"ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, ახალი სამუშაო ადგილები, მდგრადი დასაქმების შესაძლებლობა - ეს არის ჩვენი საზრუნავი" -მარიამ ქვრივიშვილი

ამბასადორი აილენდ ბათუმის" პროექტი არის ახალი სიტყვა საქართველოს მშენებლობისა და არქიტექტურის ისტორიაში, რადგანაც პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ 84 ჰექტარზე განთავსებულ ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს და ერთ ხელოვნურ კუნძულს, რომლის ნახევარიც რეკრეაციული ზონა იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე პირველი ცათამბჯენის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა. პირველი ცათამბჯენის ინვესტიცია 200 მლნ აშშ დოლარი იქნება.

 

„დღეს გვაქვს პატივი, საფუძველი ჩავუყაროთ პირველ ცათამბჯენს ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე, რომელიც ახალი ბათუმის ერთ-ერთი სიმბოლო გახდება. ტრადიციულად შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ იმ სიკეთეებზე, თუ რა მოაქვს 200 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენი ქვეყნისთვის და აჭარის რეგიონისთვის. შეიქმნება ასობით ახალი სამუშაო ადგილი, ასევე უნიკალური არქიტექტურა და ახალი მიზიდულობის ცენტრი. თუმცა, ყოველივე ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რადგან კომპანია, თავის მხრივ, ხშირად საუბრობს ამ პროექტის ღირებულებებზე, ისევე როგორც სიკეთეებზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

„ქვეყნის მიმზიდველობა განაპირობებს მსგავს პროექტებს, მსგავსი პროექტების განვითარება კი ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას. სწორედ ესაა თანამშრომლობის ფორმულა, რომელიც მშვიდობის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, როცა ყველა მოგებულია და შეთანხმება ყველასთვის ხელსაყრელია. სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხედვა. ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, ახალი სამუშაო ადგილები, მდგრადი დასაქმების შესაძლებლობა, - ეს არის ჩვენი საზრუნავი, რომელიც ყოველთვის გვახსოვს და რაც არის ჩვენი მთავრობის მთავარი განმსაზღვრელი: ზრუნვა ჩვენს ხალხზე, ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე და ზრუნვა ჩვენს ხვალინდელ დღეზე ", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის" პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე, რომლის 49% რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, ასევე იგეგმება პირველი საერთაშორისო სტანდარტის იახტკლუბის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სავაჭრო ცენტრების, სასტუმროებისა და საცხოვრებელი აპარტამენტების მშენებლობა.

 

 





მსგავსი სიახლეები
იენს სტოლტენბერგი - არ არსებობს გარანტია, რომ ნატო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას გადაურჩება
,,პოლიტპატიმრების საკითხი პოლიტიკური გემოვნების მიღმა უნდა დავაყენოთ''- ნიკა გვარამია
ლევან ცუცქირიძე - მტყუანი ადამიანი ვერ გამართლდება, „ქართულ ოცნებას“ ეშინია სიმართლის და სამართლიანობის აღდგენის
"ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, ახალი სამუშაო ადგილები, მდგრადი დასაქმების შესაძლებლობა - ეს არის ჩვენი საზრუნავი" -მარიამ ქვრივიშვილი
არ მოსწონთ გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების კანონები, არცერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს ქვეყანაში, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს -ირაკლი კობახიძე
"მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, გამოქვეყნდა წინასწარ დაწერილი დასკვნა, საქართველო მოწინავეა ეუთო-ს ქვეყნებს შორის დემოკრატიული განვითარებით-ირაკლი კობახიძე
საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით -პრემიერი GORBI-ის კვლევაზე
დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით „ამბასადორის კუნძულის“ პირველ, უმსხვილეს ნაგებობას, რომელიც თვისებრივად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ამ რეგიონში და ზოგადად, შავი ზღვისპირეთში -ირაკლი კობახიძე
,,ეს გახარიას უსახური მიმდევარი რა დღეშია ხედავთ? სინამდვილეში რატომ უბრძანეს ამ ქალბატონს ამ სისულელეების თქმა?'- შარმანაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - ქუჩაში პოლიციის ნაცვლად, ციხის ბადრაგები ივლიან, თუ გგონიათ, ციხეში გავგიჟდი, მაშინ შეხედეთ ოდესღაც აყვავებულ ლიბანს, რომელსაც ზუსტად ეს დაემართა
თავისივე რეპუტაციას ინადგურებენ იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას საწვავი მიაწოდონ - ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
ტიერი მარიანი: გინდათ ერთი საიდუმლო გითხრათ? ეს არასდროს დასრულდება
ვინც იკითხავს, მიიღეს მორიგი დოკუმენტი და მერე რაო, ვუპასუხებ, რომ არც არაფერი, თუ თითოეული არ გაანძრევთ ხელს, ხელი გაანძრიე და გეშველებაო -მიხეილ სააკაშვილი
"მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებული ანგარიში არის სრული ბოდვა, დასრულდა ის დრო, როცა გარედან მოდიოდა მითითებები, ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე-კახა კალაძე
თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს -კახა კალაძე თინა ხიდაშელის ჩეხეთში რეგისტრირებული NGO-ზე
"მოსკოვის მექანიზმის" დასკვნით, ადამიანის უფლებებია ლგბტ პროპაგანდა, დემოკრატია კი, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მმართველობა, საქართველომ უნდა დატოვოს ფარსად გადაქცეული საერთაშორისო ორგანიზაციები -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
უსამშობლო აგენტებმა მკაფიო პასუხები უნდა გასცენ კითხვებს, უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული ფარა, უნდა გაუქმდეს თუ არა გამჭვირვალობის კანონი? საზოგადოებას პასუხი გაეცით - კი ან არა -არჩილ გორდულაძე
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს, სრულად შეასრულოს ეუთო-ს "მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები
"ეს რეგულაციები არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არც ერთი მედიის შეზღუდვისკენ, პირიქით, უნდა გაჯანსაღდეს მედია გარემო"-კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა