,,მაქვს მოლოდინი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრებისა''- ნიკოლოზ სამხარაძე

 

მაქვს მოლოდინი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრებისა, თუმცა, ეს არის სამუშაო პროცესი, - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები" საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა ახალი ადმინისტრაცია ძალიან განსხვავდება წინა ადმინისტრაციისგან და არის როგორც ღირებულებითი, ასევე არის მსოფლმხედველობრივი განსხვავება:

„რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ დონით ურთიერთობის და სტატუს-კვოთი, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს შორის არსებობს. ამას აქვს ობიექტური საფუძველი და სწორედ ამის შესახებ მქონდა საუბრები, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოში და ახლა უკვე ომის დეპარტამენტში, სადაც საკმაოდ მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრები მქონდა.

პირველ რიგში, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა იყოს თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე არის დღეს. ამის თქმა შემიძლია საჯაროდ იმიტომ, რომ ამის ინტერესი მე დავინახე ამ შეხვედრებზე.

ეს არ იყო მოკლეხნიანი შეხვედრები, საკმაოდ დიდი დრო გვქონდა იმისთვის, რომ თითოეული საკითხი განგვეხილა. განგვეხილა ის პრობლემატიკა, რაც არის ჩვენს ურთიერთობებში - როგორ შეიძლება ამ პრობლემატიკის აღმოფხვრა ერთის მხრივ და მეორე, როგორ შეიძლება ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარება.

რა თქმა უნდა, მე ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ დახურული შეხვედრები იყო და ამის უფლება არც მაქვს, თუმცა გეტყვით, რომ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს მიდგომამ შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით. ეს არის ის სტრატეგიული დერეფანი, რომელიც დღეს ყველას აინტერესებს. ამ მხრივ, მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს დერეფანი, ამ დერეფანთან დაკავშირებული სფეროები, მათ შორის ენერგეტიკა, ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, უსაფრთხოება, ეს ყველაფერი არის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ინტერესში. ამიტომ, ჩვენ სწორედ იმაზე უნდა ავაწყოთ ჩვენი ახალი ურთიერთობები, რაც როგორც ჩვენს ინტერესშია, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ინტერესშია.

ახალი ადმინისტრაცია ძალიან განსხვავდება წინა ადმინისტრაციისგან. ესეც აუცილებლად სათქმელია. აქ არის როგორც ღირებულებითი განსხვავება, ასევე არის მსოფლმხედველობრივი განსხვავება და ეს მსოფლმხედველობრივი განსხვავება ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ ახალი უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც ნოემბერში გამოიცა და სწორედ ამ უსაფრთხოების სტრატეგიის ავტორთან მქონდა შეხვედრა.

მაქვს მოლოდინი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრებისა. თუმცა, ეს არის სამუშაო პროცესი. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმ საკითხებზე, რომლებიც ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია. ამ პირობით უნდა შევიდეთ ახალ  მოლაპარაკებებში", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
ლევან მახაშვილი - სააკაშვილის მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმა ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას, რათა მარტივად შეძლონ საზოგადოების მანიპულირება სხვადასხვა თემაზე
ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
კახა კალაძე - პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
კახა კალაძე - წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ჩამოსული, დიპლომატიური საქმიანობის გარდა ყველაფერს აკეთებს
კახა კალაძე - ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით
გაეროს გენერალური მდივანი: ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს
ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
ირაკლი ჩიქოვანი: "ქართული ჯარი არა მხოლოდ ჩვენი სამშობლოს დაცვის გარანტია, არამედ ეროვნული ღირებულებების ძლიერი კერაა"
შალვა პაპუაშვილი - მშვიდობა არ არის შემთხვევითობა, ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის
ირაკლი კობახიძე – დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველი
ცესკოს ხელმძღვანელობამ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მიიღო მონაწილეობა
დავით ქართველიშვილი: კრიზისებისა და ტრადიციული მარშრუტების გადატვირთვის ფონზე აშშ ობიექტურად დაინტერესებულია სანდო პარტნიორებით და საქართველო ამ კონფიგურაციაში აძლიერებს საკუთარ პოზიციებს
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება – მაპატიოს ყველამ, მიკერძოებული ვარ, ვხედავდი პატრიარქის დამოკიდებულებას, ჩემს თვალწინ იყო მოსაყდრის გამორჩევის პროცესი
საქართველოს მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვევიან -მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში
გიორგი შარაშიძე - ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზია, ასეთ ძალასთან, რომელიც ხელისუფლების გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ურთიერთობა არასოდეს გვექნება
თამარ ჩერგოლეიშვილი - სააკაშვილის ფეისბუქ-მოწოდებები „ფედერალისტებს“ ერთ ყურშიც კი არ შესდით, მეორედან რომ გაუვიდეთ
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია მთლად ისე ნუ წარმოაჩენს მდგომარეობას, რომ ქართველ ექიმებს არავინ ენდობა, არ ეცადოთ ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ
შალვა პაპუაშვილი - "ალიანსი" შეეცადა, თავი ახლად წარმოეჩინა, მაგრამ ხალხმა დაინახა, იქ არიან სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია და ყველა "ნაცი", შეეცადნენ, ეთქვათ, ეს ახალი "ალიანსია"