ირაკლი კობახიძე - ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა აცხადებს, რომ იბრძვის კორუფციასთან და მზად არის, კორუფციის ნებისმიერ შემთხვევაზე ჰქონდეს რეაგირება.
„ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც ნახავთ კორუფციას. დღეს ჩვენ მარტო ვიბრძვით კორუფციის წინააღმდეგ. არავინ არ გვეხმარება. ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვიბრძვით კორუფციასთან და მზად ვართ, კორუფციის ნებისმიერ შემთხვევაზე გვქონდეს რეაგირება. მოგვაწოდეთ კორუფციის თუნდაც ერთი ფაქტი, სადაც ლიცენზია ან ნებართვა გაიცა უკანონოდ, ქრთამის სანაცვლოდ. მოგვაწოდეთ ერთი ფაქტი, სადაც პრივატიზაცია განხორციელდა და სახელმწიფომ იმაზე ნაკლები მიიღო, ვიდრე უნდა მიეღო. მოგვაწოდეთ ერთი ფაქტი, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაო უნდა დამჯდარიყო, მაგალითად, მილიონი და დაჯდა 1 მლნ 50 000. ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ. ამას რომ ვკითხულობთ და ამაზე პასუხი არ არის და არის ზოგადი განცხადებები, ეს გვარწმუნებს იმაში, რომ სწორ გზას ვადგავართ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ იმაზე, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი ბრძოლა", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ რაც ურო მეტად დაუახლოვდება საქართველო ევროკავშირს, რაც მეტ ვალდებულებას შეასრულებს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მით უფრო გაიზრდება ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობა.
„რაც შეეხება ლიცენზია-ნებართვებს და ტირანიასთან ამის შედარებას, ლიცენზია-ნებართვები რომ ნახოთ ევროკავშირში, საითკენაც ყველა მივისწრაფვით, ორმაგი და სამმაგია ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობა. მაშინ გამოდის, რომ არც ევროკავშირი გვინდა და არც რაიმე ამდაგვარი. რეალურად, რაც ურო მეტად დავუახლოვდებით ევროკავშირს, რაც მეტ ვალდებულებას შევასრულებთ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მით უფრო გაიზრდება ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობა. ეს არის გარდაუვალი, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პოლიტიკური მიზანი არჩეული", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე: მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას
,,ახალი სისტემით სახელმწიფო ქონების გასხვისება და შესყიდვები სრულად გამჭვირვალე ონლაინ პროცედურებით განხორციელდება, რაც კორუფციის რისკებს მაქსიმალურად ამცირებს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას - რამდენი ქონება გასხვისდა ერთ ლარად იმ დროს, როდესაც თქვენ მოღვაწეობდით მთავრობის ადმინისტრაციაში და როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე - სწორედ ინსტიტუტების დეპოლიტიზებას ვაკეთებთ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება
პრემიერი: მხოლოდ 6 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი საქმე აღიძრა პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიმართ, რაც კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას - არსებობს ხატოვანი გამონათქვამი, იყავით და გაგეკეთებინათ, ვინ გიშლიდათ
ირაკლი კობახიძე - ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ჩვენს საქმიანობაში ვერავინ ნახავს ერთ კორუფციულ გადაცდომასაც კი
ირაკლი კობახიძე - კახა ბენდუქიძე მინისტრი იყო და თავის თავზე ყიდდა ქონებას 1 ლარად. ეს არის კორუფციის ხელოვნების დონემდე აყვანა, ჩვენ ამ მაგალითს გამეორება არ გვინდა
ირაკლი კობახიძე - დაინერგა ახალი პლატფორმები, იმისათვის, რომ სრულიად გამჭვირვალე გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვები, უკვე შედეგიც სახეზეა
ირაკლი კირცხალია: საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს 6 წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს
"ყულევის პორტთან დაკავშირებით გერმანიის ელჩი ტყუილებს ავრცელებდა"- ლევან მახაშვილი
,,ყულევის პორტთან დაკავშირებით საქმის დეტალები არ მაქვს, მაგრამ როგორც მე ვხედავ, რუსული ნავთობი ევროკავშირში ხელახლა ექსპორტირდებოდა''- ევროკომისიის პრესსპიკერი
"პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება"- პრემიერი
,, საქართველო აშშ-ს სთავაზობს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით ''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, სწორედ იმის გამო, რომ ამ ადამიანმა დაინახა კონკრეტული პრობლემები, გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება,
პრემიერი - ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ძალების კარნახით
ირაკლი კობახიძე - „ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან
პრემიერი - ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით: ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის, არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს