პრემიერი: საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის „მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია
საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს
დემოკრატია, ადამიანის უფლებები, შემწყნარებლობა, შეკრების თავისუფლება, მედიის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი, პოლიტიკური პლურალიზმი, დემოკრატიული არჩევნები და ბევრი სხვა რამ. ამ თემაზე, მზად ვართ, გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველასთან, ვისაც ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ჭირდება არა დემოკრატიული სისტემის გამუდმებული
საბოტაჟი, არამედ კონსტიტუციური წყობილების გამართული ფუნქციონირება.
„საქართველოს ჭირდება არა ბუნდოვანება, არამედ გამჭვირვალობა. საქართველოს ჭირდება არა ტოტალური ლგბტ პროპაგანდა, არამედ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთან ინტერესების დაცვა. საქართველოს ჭირდება არა მუდმივი ქაოსი და არეულობა, არამედ მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველოს ჭირდება არა სიცრუე და სიძულვილი, არამედ ობიექტური მედია. საქართველოს ჭირდება არა უმცირესობის ძალადობა უმრავლესობაზე, არამედ უმრავლესობის დემოკრატიული მმართველობა. საქართველოს ჭირდება არა კრიმინალი პოლიტიკაში, არამედ სამართლის უზენაესობა სახელმწიფო მმართველობაში. საქართველოს ჭირდება არა ის, რასაც ითხოვენ მოსკოვის მექანიზმის ავტორები, არამედ ის, რასაც მხარი დაუჭირა საქართველოს მოსახლეობამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ეს არის მშვიდობა, სუვერენიტეტი და წინსვლა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს ქართველი ხალხის ნების შესაბამისად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე: მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას
,,ახალი სისტემით სახელმწიფო ქონების გასხვისება და შესყიდვები სრულად გამჭვირვალე ონლაინ პროცედურებით განხორციელდება, რაც კორუფციის რისკებს მაქსიმალურად ამცირებს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას - რამდენი ქონება გასხვისდა ერთ ლარად იმ დროს, როდესაც თქვენ მოღვაწეობდით მთავრობის ადმინისტრაციაში და როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე - სწორედ ინსტიტუტების დეპოლიტიზებას ვაკეთებთ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება
პრემიერი: მხოლოდ 6 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი საქმე აღიძრა პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიმართ, რაც კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას - არსებობს ხატოვანი გამონათქვამი, იყავით და გაგეკეთებინათ, ვინ გიშლიდათ
ირაკლი კობახიძე - ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ჩვენს საქმიანობაში ვერავინ ნახავს ერთ კორუფციულ გადაცდომასაც კი
ირაკლი კობახიძე - კახა ბენდუქიძე მინისტრი იყო და თავის თავზე ყიდდა ქონებას 1 ლარად. ეს არის კორუფციის ხელოვნების დონემდე აყვანა, ჩვენ ამ მაგალითს გამეორება არ გვინდა
ირაკლი კობახიძე - დაინერგა ახალი პლატფორმები, იმისათვის, რომ სრულიად გამჭვირვალე გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვები, უკვე შედეგიც სახეზეა
ირაკლი კირცხალია: საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს 6 წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს
"ყულევის პორტთან დაკავშირებით გერმანიის ელჩი ტყუილებს ავრცელებდა"- ლევან მახაშვილი
,,ყულევის პორტთან დაკავშირებით საქმის დეტალები არ მაქვს, მაგრამ როგორც მე ვხედავ, რუსული ნავთობი ევროკავშირში ხელახლა ექსპორტირდებოდა''- ევროკომისიის პრესსპიკერი
"პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება"- პრემიერი
,, საქართველო აშშ-ს სთავაზობს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით ''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, სწორედ იმის გამო, რომ ამ ადამიანმა დაინახა კონკრეტული პრობლემები, გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება,
პრემიერი - ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ძალების კარნახით
ირაკლი კობახიძე - „ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან
პრემიერი - ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით: ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის, არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს