ფაქტობრივად, ირანი დავამარცხეთ -დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი ირანთან კონტაქტზეა, თუმცა ეჭვი გამოთქვა, რომ თეირანი მზად იყოს კონფლიქტის დასასრულებლად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის.
„ჩემი აზრით, ჩვენ, ფაქტობრივად, დავამარცხეთ ირანი. ვფიქრობ, მათ შეუძლიათ მცირედი წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ დიდად არა. როგორც იცით, გავანადგურეთ მათი საჰაერო ძალები, საზღვაო ფლოტი, მათი საჰაერო თავდაცვა. მათ საერთოდ არ აქვთ საჰაერო თავდაცვა. ჩვენ მათი ხელმძღვანელობაც მოვიშორეთ ორჯერ თუ სამჯერ, შესაძლოა, სამჯერაც. ამას მალე გავიგებთ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს მოლაპარაკება სურს, თუმცა ტრამპი მიიჩნევს, რომ თეირანი ამისთვის ჯერ მზად არ არის.
„მათ მოლაპარაკება სურთ, ძალიან სურთ. არა მგონია, ამ დროისთვის მზად იყვნენ. მათ ძალიან სურთ მოლაპარაკება, ისე როგორც საჭიროა, მაგრამ არ მგონია, მზად იყვნენ იმისთვის, რაც უნდა გააკეთონ. ვფიქრობ, რაღაც მომენტში მზად იქნებიან", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ირანს მცირე „საცეცხლე ძალა" აქვს დარჩენილი.
„მათი რაკეტების რაოდენობა, როგორც ხედავთ, ძალიან ცოტაა. იცით რატომ? მათ ამდენი რაკეტა არ აქვთ. ვინაიდან მათი წარმოების შესაძლებლობები გავანადგურეთ, დრონების რაოდენობაც მნიშვნელოვნად შემცირდა, დაახლოებით 20%-მდე, მაგრამ ჯერ კიდევ დარჩათ. ისინი საკმაოდ ძლიერები არიან, მაგრამ ჩვენ მათ ვურტყამთ. ვურტყამთ ადგილებს, სადაც დრონებს აწარმოებენ. ვფიქრობთ, ვიცით, უმეტესობა სად არის", - განაცხადა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ არ იცის, საერთოდ სურს თუ არა ირანთან შეთანხმების დადება.
მსგავსი სიახლეები
„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ კუბის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს
სერგეი შოიგუ - უკრაინული დრონების განვითარების დინამიკა და მათი გამოყენების მეთოდები ისეთია, რომ რუსეთის არც ერთი რეგიონი აღარ შეიძლება, თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს
ძალების გაერთიანებით უკრაინასა და აშშ-ს შეუძლიათ, მასირებული თავდასხმის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ქვეყნის ცა დაკეტონ -ვოლოდიმირ ზელენსკი
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ირანელი მაღალჩინოსნის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაციას ადასტურებს
ემანუელ მაკრონი თავს არიდებს, გაწევრიანდეს კოალიციაში ჰორმუზის სრუტის დასაცავად -"აქსიოსი"
The Hill: ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე გამარჯვების გამოსაცხადებლად მზად არ არის
ჩვენ არ მივიღებთ ირანთან ომში მონაწილეობას - ფრიდრიხ მერცი
ტრამპი იმ მოკავშირეებს აკრიტიკებს, რომლებმაც ჰორმუზის სრუტეში დახმარების შესახებ მის მოწოდებაზე უარი განაცხადეს
ტრამპი: აშშ-მა ირანში 7000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და 100-ზე მეტი გემი გაანადგურა
ირანი მეზობელ ქვეყნებს აშშ-ის იერიშების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
გემების მონიტორინგის ორგანიზაცია Marine Traffic - პაკისტანთან დაკავშირებულმა ნავთობტანკერმა ჰორმუზის სრუტეში გაიარა
არ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს - რობერტ ფიცო
დანიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კოკაინის მოხმარება აღიარა
იერუსალიმში, ქნესეთის მახლობლად რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა, დაშავებულია ერთი ადამიანი
,, ქართველ ხალხს, საქართველოს მთავრობას შეუძლია ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს''- უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
გერმანია ეკონომიკური კატასტროფის წინაშე დგას. მთავრობას რეალური მხარდაჭერა აღარ აქვს - ალის ვაიდელი
საფრანგეთმა მოითხოვა, მისი წარმომადგენლების რუსეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური ყოფილიყო, თუმცა ეს ინფორმაცია თავად გაავრცელეს - ლავროვი
ოსკარი 2026-ის გამარჯვებულები
ფაქტობრივად, ირანი დავამარცხეთ -დონალდ ტრამპი
დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა