დანიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კოკაინის მოხმარება აღიარა
დანიაში, ლიბერალური ალიანსის ლიდერმა ალექს ვანოფსლაგმა, Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომ პარტიის ლიდერობის დროს კოკაინს იღებდა, რაც მისივე თქმით, დანიური მედიის ზეწოლის შედეგი იყო.
"ასე რომ, დიახ, პარტიის ლიდერობის დასაწყისში კოკაინის მიღება მიცდია. ეს ერთხელ ან ორჯერ მოხდა სადღესასწაულო გარემოში, რა თქმა უნდა, არასდროს სამსახურში ყოფნის დროს", - წერს ვანოფსლაგი, რომლის მემარჯვენე პარტია, 24 მარტის არჩევნების წინ, ბოლო გამოკითხვებში მესამე ადგილს იკავებს.
ამასთან, დანიის პრემიერ-მინისტრობის 34 წლის კანდიდატი აცხადებს, რომ ავადმყოფობის შემდეგ, მან ცხოვრების წესი შეიცვალა.
"სტრესთან დაკავშირებული ავადმყოფობის შემდეგ, ჭიქა ღვინის გარდა არაფერი დამილევია. ეს ის არ არის, რისი გაზიარებაც მსურს, რადგან ვიცი როგორ წარმოაჩენს ამას მედია. უკვე წარმომიდგენია გაზეთების სათაურები", - წერს ვანოფსლაგი და იმედოვნებს, რომ დანიელები მას შეაფასებენ "იმის მიხედვით, თუ ვინ ვარ დღეს".
წყარო: politico
მსგავსი სიახლეები
„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ კუბის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს
სერგეი შოიგუ - უკრაინული დრონების განვითარების დინამიკა და მათი გამოყენების მეთოდები ისეთია, რომ რუსეთის არც ერთი რეგიონი აღარ შეიძლება, თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს
ძალების გაერთიანებით უკრაინასა და აშშ-ს შეუძლიათ, მასირებული თავდასხმის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ქვეყნის ცა დაკეტონ -ვოლოდიმირ ზელენსკი
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ირანელი მაღალჩინოსნის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაციას ადასტურებს
ემანუელ მაკრონი თავს არიდებს, გაწევრიანდეს კოალიციაში ჰორმუზის სრუტის დასაცავად -"აქსიოსი"
The Hill: ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე გამარჯვების გამოსაცხადებლად მზად არ არის
ჩვენ არ მივიღებთ ირანთან ომში მონაწილეობას - ფრიდრიხ მერცი
ტრამპი იმ მოკავშირეებს აკრიტიკებს, რომლებმაც ჰორმუზის სრუტეში დახმარების შესახებ მის მოწოდებაზე უარი განაცხადეს
ტრამპი: აშშ-მა ირანში 7000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და 100-ზე მეტი გემი გაანადგურა
ირანი მეზობელ ქვეყნებს აშშ-ის იერიშების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
გემების მონიტორინგის ორგანიზაცია Marine Traffic - პაკისტანთან დაკავშირებულმა ნავთობტანკერმა ჰორმუზის სრუტეში გაიარა
არ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს - რობერტ ფიცო
დანიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კოკაინის მოხმარება აღიარა
იერუსალიმში, ქნესეთის მახლობლად რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა, დაშავებულია ერთი ადამიანი
,, ქართველ ხალხს, საქართველოს მთავრობას შეუძლია ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს''- უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
გერმანია ეკონომიკური კატასტროფის წინაშე დგას. მთავრობას რეალური მხარდაჭერა აღარ აქვს - ალის ვაიდელი
საფრანგეთმა მოითხოვა, მისი წარმომადგენლების რუსეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური ყოფილიყო, თუმცა ეს ინფორმაცია თავად გაავრცელეს - ლავროვი
ოსკარი 2026-ის გამარჯვებულები
ფაქტობრივად, ირანი დავამარცხეთ -დონალდ ტრამპი
დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა