არ მოსწონთ გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების კანონები, არცერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს ქვეყანაში, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს -ირაკლი კობახიძე
არცერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეუთო-ს ანგარიშს ეხებოდა.
კობახიძის თქმით, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ყველა კანონი არის პროპორციული.
„საქართველოში არ მოქმედებს არცერთი რეპრესიული კანონო იმ გაგებით, რა გაგებითაც საუბრობენ კონკრეტული პირები. არცერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ყველა კანონი არის პროპორციული. ჩვენ მზად ვართ, სათითაოდ განვიხილოთ ნებისმიერი კანონი, რაზეც ეს ადამიანები საუბრობდნენ. ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ყველა კანონი ეფუძნება პროპორციულობის პრინციპს.
მათ არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც თავიდან ბოლომდე შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, თანაზომიერების პრინციპთან. მათ არ მოსწონთ კანონი არასლუწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ და ოჯახური ღირებულებების შესახებ. ასეთი კანონმდებლობა არ მოსწონთ.
პირდაპირ უწერია ამ ქალბატონს თავის დასკვნაში, რომ თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ ბათუმის იუსტიციის სახლში და ჩაეწეროთ კაცად. ეს უწერია ამ ქალბატონს პირდაპირ. ეს ქალბატონი გვაძალებს ერთ რამეს, ვინმეს თუ მოუნდება, თქვენ თუ მოგინდებათ იუსტიციის სახლში მისვლა და გადაწერა კაცად, ჩვენ ამის უფლება უნდა მოგცეთ. ამას გვაძალებს ეს ქალბატონი. არანორმალურია ეს ყველაფერი. ეს ქალბატონი გვაიძულებს, რომ ჩვენ ქალები გადავწეროთ კაცებად და კაცები ქალებად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
იენს სტოლტენბერგი - არ არსებობს გარანტია, რომ ნატო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას გადაურჩება
,,პოლიტპატიმრების საკითხი პოლიტიკური გემოვნების მიღმა უნდა დავაყენოთ''- ნიკა გვარამია
ლევან ცუცქირიძე - მტყუანი ადამიანი ვერ გამართლდება, „ქართულ ოცნებას“ ეშინია სიმართლის და სამართლიანობის აღდგენის
"ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, ახალი სამუშაო ადგილები, მდგრადი დასაქმების შესაძლებლობა - ეს არის ჩვენი საზრუნავი" -მარიამ ქვრივიშვილი
არ მოსწონთ გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების კანონები, არცერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს ქვეყანაში, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს -ირაკლი კობახიძე
"მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, გამოქვეყნდა წინასწარ დაწერილი დასკვნა, საქართველო მოწინავეა ეუთო-ს ქვეყნებს შორის დემოკრატიული განვითარებით-ირაკლი კობახიძე
საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით -პრემიერი GORBI-ის კვლევაზე
დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით „ამბასადორის კუნძულის“ პირველ, უმსხვილეს ნაგებობას, რომელიც თვისებრივად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ამ რეგიონში და ზოგადად, შავი ზღვისპირეთში -ირაკლი კობახიძე
,,ეს გახარიას უსახური მიმდევარი რა დღეშია ხედავთ? სინამდვილეში რატომ უბრძანეს ამ ქალბატონს ამ სისულელეების თქმა?'- შარმანაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - ქუჩაში პოლიციის ნაცვლად, ციხის ბადრაგები ივლიან, თუ გგონიათ, ციხეში გავგიჟდი, მაშინ შეხედეთ ოდესღაც აყვავებულ ლიბანს, რომელსაც ზუსტად ეს დაემართა
თავისივე რეპუტაციას ინადგურებენ იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას საწვავი მიაწოდონ - ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
ტიერი მარიანი: გინდათ ერთი საიდუმლო გითხრათ? ეს არასდროს დასრულდება
ვინც იკითხავს, მიიღეს მორიგი დოკუმენტი და მერე რაო, ვუპასუხებ, რომ არც არაფერი, თუ თითოეული არ გაანძრევთ ხელს, ხელი გაანძრიე და გეშველებაო -მიხეილ სააკაშვილი
"მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებული ანგარიში არის სრული ბოდვა, დასრულდა ის დრო, როცა გარედან მოდიოდა მითითებები, ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე-კახა კალაძე
თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს -კახა კალაძე თინა ხიდაშელის ჩეხეთში რეგისტრირებული NGO-ზე
"მოსკოვის მექანიზმის" დასკვნით, ადამიანის უფლებებია ლგბტ პროპაგანდა, დემოკრატია კი, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მმართველობა, საქართველომ უნდა დატოვოს ფარსად გადაქცეული საერთაშორისო ორგანიზაციები -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
უსამშობლო აგენტებმა მკაფიო პასუხები უნდა გასცენ კითხვებს, უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული ფარა, უნდა გაუქმდეს თუ არა გამჭვირვალობის კანონი? საზოგადოებას პასუხი გაეცით - კი ან არა -არჩილ გორდულაძე
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს, სრულად შეასრულოს ეუთო-ს "მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები
"ეს რეგულაციები არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არც ერთი მედიის შეზღუდვისკენ, პირიქით, უნდა გაჯანსაღდეს მედია გარემო"-კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა