ირაკლი კობახიძე - კახა ბენდუქიძე მინისტრი იყო და თავის თავზე ყიდდა ქონებას 1 ლარად. ეს არის კორუფციის ხელოვნების დონემდე აყვანა, ჩვენ ამ მაგალითს გამეორება არ გვინდა
ძალიან ცუდი მაგალითია კორუფციასთან ბრძოლისთვის კახა ბენდუქიძე, ჩვენ შემოვიღეთ პრაქტიკა, რომ აუქციონის გარეშე არაფერი არ იყიდება, ამ კაცმა 1 ლარად წაიღო მთელი აგრარული უნივერსიტეტი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „რუსთავი 2-ზე" დებატებში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, კორუფცია ხელოვნების დონემდე სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნისას იყო ასული.
„რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლის მაგალითად ბატონი კახა ბენდუქიძის მოყვანას, საერთოდ არ შევეხებოდი, ადამიანი გარდაცვლილია, მაგრამ ერთ რამეს აუცილებლად ვიტყვი, რომ ძალიან ცუდი მაგალითია კორუფციასთან ბრძოლისთვის კახა ბენდუქიძე. ჩვენ შემოვიღეთ პრაქტიკა, რომ აუქციონის გარეშე არაფერი არ იყიდება. ამ კაცმა 1 ლარად წაიღ მთელი აგრარული უნივერსიტეტი. დღეს იმაზე ლაპარაკობენ, რომ როგორ შეიძლება, რაღაც ოპტიმიზაცია განხორციელდეს. საერთოდ, სახელმწიფომ დაკარგა აგრარული უნივერსიტეტი, 1 ლარად წაიღო ადამიანმა, რომელიც თვითონ მინისტრი იყო. თავის თავს მიჰყიდა ერთ ლარად. ბატონი ნიკა ობოლაძე რომ საუბრობდა, თითქოს ჩვენ ხელოვნების დონემდე ავიყვანეთ კორუფცია, ხელოვნების დონემდე ასული კორუფცია იყო თქვენი ყოფილი პარტიის ქვეშ ჩამოყალიბებული. კონკრეტულმა მინისტრმა თავის თავს მიჰყიდა ერთ ლარად „ნაცმოძრაობის" დროს, თქვენ რომ პარტიის წევრი იყავით, აგრარული უნივერსიტეტი. სახელმწიფო ქონება დაიკარგა სახელმწიფოს მხრიდან. სადაც არ წავედით, ერთი მიწის ნაკვეთი იყო ბაზალეთზე, ალტ-ინფო ჩვენ გვადანაშაულებდა ამ მიწის გასვისებაზე უცხოელებზე. მივადექით და აღმოჩნდა, აქაც ელოვნების დონემდე აყვანილი კორუფცია. მისცეს ეს მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ მაუწყებელს. რა შუაში იყო, საერთოდ რად უნდოდა, ფიქტიური გარიგება. საზოგადოებრივ მაუწყებელს გადასცეს მიწის ნაკვეთ, რომელმაც ეს მიწის ნაკვეთ მიჰყიდა კახა ბენდუქიძეს. ასევე ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გვინდოდა პარკის მოწყობა, მივადექით, ვისი საკუთრებაა - კახა ბენდუქიძის. მინისტრი იყო და თავის თავზე ყიდდა ქონებას 1 ლარად. ეს არის კორუფციის ხელოვნების დონემდე აყვანა. ჩვენ ამ მაგალითს გამეორება, რა თქმა უნდა, არ გვინდა. დღეს არათუ მინისტრი ვერ მიჰყიდის თავის თავს 1 ლარად სახელმწიფო ქონებას, აუქციონის გარეშე ვერც ერთი ქონება ვერ გაიყიდება და სწორედ ეს არის რეალური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე: მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას
,,ახალი სისტემით სახელმწიფო ქონების გასხვისება და შესყიდვები სრულად გამჭვირვალე ონლაინ პროცედურებით განხორციელდება, რაც კორუფციის რისკებს მაქსიმალურად ამცირებს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას - რამდენი ქონება გასხვისდა ერთ ლარად იმ დროს, როდესაც თქვენ მოღვაწეობდით მთავრობის ადმინისტრაციაში და როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე - სწორედ ინსტიტუტების დეპოლიტიზებას ვაკეთებთ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება
პრემიერი: მხოლოდ 6 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი საქმე აღიძრა პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიმართ, რაც კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას - არსებობს ხატოვანი გამონათქვამი, იყავით და გაგეკეთებინათ, ვინ გიშლიდათ
ირაკლი კობახიძე - ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ჩვენს საქმიანობაში ვერავინ ნახავს ერთ კორუფციულ გადაცდომასაც კი
ირაკლი კობახიძე - კახა ბენდუქიძე მინისტრი იყო და თავის თავზე ყიდდა ქონებას 1 ლარად. ეს არის კორუფციის ხელოვნების დონემდე აყვანა, ჩვენ ამ მაგალითს გამეორება არ გვინდა
ირაკლი კობახიძე - დაინერგა ახალი პლატფორმები, იმისათვის, რომ სრულიად გამჭვირვალე გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვები, უკვე შედეგიც სახეზეა
ირაკლი კირცხალია: საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს 6 წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს
"ყულევის პორტთან დაკავშირებით გერმანიის ელჩი ტყუილებს ავრცელებდა"- ლევან მახაშვილი
,,ყულევის პორტთან დაკავშირებით საქმის დეტალები არ მაქვს, მაგრამ როგორც მე ვხედავ, რუსული ნავთობი ევროკავშირში ხელახლა ექსპორტირდებოდა''- ევროკომისიის პრესსპიკერი
"პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება"- პრემიერი
,, საქართველო აშშ-ს სთავაზობს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით ''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, სწორედ იმის გამო, რომ ამ ადამიანმა დაინახა კონკრეტული პრობლემები, გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება,
პრემიერი - ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ძალების კარნახით
ირაკლი კობახიძე - „ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან
პრემიერი - ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით: ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის, არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს