მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს პირველ რიგში ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს, მთლიანად სახელმწიფოს და მოქალაქეებს

 

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს პირველ რიგში ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს და მერე მთლიანად სახელმწიფოს და მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა" განაცხადა.

 

პრეზიდენტმა ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრაგმატული, ეროვნულ ინტერესზე მორგებული სამოქმედო გეგმით და პოლიტიკით,  საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს მშვიდობის კუნძულს უწოდებენ. 

 

„ვიქნები გულწრფელი, მომზადებული შევხვდით ამ პროცესებს. ეს იყო გონიერი, თანმიმდევრული, პრაგმატული, ეროვნულ ინტერესზე მორგებული სამოქმედო გეგმა და პოლიტიკა და აქ მთავარი საკითხი იყო, რომ რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო ჩვენი საზოგადოების ინფორმირება, თუ რა პროცესები შეიძლებოდა განვითარებულიყო ჩვენს გარშემო. ჩვენ წინასწარ ვსაუბრობდით ამ თემებზე და კარგია, რომ ამისთვის ჩვენ მოვემზადეთ და ის, რომ ჩვენი გონიერი საზოგადოება დადგა თავის ხელისუფლებასთან ერთად, სწორედ ამან მოიტანა ის პროცესები, რომელიც ჩვენთან დღეს მიმდინარეობს. არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მშვიდობის კუნძული  ამ სიტუაციაში, ამ ცეცხლის რკალში. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, რა თქმა უნდა, დიდი ზეწოლების ფონზე, თუმცა ეს ყველაფერი წინასწარ ვიცოდით, მთავარია არ იყოს პანიკა, ქაოსი და ყოველთვის იყოს მომზადებული ჩვენი ხელისუფლება იმისთვის, რომ გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევებს", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

მისივე თქმით, პრეზიდენტი იქნება, აღმასრულებელი ხელისუფლება თუ თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებელია თავის სახელმწიფოზე, ეს უნდა გაითავისოს ყველამ და საქართველო ყოველთვის მომზადებული შეხვდება ნებისმიერ გამოწვევას.

 

„უდიდესი გამოცდილება აქვს ჩვენს ქვეყანა, ჩვენს ერს, სახელმწიფოს და მსგავს გამოწვევებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, თუ გონიერია ხელისუფალი, როგორ იმოქმედოს და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე,  პრაგმატიზმმა, რეალობის სწორად აღქმამ, გამოწვევების წინასწარ გაანალიზებამ  და საზოგადოების მომზადებამ მოიტანა შედეგი და გარდა მშვიდობისა, ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვავითარებთ ქვეყანას. ეტაპობრივად ვეხებით თითქმის ყველა სფეროს. უმთავრესი საკითხებია, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება, ეკონომიკური ზრდა, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და ამისთვის ყველა ერთად, მნიშვნელობა არ აქვს ეს პრეზიდენტი იქნება, აღმასრულებელი ხელისუფლება თუ თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებელია თავის სახელმწიფოზე და ეს კიდევ უფრო მეტად უნდა გავითავისოთ თითოეულმა ჩვენგანმა და ყოველთვის მომზადებული შევხვდებით ნებისმიერ გამოწვევას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვევიან -მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში
გიორგი შარაშიძე - ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზია, ასეთ ძალასთან, რომელიც ხელისუფლების გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ურთიერთობა არასოდეს გვექნება
თამარ ჩერგოლეიშვილი - სააკაშვილის ფეისბუქ-მოწოდებები „ფედერალისტებს“ ერთ ყურშიც კი არ შესდით, მეორედან რომ გაუვიდეთ
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია მთლად ისე ნუ წარმოაჩენს მდგომარეობას, რომ ქართველ ექიმებს არავინ ენდობა, არ ეცადოთ ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ
შალვა პაპუაშვილი - "ალიანსი" შეეცადა, თავი ახლად წარმოეჩინა, მაგრამ ხალხმა დაინახა, იქ არიან სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია და ყველა "ნაცი", შეეცადნენ, ეთქვათ, ეს ახალი "ალიანსია"
ირაკლი კობახიძე - ყველანი ვხედავთ, რა მდგომარეობაა უკრაინასა და მოლდოვაში, ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ მოლდოვა ან უკრაინა ასწრებს საქართველოს, არის ცარიელი სპეკულაციები
ირაკლი კობახიძე - მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა, ლოგიკურია, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, რადიკალური ოპოზიციის ალიანსიდან ჩვენ კადრებს ვერ შევარჩევთ
დავით მათიკაშვილი - რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირება და ალიაქოთი აქვთ, მათი ვითომ შემდგარი ფანჩატური ისევ ჩამოიშლება
ირაკლი კობახიძე გერმანიაზე - შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებ-გვერდებზე, ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია გამოვიდეს მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან
ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხთან ურთიერთობის რესურსი, თავად მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი, რადგან სიკეთე არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, ბოროტება ბევრი გააკეთეს
სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და მნიშვნელოვანია გამოწვევების გადასაჭრელად - ვახტანგ ბაჩიაშვილი
პარლამენტმა თვითმმართველი ქალაქებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილების მინიჭებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პრემიერი: რთული წლები გამოვიარეთ - ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება
ირაკლი კობახიძე - მამუკა მდინარაძე არის გამორჩეულად წარმატებული წევრი ჩვენს გუნდში, დარწმუნებული ვარ, ამ ფუნქციებით ის კიდევ უფრო წარმატებული იქნება
ირაკლი კობახიძე - ფუნდამენტური ცვლილებები გვაქვს ყველა მიმართულებით, ამას სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო განვითარება, რასაც ემსახურება სტრუქტურული ცვლილებები
ირაკლი კობახიძე - ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეთერთმეტე ფანჩატური და მეთერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის იმედი, ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის იმედზე და მომავალშიც გვაქვს სწორედ ქართველი ხალხის იმედი
ირაკლი კობახიძე - ძალიან მძიმეა, როცა ევროკავშირის ელჩი ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, მისი განცხადება არ იყო სიახლე, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ რეაგირება
ირაკლი კობახიძე - მამუკა მდინარაძის მიერ დაწყებულ ცვლილებებს სჭირდება გაგრძელება, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შესრულდება გეკა გელაძის ხელმძღვანელობის პირობებში