პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება დუშეთში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ორმა პირმა ადამიანი მეუღლის თანდასწრებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, დაზარალებულს მეუღლის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა. ასევე, ბრალდებულებმა საფრთხე შეუქმნეს შემთხვევის ადგილზე მყოფი გარდაცვლილის მეუღლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ბ", „ი", „მ" და „პ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკითა და არაერთგზის) დაუსწრებლად წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
„ილი ჯგუფთან'' ხელშეკრულება შეწყდა - სავარაუდოდ, ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა''- პაატა სალია
რომეო მიქაუტაძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა
შემზარავი დანაშაული კახეთში - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩნდა ხანძარი, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, რამდენიმე პირი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იქნა გადაყვანილი-შსს
ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას -გივი თარგამაძე
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს
რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთვას ქონებები, მათ შორის ესპანეთის სახლი, მანქანები, ოქროს მონეტა და ოქროს ზოდები
ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები, დაკავებულია 51 პირი -შსს
ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი -სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
,, როგორც მოწმე, ისე ვიყავი დაბარებული ''- სუს-ში ვახტანგ კაპანაძის გამოკითხვა დასრულდა
ვახტანგ კაპანაძე სუს-ში დაკითხვაზე მივიდა
შსს აღაიანში მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებს
თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდნენ
სუსი: გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს