აბას არაღჩი - ირანი ღიაა მოლაპარაკებების გასამართად იმ ქვეყნებთან, რომელთაც სურთ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოდ შესვლა

 

ირანი ღიაა მოლაპარაკებების გასამართად იმ ქვეყნებთან, რომელთაც სურთ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოდ შესვლა და რამდენიმე მათგანმა უკვე მოგვმართა. შესაბამისი განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ გააკეთა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა ირანს დართოს გემებს უფლება გაიარონ ჰორმუზის სრუტეში, არაღჩიმ უპასუხა:

„ჩვენ ღია ვართ იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენთან საუბარი მათი გემების უსაფრთხო გავლის შესახებ.

მე არ შემიძლია რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ხსენება, მაგრამ ჩვენ მოგვმართა არაერთმა ქვეყანამ, რომელთაც სურთ თავიანთი გემებისთვის უსაფრთხო გასასვლელი", - განაცხადა არაღჩიმ CBS News-თან.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ირანის სამხედროების გადასაწყვეტია.

„ეს ჩვენი სამხედროების გადასაწყვეტია და მათ უკვე გადაწყვიტეს, რომ სხვადასხვა ქვეყნის გემების ჯგუფს უსაფრთხოდ გავლის უფლება მისცენ, ამიტომ ჩვენ მათ უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ", - დასძინა მან.

გარდა ამისა, ინტერვიუში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანი ამჟამად არ ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას ან მოლაპარაკებებს აშშ-სთან მიმდინარე ომის ფონზე, თუმცა პირობა დადო, რომ მზად არიან დაიცვან თავი იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

 

 





მსგავსი სიახლეები
„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ კუბის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს
სერგეი შოიგუ - უკრაინული დრონების განვითარების დინამიკა და მათი გამოყენების მეთოდები ისეთია, რომ რუსეთის არც ერთი რეგიონი აღარ შეიძლება, თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს
ძალების გაერთიანებით უკრაინასა და აშშ-ს შეუძლიათ, მასირებული თავდასხმის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ქვეყნის ცა დაკეტონ -ვოლოდიმირ ზელენსკი
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ირანელი მაღალჩინოსნის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაციას ადასტურებს
ემანუელ მაკრონი თავს არიდებს, გაწევრიანდეს კოალიციაში ჰორმუზის სრუტის დასაცავად -"აქსიოსი"
The Hill: ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე გამარჯვების გამოსაცხადებლად მზად არ არის
ჩვენ არ მივიღებთ ირანთან ომში მონაწილეობას - ფრიდრიხ მერცი
ტრამპი იმ მოკავშირეებს აკრიტიკებს, რომლებმაც ჰორმუზის სრუტეში დახმარების შესახებ მის მოწოდებაზე უარი განაცხადეს
ტრამპი: აშშ-მა ირანში 7000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და 100-ზე მეტი გემი გაანადგურა
ირანი მეზობელ ქვეყნებს აშშ-ის იერიშების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
გემების მონიტორინგის ორგანიზაცია Marine Traffic - პაკისტანთან დაკავშირებულმა ნავთობტანკერმა ჰორმუზის სრუტეში გაიარა
არ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს - რობერტ ფიცო
დანიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კოკაინის მოხმარება აღიარა
იერუსალიმში, ქნესეთის მახლობლად რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა, დაშავებულია ერთი ადამიანი
,, ქართველ ხალხს, საქართველოს მთავრობას შეუძლია ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს''- უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
გერმანია ეკონომიკური კატასტროფის წინაშე დგას. მთავრობას რეალური მხარდაჭერა აღარ აქვს - ალის ვაიდელი
საფრანგეთმა მოითხოვა, მისი წარმომადგენლების რუსეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური ყოფილიყო, თუმცა ეს ინფორმაცია თავად გაავრცელეს - ლავროვი
ოსკარი 2026-ის გამარჯვებულები
ფაქტობრივად, ირანი დავამარცხეთ -დონალდ ტრამპი
დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა