ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას - რამდენი ქონება გასხვისდა ერთ ლარად იმ დროს, როდესაც თქვენ მოღვაწეობდით მთავრობის ადმინისტრაციაში და როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი

 

მოვედით და მთლიანად დავარეგულირეთ პროცესი, აუქციონის გარეშე არაფერი აღარ იყიდება, რაც თეორიულადაც კი გამორიცხავს კორუფციის რისკებს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალედ აუქციონზე გადის ნებისმიერი ქონება. 

 

„იყავით და გაგეკეთებინათ. რამდენი ქონება გასხვისდა ერთ ლარად იმ დრო, როდესაც თქვენ მოღვაწეობდით მთავრობის ადმინისტრაციაში და როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი. ნეპოტიზმი - ვინ გიშლიდათ. ნეპოტიზმი მაშინაც იყო რეალურად როგორც რკინიგზაში, ისე ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში, ისე სხვაგან. ჩვენ პოლიტიკური ნება და გამბედაობა აღმოგვაჩნდა იმისათვის, რომ ნეპოტიზმის პრაქტიკა მთლიანად მოგვესპო სახელმწიფო საწარმოებში. იყავით და გაგეკეთებინათ. 

 

რაც შეეხება იმას, რომ სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა არ არის კორუფცია, რა თქმა უნდა, ამით დავიწყე საუბარი. მარტო ეს არ არის, ეს არის ერთი პატარა ნაწილი კორუფციასთან ბრძოლის, ყველაფერი დანარჩენი არის უფრო მნიშვნელოვანი, რაზეც მე მქონდა საუბარი. 

 

რაც შეეხება რესურსების პირთა ვიწრო წრეში კონცენტრირება, სახელმწიფოს მიტაცება, აქაც არ არსებობს არავითარი კონკრეტული ფაქტი, გარემოებათა ერთობლიობა, სხვათა შორის სახელმწიფოს მიტაცება მაშინაც აქტუალური ტერმინი იყო, NGO-ები ატრიალენდნენ ამას როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერ-მინისტრი. სახელმწიფოს მიტაცება მერე არ მოუგონიათ, არც ღარიბაშვილის და არც ჩემ დროს. თავის დროზე თქვენი თავმჯდომარე როცა იყო პრემიერ-მინისტრი, ეს ყალბი მესიჯები მაშინაც ტრიალებდა  NGO-ების მხრიდან და კონკრეტული უცხოელი სუბიექტების მხრიდან, მაშინ ერთად ვიცავდით სახელმწიფოს ამ ყალბი ნარატივისგან.  დღეს თქვენ თვითონვე იმეორებთ იმ ტერმინს, რასაც თქვენი პარტიის თავმჯდომარის წინააღმდეგ იყენებდნენ სრულიად ყალბად თავის დროზე. 

 

რაც შეეხება OECD-ის, კორუფცია არაფერ შუაში არ არის OECD-იდან გასვლასთან. საერთოდ სხვა მოთხოვნები ჰქონდათ. რეალურად OECD-იმ რატომღაც გადაწყვიტა ის მოთხოვნები, რომლებიც თავის დროზე იყო ასახული, მათ შორის მიშელის შეთანხმებაში, გადმოეტანათ თავისკენ და ჩვენ გვთხოვდა ამ თავისი ხაზით, კონრკეტული არასწორი ვალდებულებების შესრულებას. კორუფციასთან არ იყო კავშირში OECD-იდან გასვლა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე: მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას
,,ახალი სისტემით სახელმწიფო ქონების გასხვისება და შესყიდვები სრულად გამჭვირვალე ონლაინ პროცედურებით განხორციელდება, რაც კორუფციის რისკებს მაქსიმალურად ამცირებს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას - რამდენი ქონება გასხვისდა ერთ ლარად იმ დროს, როდესაც თქვენ მოღვაწეობდით მთავრობის ადმინისტრაციაში და როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე - სწორედ ინსტიტუტების დეპოლიტიზებას ვაკეთებთ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება
პრემიერი: მხოლოდ 6 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი საქმე აღიძრა პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიმართ, რაც კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას - არსებობს ხატოვანი გამონათქვამი, იყავით და გაგეკეთებინათ, ვინ გიშლიდათ
ირაკლი კობახიძე - ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ჩვენს საქმიანობაში ვერავინ ნახავს ერთ კორუფციულ გადაცდომასაც კი
ირაკლი კობახიძე - კახა ბენდუქიძე მინისტრი იყო და თავის თავზე ყიდდა ქონებას 1 ლარად. ეს არის კორუფციის ხელოვნების დონემდე აყვანა, ჩვენ ამ მაგალითს გამეორება არ გვინდა
ირაკლი კობახიძე - დაინერგა ახალი პლატფორმები, იმისათვის, რომ სრულიად გამჭვირვალე გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვები, უკვე შედეგიც სახეზეა
ირაკლი კირცხალია: საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს 6 წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს
"ყულევის პორტთან დაკავშირებით გერმანიის ელჩი ტყუილებს ავრცელებდა"- ლევან მახაშვილი
,,ყულევის პორტთან დაკავშირებით საქმის დეტალები არ მაქვს, მაგრამ როგორც მე ვხედავ, რუსული ნავთობი ევროკავშირში ხელახლა ექსპორტირდებოდა''- ევროკომისიის პრესსპიკერი
"პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება"- პრემიერი
,, საქართველო აშშ-ს სთავაზობს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით ''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, სწორედ იმის გამო, რომ ამ ადამიანმა დაინახა კონკრეტული პრობლემები, გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება,
პრემიერი - ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ძალების კარნახით
ირაკლი კობახიძე - „ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან
პრემიერი - ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით: ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის, არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს