდენტის დამხობა ? თბილისის სამხედრო გადატრიალება რომ დაიწყო, პარტიის თავმჯდომარე გია ჭანტურია უშიშროების იზოლატორში იყო, პარტიის მეორე პირი პოლიტიკური მდივანი მამუკა გიორგაძეც უშიშროების იზოლატორში იყო, რაიონული ორგანიზაციის ბევრი ხელმძღვანელიც დაპატიმრებული იყო. დაპატიმრებები გრძელდებოდა და ყველა იქ აღმოჩნდებოდა თანდათან. ეს ტყუილი ნარატივი, რომ ჩვენ დავამხეთ გამსახურდია ისევ იმათი მოგონილია ვინც ზვიადს უღალატა და ან სროლა დაუწყო, ან გაერიდა ამ პროცესებს. ერთნიც და მეორენიც მრგვალი მაგიდიდან იყვნენ. რაც შეეხება ჩორჩანას. მე ვთქვი პირველად ჩორჩანას თაობაზე ? კარგა ხანი საუბრობდნენ ამაზე და მე იმ კომისიის წევრი ვიყავი, რომელმაც შეისწავლა ეს საკითხი. სამწუხაროდ, მძიმე ფაქტი აღმოჩნდა, რომელმაც 1 მილიონი კვადრატული მეტრ ფართობზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლის დაკარგვა გამოიწვია. დანარჩენს გამოძიება და სასამართლო დაადგენს. სინამდვილეში რატომ უბრძანეს ამ ქალბატონს ამ სისულელეების თქმა ? უბრძანეს იმიტომ, რომ ვამხილე სხვებთან ერთად ის, ლგბტ პროპაგანდას და არასრულწლოვანთა მრუდე იდეებით კვებას რეალურად რადიკალური ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი უჭერს მხარს. სხვებთან ერთად ვამხილე, რომ კამიტის გამოყენების ისტორია საქართველოს ღალატის გამოგონილი ისტორიაა. ამ თვალთხარიას, ჩემი ტერმინი არ არის, მეხოტბეს მიტინგების დარბევაზე რომ არ ესაუბრა, მათთვის უკეთესი იქნებოდა, არ არის ეს მათთვის სასარგებლო თემა. ბოლოს, იმ სტიპენდიანტს გადასცეს, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარდამჭერებთან ერთი მესიჯბოქსით, შორს ვერ წავა. ამ ქალბატონზე აღარაფერს ვიტყვი, არც არაფერი ეკითხება. ჰო, კიდევ, ელჩის თანამდებობა პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობა რომ არის, მის უვიც თანაპარტიელებს ერთხელ უკვე ავუხსენი პირდაპირ ეთერში. ეს მაშინ დეპუტატი ჯერ არ იყო მგონი. თუ იყო და ვერ გაიგო?"- წერს თენგიზ შარმანაშვილი.
მსგავსი სიახლეები
,,ეს გახარიას უსახური მიმდევარი რა დღეშია ხედავთ? სინამდვილეში რატომ უბრძანეს ამ ქალბატონს ამ სისულელეების თქმა?'- შარმანაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - ქუჩაში პოლიციის ნაცვლად, ციხის ბადრაგები ივლიან, თუ გგონიათ, ციხეში გავგიჟდი, მაშინ შეხედეთ ოდესღაც აყვავებულ ლიბანს, რომელსაც ზუსტად ეს დაემართა
თავისივე რეპუტაციას ინადგურებენ იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას საწვავი მიაწოდონ - ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
ტიერი მარიანი: გინდათ ერთი საიდუმლო გითხრათ? ეს არასდროს დასრულდება
ვინც იკითხავს, მიიღეს მორიგი დოკუმენტი და მერე რაო, ვუპასუხებ, რომ არც არაფერი, თუ თითოეული არ გაანძრევთ ხელს, ხელი გაანძრიე და გეშველებაო -მიხეილ სააკაშვილი
"მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებული ანგარიში არის სრული ბოდვა, დასრულდა ის დრო, როცა გარედან მოდიოდა მითითებები, ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე-კახა კალაძე
თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს -კახა კალაძე თინა ხიდაშელის ჩეხეთში რეგისტრირებული NGO-ზე
"მოსკოვის მექანიზმის" დასკვნით, ადამიანის უფლებებია ლგბტ პროპაგანდა, დემოკრატია კი, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მმართველობა, საქართველომ უნდა დატოვოს ფარსად გადაქცეული საერთაშორისო ორგანიზაციები -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
უსამშობლო აგენტებმა მკაფიო პასუხები უნდა გასცენ კითხვებს, უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული ფარა, უნდა გაუქმდეს თუ არა გამჭვირვალობის კანონი? საზოგადოებას პასუხი გაეცით - კი ან არა -არჩილ გორდულაძე
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს, სრულად შეასრულოს ეუთო-ს "მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები
"ეს რეგულაციები არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არც ერთი მედიის შეზღუდვისკენ, პირიქით, უნდა გაჯანსაღდეს მედია გარემო"-კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა
კახა კალაძე უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გამოვთქვი შეშფოთება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ვითარებით, საქართველოდან არანაირი მოთხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა -ნიკოლ ფაშინიანი
საგარეო უწყება "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით ეუთო-ში მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრე მაისურაძის განცხადებას ავრცელებს
გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო -ევროპარლამენტის რეზოლუცია
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
კახა კალაძე თურქეთისა და ბრაზილიის ელჩებს შეხვდა
საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე, 4 ჩარტერი დაორგანიზდა, რის შედეგადაც საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე -ირაკლი კობახიძე
6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა, ჩანაცვლდება შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით - ირაკლი კობახიძე