საფრანგეთმა მოითხოვა, მისი წარმომადგენლების რუსეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური ყოფილიყო, თუმცა ეს ინფორმაცია თავად გაავრცელეს - ლავროვი
საფრანგეთმა მოითხოვა, რომ მისი წარმომადგენლების რუსეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური ყოფილიყო, თუმცა პრესისთვის ეს ინფორმაცია თავად გაავრცელეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„სხვათა შორის, ფრანგებმა, რომლებმაც ასეთი კონტაქტი მოითხოვეს, თავიანთ მოთხოვნაში შეიტანეს სურვილი, რომ ეს კონტაქტი კონფიდენციალური დარჩენილიყო. თუმცა, საბოლოოდ, როგორც გესმით, მათ თავად გაავრცელეს ეს ინფორმაცია, არ ვიცი რა მიზნით - შესაძლოა, იმის საჩვენებლად, რომ ევროპა ძალიან ცდილობს, მაგრამ მოლაპარაკებებში არ უშვებენ", - თქვა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების დიალოგის ფარგლებში რუსეთში ვიზიტის დროს საფრანგეთის წარმომადგენელს „არაფერი ახალი" არ უთქვამს.
მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან „რამდენიმე ევროპელ კოლეგას" შესთავაზა რუსეთთან დიალოგის განახლება და მისი დიპლომატიური მრჩეველი ემანუელ ბონი, სავარაუდოდ, თებერვალში მოსკოვს ეწვია.
მსგავსი სიახლეები
„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ კუბის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს
სერგეი შოიგუ - უკრაინული დრონების განვითარების დინამიკა და მათი გამოყენების მეთოდები ისეთია, რომ რუსეთის არც ერთი რეგიონი აღარ შეიძლება, თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს
ძალების გაერთიანებით უკრაინასა და აშშ-ს შეუძლიათ, მასირებული თავდასხმის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ქვეყნის ცა დაკეტონ -ვოლოდიმირ ზელენსკი
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ირანელი მაღალჩინოსნის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაციას ადასტურებს
ემანუელ მაკრონი თავს არიდებს, გაწევრიანდეს კოალიციაში ჰორმუზის სრუტის დასაცავად -"აქსიოსი"
The Hill: ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე გამარჯვების გამოსაცხადებლად მზად არ არის
ჩვენ არ მივიღებთ ირანთან ომში მონაწილეობას - ფრიდრიხ მერცი
ტრამპი იმ მოკავშირეებს აკრიტიკებს, რომლებმაც ჰორმუზის სრუტეში დახმარების შესახებ მის მოწოდებაზე უარი განაცხადეს
ტრამპი: აშშ-მა ირანში 7000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და 100-ზე მეტი გემი გაანადგურა
ირანი მეზობელ ქვეყნებს აშშ-ის იერიშების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
გემების მონიტორინგის ორგანიზაცია Marine Traffic - პაკისტანთან დაკავშირებულმა ნავთობტანკერმა ჰორმუზის სრუტეში გაიარა
არ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს - რობერტ ფიცო
დანიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კოკაინის მოხმარება აღიარა
იერუსალიმში, ქნესეთის მახლობლად რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა, დაშავებულია ერთი ადამიანი
,, ქართველ ხალხს, საქართველოს მთავრობას შეუძლია ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს''- უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
გერმანია ეკონომიკური კატასტროფის წინაშე დგას. მთავრობას რეალური მხარდაჭერა აღარ აქვს - ალის ვაიდელი
საფრანგეთმა მოითხოვა, მისი წარმომადგენლების რუსეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური ყოფილიყო, თუმცა ეს ინფორმაცია თავად გაავრცელეს - ლავროვი
ოსკარი 2026-ის გამარჯვებულები
ფაქტობრივად, ირანი დავამარცხეთ -დონალდ ტრამპი
დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა