ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში გამნაღმველებივით ვმუშაობთ - ერთი ნაბიჯი იქეთ ან აქეთ და შეიძლება ქვეყანა აგვიფეთქდეს

 

ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, სადაც 2020 წლიდან მოყოლებული ვართ სულ კონფლიქტებსა და ომებში, ჩვენ ვმუშაობთ გამნაღმველებივით. ერთი ნაბიჯი იქეთ ან აქეთ და შეიძლება ქვეყანა აგვიფეთქდეს, ამიტომ ამას სჭირდება იუველირული სიზუსტით მოქმედება, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები" საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპის კავშირთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ევროპის კავშირთან დაპირისპირების სპირალი იწყება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე მოვლენას. ჩვენ არ უნდა გვიყურონ რუსეთის ჭრილში, ჩვენ არ უნდა შეგვხედონ ისე, რომ საქართველოს რა და როგორ შეუძლია ავნოს რუსეთს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ რუსეთის გამაღიზიანებელი და არ უნდა შეგვხედონ ასე.

რა ახსნა აქვს საქართველოდან 4 წელია ითხოვენ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას და იგივეს არ ითხოვენ მოლდოვისგან, რომელიც არის ასევე კანდიდატი ქვეყანა. რა ინტერესი აქვს კონკრეტული ევროკავშირს რომ მაინცდამაინც საქართველომ დაუწესოს რუსეთს სანქციები რომლის ვაჭრობა რუსეთთან არის 0,3%.

იმის გამო, რომ ჩვენ არ ვიყავით მათთვის კომფორტული ხელისუფლება და არ გავყევით მათ ყველაფერ იმაში, რაც გვთხოვეს, შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ სხვა ძალებზე დაედოთ ფსონი და გადაწყვიტეს საქართველოში რეჟიმის ცვლილება", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
გაეროს გენერალური მდივანი: ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს
ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
ირაკლი ჩიქოვანი: "ქართული ჯარი არა მხოლოდ ჩვენი სამშობლოს დაცვის გარანტია, არამედ ეროვნული ღირებულებების ძლიერი კერაა"
შალვა პაპუაშვილი - მშვიდობა არ არის შემთხვევითობა, ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის
ირაკლი კობახიძე – დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველი
ცესკოს ხელმძღვანელობამ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მიიღო მონაწილეობა
დავით ქართველიშვილი: კრიზისებისა და ტრადიციული მარშრუტების გადატვირთვის ფონზე აშშ ობიექტურად დაინტერესებულია სანდო პარტნიორებით და საქართველო ამ კონფიგურაციაში აძლიერებს საკუთარ პოზიციებს
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება – მაპატიოს ყველამ, მიკერძოებული ვარ, ვხედავდი პატრიარქის დამოკიდებულებას, ჩემს თვალწინ იყო მოსაყდრის გამორჩევის პროცესი
საქართველოს მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვევიან -მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში
გიორგი შარაშიძე - ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზია, ასეთ ძალასთან, რომელიც ხელისუფლების გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ურთიერთობა არასოდეს გვექნება
თამარ ჩერგოლეიშვილი - სააკაშვილის ფეისბუქ-მოწოდებები „ფედერალისტებს“ ერთ ყურშიც კი არ შესდით, მეორედან რომ გაუვიდეთ
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია მთლად ისე ნუ წარმოაჩენს მდგომარეობას, რომ ქართველ ექიმებს არავინ ენდობა, არ ეცადოთ ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ
შალვა პაპუაშვილი - "ალიანსი" შეეცადა, თავი ახლად წარმოეჩინა, მაგრამ ხალხმა დაინახა, იქ არიან სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია და ყველა "ნაცი", შეეცადნენ, ეთქვათ, ეს ახალი "ალიანსია"
ირაკლი კობახიძე - ყველანი ვხედავთ, რა მდგომარეობაა უკრაინასა და მოლდოვაში, ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ მოლდოვა ან უკრაინა ასწრებს საქართველოს, არის ცარიელი სპეკულაციები
ირაკლი კობახიძე - მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა, ლოგიკურია, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, რადიკალური ოპოზიციის ალიანსიდან ჩვენ კადრებს ვერ შევარჩევთ
დავით მათიკაშვილი - რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირება და ალიაქოთი აქვთ, მათი ვითომ შემდგარი ფანჩატური ისევ ჩამოიშლება
ირაკლი კობახიძე გერმანიაზე - შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებ-გვერდებზე, ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია გამოვიდეს მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან
ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხთან ურთიერთობის რესურსი, თავად მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი, რადგან სიკეთე არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, ბოროტება ბევრი გააკეთეს