,,პოლიტპატიმრების საკითხი პოლიტიკური გემოვნების მიღმა უნდა დავაყენოთ''- ნიკა გვარამია

 

პოლიტპატიმრების საკითხი პოლიტიკური გემოვნების მიღმა უნდა დავაყენოთ, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას არ აპირებენ.

„რეზოლუცია ჩვენთვის სამწუხაროა, რადგან საქართველოზე ბოლო კვირის განმავლობაში ორი ისეთი დოკუმენტი დაიწერა, რომელიც არცერთი ხელისუფლების დროს შავ სიზმარშიც კი არ დაგვესიზმრებოდა.

ევროკავშირის პერსპექტივა ჩვენ არ გვაქვს, თუ ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი იქნება ამ ქვეყანაში. რა ელენე ხოშტარია არ არის პოლიტპატიმარი? რაღაცა ქაღალდის გულისთვის არის დაპატიმრებული და თვეებია ზის. თუმცა  არამხოლოდ ელენე ხოშტარია, ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი 5 წელია ზის, ამ ქვეყნის 9-წლიანი გამოცდილების პრეზიდენტი. რაც არ უნდა იდავოს და ვინც არ უნდა იდავოს, ჯერჯერობით სააკაშვილზე უფრო მნიშვნელოვანი მიღწევები ამ ქვეყანაში არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონია. სხვებიც არიან ციხეში, მაგალითად ნიკა მელია, რომელიც გაუგონარი ბრალდებით არის, უფრო სწორად საერთოდ არანაირი ბრალდება არაა.

ციხეში კიდევ ასზე მეტი ადამიანია, ვინც პოლიტიკოსი არ არის. ამიტომ პოლიტპატიმრების საკითხი არანაირ გადახედვას, არანაირ ვაჭრობას, არანაირ რაღაცა დამატებით შეფასებებს არ საჭიროებს. მათი რაღაცნაირად ცალკეულ ჯგუფებად დაყოფაც არ არის სწორი. ჩვენ გვყავს ბევრი პოლიტპატიმარი და ჩვენი პოლიტიკური გემოვნების მიღმა უნდა დავაყენოთ ეს საკითხი. პოლიტპატიმრები არიან პოლიტპატიმრები და კიდევ ერთი, არალეგიტიმურ ხელისუფლებას კვლავ ვეტყვი, რომ ჩვენ პოლიტპატიმრებით ვაჭრობას, მაგიდასთან დასხდომას, რათა მათ თავისუფლება მოვუპოვოთ, არ ვაპირებთ. ეს უფლებაა, რომელიც მათ ისედაც ეკუთვნით და რაც ისედაც ეკუთვნით, ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე, ისედაც უნდა მიიღონ", - განაცხადა გვარამიამ.

 

 





მსგავსი სიახლეები
იენს სტოლტენბერგი - არ არსებობს გარანტია, რომ ნატო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას გადაურჩება
,,პოლიტპატიმრების საკითხი პოლიტიკური გემოვნების მიღმა უნდა დავაყენოთ''- ნიკა გვარამია
ლევან ცუცქირიძე - მტყუანი ადამიანი ვერ გამართლდება, „ქართულ ოცნებას“ ეშინია სიმართლის და სამართლიანობის აღდგენის
"ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, ახალი სამუშაო ადგილები, მდგრადი დასაქმების შესაძლებლობა - ეს არის ჩვენი საზრუნავი" -მარიამ ქვრივიშვილი
არ მოსწონთ გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების კანონები, არცერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს ქვეყანაში, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს -ირაკლი კობახიძე
"მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, გამოქვეყნდა წინასწარ დაწერილი დასკვნა, საქართველო მოწინავეა ეუთო-ს ქვეყნებს შორის დემოკრატიული განვითარებით-ირაკლი კობახიძე
საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით -პრემიერი GORBI-ის კვლევაზე
დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით „ამბასადორის კუნძულის“ პირველ, უმსხვილეს ნაგებობას, რომელიც თვისებრივად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ამ რეგიონში და ზოგადად, შავი ზღვისპირეთში -ირაკლი კობახიძე
,,ეს გახარიას უსახური მიმდევარი რა დღეშია ხედავთ? სინამდვილეში რატომ უბრძანეს ამ ქალბატონს ამ სისულელეების თქმა?'- შარმანაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - ქუჩაში პოლიციის ნაცვლად, ციხის ბადრაგები ივლიან, თუ გგონიათ, ციხეში გავგიჟდი, მაშინ შეხედეთ ოდესღაც აყვავებულ ლიბანს, რომელსაც ზუსტად ეს დაემართა
თავისივე რეპუტაციას ინადგურებენ იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას საწვავი მიაწოდონ - ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
ტიერი მარიანი: გინდათ ერთი საიდუმლო გითხრათ? ეს არასდროს დასრულდება
ვინც იკითხავს, მიიღეს მორიგი დოკუმენტი და მერე რაო, ვუპასუხებ, რომ არც არაფერი, თუ თითოეული არ გაანძრევთ ხელს, ხელი გაანძრიე და გეშველებაო -მიხეილ სააკაშვილი
"მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებული ანგარიში არის სრული ბოდვა, დასრულდა ის დრო, როცა გარედან მოდიოდა მითითებები, ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე-კახა კალაძე
თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს -კახა კალაძე თინა ხიდაშელის ჩეხეთში რეგისტრირებული NGO-ზე
"მოსკოვის მექანიზმის" დასკვნით, ადამიანის უფლებებია ლგბტ პროპაგანდა, დემოკრატია კი, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მმართველობა, საქართველომ უნდა დატოვოს ფარსად გადაქცეული საერთაშორისო ორგანიზაციები -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
უსამშობლო აგენტებმა მკაფიო პასუხები უნდა გასცენ კითხვებს, უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული ფარა, უნდა გაუქმდეს თუ არა გამჭვირვალობის კანონი? საზოგადოებას პასუხი გაეცით - კი ან არა -არჩილ გორდულაძე
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს, სრულად შეასრულოს ეუთო-ს "მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები
"ეს რეგულაციები არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არც ერთი მედიის შეზღუდვისკენ, პირიქით, უნდა გაჯანსაღდეს მედია გარემო"-კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა