,,ევროპარლამენტის დოკუმენტებზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია''- მაკა ბოჭორიშვილი

 

დიდი ხანია, ევროპარლამენტი და ევროპარლამენტის რეზოლუციები, განსაკუთრებით, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, აცდენილია რეალურ ჩარჩოებს და რეალობის შეგრძნებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე შეფასებით, ევროპარლამენტის დოკუმენტებზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია.

„ევროპარლამენტის იმდენი აბსურდული ჩანაწერი, დასკვნა და მოთხოვნა ვიხილეთ, ჩვენ რომ ასე გვევლო, დღეს შეიძლება, საქართველო აღარ ყოფილიყო. შესაბამისად, ვერაფრით ვერ მოვუსმენთ მოსაზრებებს, რასაც აჟღერებენ ადამიანები, რომელთაც არანაირი პასუხისმგებლობა არ ამოძრავებთ ჩვენი ქვეყნის წინაშე", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით - „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების" რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ". დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები გახდნენ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების ან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის გამო". ამასთან, ევროპარლამენტარები გამოთქვამენ შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, ასევე გიორგი კანდელაკისა და თინათინ ხიდაშელის მიმართ გამოძიების დაწყების გამო.

 

 





მსგავსი სიახლეები
ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
კახა კალაძე - პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
კახა კალაძე - წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ჩამოსული, დიპლომატიური საქმიანობის გარდა ყველაფერს აკეთებს
კახა კალაძე - ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით
გაეროს გენერალური მდივანი: ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს
ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
ირაკლი ჩიქოვანი: "ქართული ჯარი არა მხოლოდ ჩვენი სამშობლოს დაცვის გარანტია, არამედ ეროვნული ღირებულებების ძლიერი კერაა"
შალვა პაპუაშვილი - მშვიდობა არ არის შემთხვევითობა, ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის
ირაკლი კობახიძე – დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველი
ცესკოს ხელმძღვანელობამ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მიიღო მონაწილეობა
დავით ქართველიშვილი: კრიზისებისა და ტრადიციული მარშრუტების გადატვირთვის ფონზე აშშ ობიექტურად დაინტერესებულია სანდო პარტნიორებით და საქართველო ამ კონფიგურაციაში აძლიერებს საკუთარ პოზიციებს
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება – მაპატიოს ყველამ, მიკერძოებული ვარ, ვხედავდი პატრიარქის დამოკიდებულებას, ჩემს თვალწინ იყო მოსაყდრის გამორჩევის პროცესი
საქართველოს მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვევიან -მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში
გიორგი შარაშიძე - ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზია, ასეთ ძალასთან, რომელიც ხელისუფლების გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ურთიერთობა არასოდეს გვექნება
თამარ ჩერგოლეიშვილი - სააკაშვილის ფეისბუქ-მოწოდებები „ფედერალისტებს“ ერთ ყურშიც კი არ შესდით, მეორედან რომ გაუვიდეთ
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია მთლად ისე ნუ წარმოაჩენს მდგომარეობას, რომ ქართველ ექიმებს არავინ ენდობა, არ ეცადოთ ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ
შალვა პაპუაშვილი - "ალიანსი" შეეცადა, თავი ახლად წარმოეჩინა, მაგრამ ხალხმა დაინახა, იქ არიან სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია და ყველა "ნაცი", შეეცადნენ, ეთქვათ, ეს ახალი "ალიანსია"
ირაკლი კობახიძე - ყველანი ვხედავთ, რა მდგომარეობაა უკრაინასა და მოლდოვაში, ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ მოლდოვა ან უკრაინა ასწრებს საქართველოს, არის ცარიელი სპეკულაციები